ვერტერისეული დიასახლისები

53166ff380881e832aa898fdb9c78e0a

მე არ მაქვს ისეთი ასაკი მეგობრები ერთმანეთს შეყვარებულებით ვხვდებოდეთ. არ მაქვს ისეთი ასაკი, რომ მეგობრები ერთმანეთის ქორწილებში ვიკრიბებოდეთ. მე არც ისეთი ასაკი მაქვს, მეგობრები ბავშვებით ხელში ვიკრიბებოდეთ და ვკამათობდეთ თუ ვინ ვისი ნათლია უნდა იყოს. გამოვიარეთ სამეგობრომ ორ-ორი და სამ-სამი შვილები. ერთ ჩვენს მეგობარს მეოთხე აგერ ბაღში შეჰყავს უკვე. ჩვენ ახლა განქორწინებების ეტაპი გვაქვს. და ისევ ეულები ვიკრიბებით კაცების და ბავშვების გარეშე. ბავშვების გარეშე იმიტომ, რომ ერთ ბავშვს კიდევ წამოიყვანდი შეხვედრაზე, მაგრამ სამის წამოყვანა რთულია მარტოხელა დედისთვის. თანაც ბავშვები წამოიზარდნენ და სკოლებში დადიან. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ თუ რამდენადაა დასაშვები ქორწინებამდე სექსი, რადგან ვსაუბრობთ თუ რამდენადაა მისაღები განქორწინების მერე სექსი. მინახავს როგორ ცხოვრობს წყვილი ერთად დაქორწინებამდე და როგორ ცხოვრობს ერთად განქორწინების მერეც, რადგან გასაყოფი სახლი არ აქვთ. ამჯერად სამეგობრო შევიკრიბეთ იუსტიციასთან, გაყრის საბუთების მოსაგვარებლად და ჭორაობამდე ტრადიციული შეკითხვა დავსვით: “სად გავჩერდით?” “ჰოდა, ადევნების კანონის უნდა ეშინოდეთ ქალებსაც”.

რა გაგიგიათ ყველაზე ექსტრემალური ყოფილი შეყვარებულისგან? მაგალითად, მეგობრის ოჯახის წყევლაა ქალი, რომელიც კაცს თავს არ ანებებს უკვე რამდენიმე წელია, სადღაც ათი. “კახპას” ძახილით უვარდება ამის ახალ გოგოებს სახლში, არცხვენს მეზობლებთან და ა.შ. და ახლა, როცა ამ კაცს ათი წლის მერე ორსული ცოლი ჰყავს, იხტიბარს კი არ იტეხს, უფრო მიზანმიმართული ხდება. აი, ასეთმა ერთგულმა ქალებმა მოიყვანეს საქართველო დღემდე, ოღონდ სხვა მიმართულებით ჰქონდათ ენერგია დაბანდებული. კიდევ ერთი მაგალითია, ისტერიულისთვის დამახასიათებელი განწყობათა ცვალებადობით, კაცისთვის ჯერ თბილი სიტყვების ხვეწნით, უეცრად გადასული ლანძღვა-გინებებით. ჟანრის კლასიკა, ცუდი და კარგი პოლიციელის სინდრომი. დეტექტივობანას თამაში, ინტუიცია არეული შიშებში, ყოფილის ნებართვის გარეშე ტერიტორიული საზღვრების მონიშვნა, მაგალითად, ყოფილის მეგობრებთან და თანამშრომლებთან უნებართვოდ დაკავშირება. ასე მგონია ყველა ისტერიული ყოფილის პრობლემა სხვა სფეროშია. მაგალითად, შეიძლება იმ ეტაპზე ოჯახში აქვს იმდენად სერიოზული პრობლემები, ნაკლებად მტკივნეულზე გადააქვს მზერა, რაც თინეიჯერობაში ჩატარებულ სხეულის დასერვის აქტს უტოლდება, – მტკივნეულია, მაგრამ ძირითადისგან ყურადღება გადააქვს. ან პრობლემა საერთოდ სხვა კაცშია, სხვა კაცმა ასწავლა, რომ სიყვარული ურთიერთობა კი არა, ბრძოლაა, ნარკოტიკია, რაზეც დამოკიდებულება უნდა გაგიჩნდეს. ან საზოგადოებაში, რომელიც ქადაგებს, რომ სიყვარულის გარეშე სექსი ცოდვაა და ვისთანაც წევხარ, თუ არ მიეჯაჭვე კახპა გამოხვალ. ასეთი ქალები თავიანთ პრობლემებს აბრალებენ ყოფილების ამჟამინდელ ქალებს, ზოგჯერ ეხვეწებიან კიდეც რომ მათ კაცებს შეეშვან, ანუ ამ ქალების იდენტიფიცირებას ახდენენ თავებთან, რომლებიც მათთან შედარებით, upgrade ჩანან.

