ლოკაციის თამაშები

სოფელი, რაიონი, ქალაქი არა მხოლოდ საცხოვრებელ კომპლექტებს აღნიშნავენ, არამედ ჩვენს სტერეოტიპულ წარმოდგენებს მათ არქიტექტორულ ფორმებზე. ფსიქოგეოგრაფიას რომ თავი დავანებოთ, ქალაქის თავისუფალი ინტერნეტის ბაზაში ლოკაციის თამაშებზე შეყვარებული ვარ. ჰო და, ძვირფასო, გოეთე, ჩემთვის შრომის მერე შეშდებიან წამები. გუშინ გამოვედი სამსახურის შენობიდან. დადიანის თავში რომ შუქნიშანია, მანქანები იყვნენ გაჩერებულები და ფეხითმავლებიც ძეგლებივით გაქვავებულიყვნენ. წარმოვიდგინე, რომ დრო გაშეშდა, მხოლოდ მე მოვძრაობ, ბანკებს დავაყაჩაღებ. მერე გავიხუმრე, რომ ძალიან ბევრ sci fi-ს ვკითხულობ. Dailysciencefiction-ზე დღიურად სამსახურისკენ მიმავალ გზაზე ბლოგერების ფანტაზიებს ვეცნობი. ყოველთვის საინტერესოა უცნობი ავტორები.

პირველად ლოკაციური თამაში ერისთავის წიგნიდან “იარე აზიმუტით” ვითამაშე. იდეა ისაა, რომ გეოგრაფიული ფიგურების ხაზვით კოლექტივმა ტყიდან გავაღწიოთ. არ ქმნიდა ისეთ ჰიბრიდულ რეალობას, მაგალითად, როგორც Ingress, უცხო პორტალს არ ანეიტრალებ პარლამენტის შენობასთან ან კაფეში იმ სკამის ქვეშ, სადაც ვზივარ, მაგრამ ინსტინქტების ლოგიკასთან შერწყმის გემო ჰქონდა. ან რა ტყეები ქართველებს გვაქვს რომ ვინმე დაიკარგოს. პედაგოგებს ვურჩევ, რომ მოსწავლეები ათამაშონ, შეიყვანონ შუა ტყეში და ახეტიალონ. თორემ უბრალო დამალობანას თამაში Shadow Cities-ს მასშტაბების ეპოქაში მოსაწყენია. ისევე როგორც სმარტფონების ხანაში პერსონალურ კომპიუტერებზე მიჯაჭვა.
გადაადგილების სტიმულის თუ მგზავრობაში დროის გაყვანის გარდა, ასეთ Pervasive Game-ებს იგივე ფუნქცია აქვს, რაც კროსვორდებს: ვიმეორებ ანუ ვიმახსოვრებ. მაგალითად, ყოველ ჯერზე, როცა Foursquare-ში ადგილსამყოფელს აღვნიშნავ, ციფრული ვერსია რეალობაში გადმომყავს. ამით არა მხოლოდ ჰიბრიდულ სივრცეს ვიშენებ, ისე ჩანს, თითქოს ავატარი ჩემი პეტი იყოს და დავატარებდე წინ და უკან. უტოპისტებს თუ დავუჯერებთ, შეიძლება ასე ცხოვრება შემოვატარო და ავატართა განდგომას საფუძველი ჩავუყარო. რადგან ლოკაციის თამაშები (LBG) გულისხმობს ავატარების შეყრას ფიზიკურ სამყაროში. ფობიის თემა რომ განვავრცოთ, ცალკე თემაა გლობალისტური შეთქმულების თეორიები, სადაც GPS-ით ზემდგომი გათვალიერებს და სხვ.
ლოკაციის თამაშებს შეიძლება ანტი კროსვორდული ფუნქციაც ჰქონდეს, როგორც Location Alert Game-ები გვთავაზობენ, მაგალითად, თუ სახლს 500 მეტრით მივუახლოვდები, შემახსენებს, რომ პური და ტუალეტის ქაღალდი მაქვს საყიდელი; ან თუ გეოგრაფიული კრეტინიზმი მჭირს, შემახსენოს სამსახურამდე მისასვლელი მარშრუტი. ეპოქაში, სადაც წვრილმანების დამახსოვრებისთვის გონებას ვათავისუფლებთ, მსგავსი აპლიკაციები ძირითადი საქმეების კეთებისთვის გვაორიენტირებს. შეიძლება რამე Search&Find ტიპის თამაში ტურისტულმა კომპანიებმაც გამოიყენონ ღირსშესანიშნავობების გასაცნობად. ან ისტორიის პედაგოგებმა სილაბუსების მიხედვით ათამაშონ მოსწავლეები, გარდა იმისა, რომ ფიზიკური კულტურის მასწავლებელი რამე Find&Catch უწყობენ ათამაშებს ბავშვებს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s