როცა შენში არსებულ პიროვნებას სახელს არქმევ, ცალკე რესპუბლიკად აღიარებ. თუმცა ისტორია ჩიხში მაშინ შედის, როცა ამ სახელით სხვებიც მოგმართავენ. როცა შენში არსებულ მეორე პიროვნებასაც არქმევ სახელს და ამ მეორე სახელითაც მოგმართავენ სხვები..
სოციალური ქსელები გაორებას ლეგიტიმაციას უწევს. ბუნებრივია რამდენიმე პიროვნებად ქცევა ისე რომ თეთრ კედლებს გაექცე.
მე თინათინი მქვია. ჯერ ჩემში არსებულ ბავშვს თაი დავარქვი, მერე ჩემში არსებულ თევზს – ანნა. ისე მოხდა, რომ ნამდვილ სახელს აღარავინ მეძახის და მენატრება. დიახ, თევზს. თუმცა ეს ცალკე ისტორიაა.
გუშინ დაბადების დღე მქონდა. ჯერ მარტო ვიჯექი “მოზაიკაში”, თაფლიან და საფერავიან ყველს სანთელი ჩავარჭე, ბაქტერიები შემოვაფხიკე, მშრალ ღვინოს ვწრუპავდი და ვათვალიერებდი საჩუქრებს ჩემს თავს რომ ვაჩუქე, – ჯემპრს ლიკვიდაციური მაღაზიიდან და ბუკინისტების წიგნს სოლომონის ბეჭედზე.
ვფიქრობდი, ცხოვრებაში სამი გარდატეხა მქონდა. მესამე ტრანსფორმაციისას დაბადებული ადამიანი უსახელოა. ანნამ თებერვალში გადაიჭრა ჭიპლარი, ჩემგან განსხვავებით მერწყულია, თაია – თხის რქა, დეკემბრის ბოლოს. სამივე ცივი სეზონის ქალები ვართ. ეტყობა არასდროს მიგრძვნია ჩემში კაცი.
ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა სხვადასხვა სახელით გაცნობილი მეგობრები ერთმანეთისთვის გამეცნო. აი, სკოლის მეგობრები, კურსელები, თანამშრომლები, მეზობლები, ინტერნეტ გაცნობილები. აი, ყველა ჩემი მე ერთ ოთახში შემეკრიბა და მეთქვა: “სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ჰმ ერთმანეთისთვის”.
მაგრამ იმ დღეს ათიოდე ადამიანმა თუ მომილოცა, ანუ გაახსენდა და მოუნდა დარეკვა ან გაახსენდა და მიცემული მქონდა მისთვის ნომერი (სადღაც 20 ადამიანამდეა ვისაც ჩემი ნომერი აქვს). ასე რომ გეგმა მომავლისთვის გადავდე და ყველს შევუბერე სული.
პ.ს. ყველი ყველის ვაჭრების გამო, ტრადიციის თანახმად ეგენი სულ იციანიან ხოლმე, კრემის ჭამა კი სევდიან ადამიანებთან ასოცირდება. პ.ს.ს. ვგიჟდები ჩემს აიდი ფოტოებზე, ვაიდენტიფიცირებ თავს.
დაგვიანებით გილოცავ ანნა ბლუმ ❤ თინათინად ვერ აღგიქვამ, ვერც სხვა სახელით, ანნა ბლუმი ხარ ^^
დაგვიანებით გილოცავ ანნა 🙂 ბოლო წლებია სულ მარტო ავღნიშნავ საკუთარ დაბადების დღეებს, ძალიან სევდიანი და მარტოსული ვარ–ხოლე მთელი დღე… ძალიან, ძალიან…
გამოხმაურება: დაბადების დღე და 30-ის კრიზისი | Merz AnnA Blume