ამ თემაზე საუბარი ერთი ქალის გამო დავიწყეთ, რომელმაც, ოფიციალური ვერსიით, კაცის გამო მოიკლა თავი. არ მჯერა!! არავინ იკლავს თავს სიყვარულის გამო, მხოლოდ სიყვარულის გამო. შეიძლება ეს პირამდე ავსებულ ვედროში კიდევ წყალის ჩამატებას გავდეს. გინახავთ შემდგარი პიროვნება, სოციალურ თუ კარიერულ საფეხურზე ასული ქალი, შეყვარებული დამშორდაო და თავი მოეკლა? მე –  არა. სტატისტიკა ამოვქექეთ და, ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ ის ქალები იკლავენ თავებს, რომლებსაც ნაკლები მიღწევები ჰქონიათ ცხოვრებაში, თუნდაც ეკონომიური ან მორალური, მაგრამ თვითმკვლელობას რომანტიკული საბურველის ქვეშ ფუთავენ. არ გეგონოთ რომ თვითმკვლელობის წინააღმდეგი ვარ, პირიქით, – “ვინმეს გამო თავი როგორ უნდა მოიკლა” – ფრაზის წინააღმდეგი ვარ. თავს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ვიკლავთ, რადგან ვფიქრობთ, რომ განვითარებას ვწყვეტთ ან სეპეკუ თავმოყვარეობას აღგვიდგენს. არის თაობა, სადაც მხოლოდ კაცს აქვს ეჭვიანობის უფლება. ჩემი თაობა კი ფემინიზმის დამახინჯებული განვითარებით გამოვირჩევით. ჩემს თაობაში ქალები კაცებს ეჭვიანობაში, მესაკუთრეობაში ვეჯიბრებით. შედეგად იმხელა დამახინჯება , ომი მივიღეთ, რადიკალიზმმა თავისი შობა და პატარა თაობაში იშვიათად მინახავს მონოგამიური წყვილები. პოლიგამია კი სხვა არაფერია თუ არა განმეორებითი მონოგამია, როგორც, მაგალითად, ლიოსას “ცუდი გოგოს ოინებში” ვნახე. თქვენი არ ვიცი და პირადად მე, ამ წიგნიდან ორი აზრი გამოვიტანე: ა) საქართველო რუსულენოვანი ქვეყანა ვგონივართ, სადაც რუსული ენის გავარჯიშება შეიძლება; და ბ) ამ შემთხვევით შეხვედრებმა მსოფლიოს მასშტაბით მიმანიშნა, რომ პერსონაჟს ჩილელი გოგონა ყველა სხვა ქალში მხოლოდ ელანდებოდა და სინამდვილეში სხვადასხვა ქალზე წერდა. ექს შეყვარებულის ამბავი კი მომავალ ურთიერთობაშიც გრძელდება.

მაგრამ საიდან ჩნდება ჩაციკლული, ისტერიული ქცევა ურთიერთობის დასალიერს და რა არის გამოსავალი? თეორიულად ეს ყველამ ვიცით და მზა რეცეპტებიც არსებობს. ამას წინათ, ერთ კაცს შევხვდი, თავის მეწყვილესთან ერთად იყო. საინტერესო ისტორია მიამბეს შიშებზე. წყვილიდან ქალს ეშინოდა კაცის ყოფილი შეყვარებულის, რომელიც მას ყველა სოციალურ ქსელში უთვალთვალებდა, ძალიან გრძელ შეტყობინებებს უტოვებდა, სახალხოდ არცხვენდა. ყოფილი შეყვარებული ბოლოს იქამდე მივიდა, რომ სექსის თვალთვალი დაიწყო. ახალი წყვილი პირველ სართულზე ცხოვრობდა და ზაფხულში ყოფილი ქალი ღია ფანჯრიდან ფარდას გადაუწევდა, იყურებოდა და უხმოდ ტიროდა, შეიძლება ანძრევდა კიდეც, არ ვიცი. ქალმა შენიშნა, პატრული გამოიძახა და რაღაც რადიუსში მიკარება აუკრძალა, მაგრამ უნებურად უძილობა დაეწყო, ფრიგიდული ქცევები დასჩემდა. სიტუაცია უფრო საინტერესოა კაცის რეაქციიდან. ერთ ღამეს თაგვი გამოჩნდა ახალი წყვილის სახლში, მაგიდაზე იფხუკუნა, რაზეც ამ კაცს გული წასვლია. მეორე დღეს მეგობრებმა ამ კაცს დაბ.დღის სურპრიზი მოუწყვეს, და როცა ბნელ ოთახში ამან შუქი აანთო, უეცარი სტუმრების დანახვაზე ისევ გული წაუვიდა. სხვებმა შეიცხადეს ცინიზმით, ნამდვილი ბაროვანი ყოფილხარო. მე კიდევ ერთადერთი შეკითხვა დავუსვი ამ ტიპს: “მატყუარა ხარ?” – ყველამ გაიცინა თანხმობის ნიშნად. ეს კაცი იმდენად ხშირად ატყუებს ხალხს, მათ შორის თავის ყოფილის ტვინს, მძინარე მდგომარეობაში ამყოფებს სიფხიზლეშიც და არ აძლევს ტვინს გამოფხიზლების, საღი აზრის უფლებას. დროთა განმავლობაში ტვინი ეჩვევა ქცვეცნობიერით ტარებას და ისეთ საქციელებს სჩადის, მხოლოდ სიზმარში რომ მისცემდა ადამიანი თავს გაკეთის უფლებას. შედეგად კაციც იტყუებს თავს, რადგან სხვისი მოტყუება ადვილია თუ თავად გჯერა ტყუილის და გულის წასვლის მდგომარეობაში, სიზმარში გადადის. ან შეიძლება ერთ დროს მასაც ატყუებდნენ, ეს უკვე თერაპევტების საქმეა. თერაპევტების არ მჯერა, მაგრამ თუ განვითარება წყდება, შეიძლება გამოსადეგი გახდეს. ისტერიისგან გამოსავალი მისი გაჩენის მიზეზის გაგებაშია. იმ საკვანძო ტყუილის აღიარებაში, რომელიც მიიღე და გაეცი. შესაძლოა ეს იყოს ავადმყოფური სიყვარულისგან გათავისუფლების შანსი. ისტერიას ყოველთვის, ყოველთვის, ყოველთვის ტყუილი უდევს საფუძვლად, არა აქვს მნიშვნელობა სიყვარულის საბურველითაა მოწოდებული თუ კარიერული წინსვით.

