ყვავილები ადრესატისთვის

ეს დღეები სახლიდან მომიწია მუშაობა და კომპიუტერს პირდაპირ პენუარით მივეკარი. საკვების ყუთები ერთმანეთზე აეწყო, ხოლო შესვენებებზე სერიალებს ვუყურებდი სტარტაპერებზე, სავარცხლით ხელში ვცეკვავდი და ა.შ.

ვიფიქრე, რომ გონების გადატვირთვა კარგი აზრია და თინიკოს იუბილეს მოსამზადებელი სტატიების ციკლი გამახსენდა. მე ვისაც ვიცნობ, ფარვ-ანას ჰქონდა ხოლმე წინასაიუბილეო სტატიები და თინიკოს. თინიკოს ლამაზი თმა და ჩასაკბეჩი ლოყები აქვს.

ჯერ ჩემს დაბადების დღემდე შორია, დედაჩემი ამ დროს სულ რაღაც მეექვსე თვეში იქნებოდა ანუ იუბილეზე არ ვწერ. თინიკოს 30 წლამდე მოსასწრები ყვავილები გამახსენდა: ვინ უფრო იღებს სიამოვნებას, ვინც ყვავილებს გაუგზავნის ადრესატს თუ ვინც ყვავილებს მიიღებს?

გადავწყვიტე ამ საიუბილეო გოგოსთვის მიმებაძა, საყვავილე მაღაზიას მივაკითხე და კონსულტანტს ვთხოვე ამანათი მითითებულ მისამართზე მიეტანათ. ოღონდ რუხი კარდინალის რომანტიზმი დამემართა და ადრესატს არ უნდა სცოდნოდა გამგზავნის ვინაობა. ანუ იდეა სხვა საფეხურზე წავიყვანე, რადგან მეგონა, ანონიმურად მეტ სიამოვნებას მივიღებდი, როგორც ორალურად გამოუთქმელი გრძნობები. 

ასე რუხი კარდინალის რომანტიზმი გვემართება ადამიანებს, ვისაც სიამაყის ნატამალი არ გვაქვს და თვითგადარჩენის ინსტინქტზე მეტად საკუთრების ინსტინქტი გვიაქტიურდება. კაი, გავაგრძელე ახლა ჩემი სავარცხლით თამაში.

7 responses to “ყვავილები ადრესატისთვის

  1. ანა ბლუმ ❤ რეაქცია იცი იმის ვინც ანონიმურად გაგზავნილი ყვავილები მიიღო? ვინ იღებს უფრო დიდ სიამოვნებას, ვინც აგზავნის თუ ვინც იღებს? ^^

  2. მიხვდა ჩემგან რომ იყო, ასეთი გამოსაცნობი ადამიანი ვარ.
    არ ვიცი ვის უფრო უხარია. ალბათ მეც უნდა მივიღო ამანათი ადეკვატურად რომ შევადარო.
    შენ რას ფიქრობ?

  3. კი, ეგრეა, შესადარებლად ორივე ემოცია უნდა გამოსცადო ალბათ 🙂
    გინდა გამოგიგზავნო ყვავილები ბლუმ? ^^

  4. არა 🙂 თუმცა ეს ემოცია მომწონს ძალიან 🙂 მისამართი და სხვა დეტალები დამჭირდება ^_^

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s