პირადად მე, ვცდილობ ყოფილ ადამიანებთან მეგობრობა შევინარჩუნო, რომ პერიოდის გასვლის მერე გულწრფელად საუბრის საშუალება მქონდეს და არც მათთვის ვიყო საბედისწერო ქალი, სულაც აღარ მიზიდავს ეს სტატუსი. კაცების მომავალი შეყვარებულებიც ძალიან მესიმპათიურება როგორც ჩემი ალტერნატივა. მაგრამ ისტერიული შეყვარებული მეც ვყოფილვარ. ტყუილზეც მაქვს ჩემი თეორია, – ყველა მატყუარა სერიულ მკვლელს გავს. სერიულ მატყუარას, ერთჯერადი მატყუარასგან განსხვავებით, ავტოგრაფის დატოვება უყვარს. ქვეცნობიერად იმდენად აქვს კოპირაიტის დაცვის შეგრძნება, რომ შემთხვევით სამხილებს ტოვებს. მეგობარი, ვისაც იუსტიციაში წამოვყევით მშვიდადაა, მე უფრო მაქვს ისტერიკა. ჩემს შეუმდგარ ფსიქოლოგობაზე საუბრობს, მზა რეცეპტებზე, მეხუმრება, რომ თუ ამაზე სტატიას დავწერ, რომელიმე ისტერიული ყოფილი სახლს გადამიწვავს, არა მე მართლა სიყვარულისთვის ვიკლავდი თავს, არც ოჯახური კომპლექსები მაქვს, შე კახპაო. P.S. ჯერ ოცდაათი წლისაც არა ვარ, პირველი აბზაცისთვის დავსძენ.

6 responses to “ვერტერისეული დიასახლისები

  1. “ამ შემთხვევით შეხვედრებმა მსოფლიოს მასშტაბით მიმანიშნა, რომ პერსონაჟს ჩილელი გოგონა ყველა სხვა ქალში მხოლოდ ელანდებოდა და სინამდვილეში სხვადასხვა ქალზე წერდა.” – მაგ კუთხით არ მიფიქრია და ძალიან საინტერესო დასკვნაა. მე შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აქაც გავრცელებული აზრის მტკიცებულებას ვხვდებით – თანაცხოვრება და ზოგადად “გამოსული” ურთიერთობები კლავს გრძნობებს, შესაბამისად გრძნობების შესანარჩუნებლად აუცილებელია არ გამოვიდეს ურთიერთობა. ჩილელ გოგონაში უყვარდა ის როგორიც თვითონ წარმოედგინა რომ იყო, დაწყნარებულ ცხოვრებაში ცუდი გოგო სულაც არ იზიდავდა, იმიტომ რომ არ იყო ცუდი გოგო.

  2. ალბათ ყველა ქალს გაუვლია ისტერიული ყოფილი შეყვარებულის ეტაპი, საკუთარ თავთანაც რომ გვრცხვენია აღიარება ისეთი.
    დაჯი, შენი ცხოვრებაც გვაინტერესებს მკითხველებს. საინტერესო ადგილას გააჩერე წერა.

  3. მოვალ ამ საღამოს…
    მშვიდი ისტერიულობის პერიოდი მიდგას და მახინჯად წერასაც ვერ ვახერხებ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s