მითოლოგიზირებული სისხლის ჯგუფები

აი, დაბალბიუჯეტიან ფილმებში ბავშვს უეცრად სისხლის გადასხმა რომ დასჭირდებოდა და თუ მამის სისხლის ჯგუფი არ დაემთხვეოდა, ასე აღმოაჩენდნენ, ოჯახურ ღალატს. ერთი პერიოდი გარკვევის ეს მეთოდი იმდენად აპრობირებული იყო, გამიჩნდა სტერეოტიპი, რომ ფენოტიპი ყოველთვის ემთხვეოდა გენოტიპს, რომ მშობლისგან მხოლოდ იმ ჯგუფის სისხლი გვაქვს დამემკვიდრებული, რასაც თავად ატარებს.

სინამდვილეში, შეიძლება ბავშვმა მამისგან სისხლი ვერ გადაისხას და ამით მამობა არ იქნება საეჭვო. თუმცა, რა თქმა უნდა, არის კანონზომიერება, რის ფარგლებშიც მოძრაობს გენეტიკა და თუ პოტენციურ მეორე ნახევარს გაიჩენთ, ინტერნეტში დევს თქვენი თეორიული შვილის სისხლის ჯგუფის ზოგადი კალკულატორი. შვილის, რომელიც სამშობიაროშივე რომ გაჭყლიტონ, მისი პაწუა სისხლი ჩაის ჭიქას თუ გაავსებს.
იყო შემთხვევები, როცა A2B მამაკაცს ჰყავდა A1 შვილი და თითქოს მამობა გამოირიცხა. თურმე მას A1B გენოტიპი ჰქონია, A1B ფენოტიპის მიუხედავად. ან A2B+0 მშობლებს შეეძინათ A2B და 0 შვილები. ახსნეს, რომ ასე იშვიათად ხდება: A და B გენები განთავსდნენ ერთ ქრომოსომაზე, -cis პოზიციაზე და შთამომავლობას ასე გადაეცემა. აქვე აქვთ ხოლმე ქვესტერეოტიპი, A და B ჯგუფების დომიმანტურობასა და 0-ს – რეცესიულობაზე. თუმცა ისინი ყველა კოდომინანტურია.
მეორე სტერეოტიპი, რომელმაც ჩემში ჩასახვაც კი ვერ მოასწრო ისე ვუარყავი, მითია დიეტისა და სისხლის ჯგუფების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოტიპის ჩამოყალიბება პლანეტების ზემოქმედებაზე მეტად თითქოს სისხლმა უფრო უნდა იტვირთოს (არა მარტო ახლოსაა, ისაა, რისგანაც შევდგებით), არავითარი სტატისტიკა კვების რაციონთანაც კი სისხლის ჯგუფების კავშირს არ გვაძლევს. ანუ სისხლის ჯგუფი არ მეტყველებს ადამიანის გემოვნებაზე და დიეტის დაცვა ABO სისტემის მიხედვით არ ემორჩილება სამეცნიერო ახსნას. რადგან ცხიმები მოკლებულია ჯგუფურ ანტიგენებსა და არა აქვთ შესაბამისი ანტისხეულები. ზოგადად, არა თუ სისხლზე, ორგანიზმის სტრუქტურაზეა დამოკიდებული სხეულის მოცულობა: სიმაღლე, წონა. ეს პირდაპირაა დაკავშირებული ანტიგენებსა და ანტისხეულებზე. ადამიანს არ შეუძლია მნიშვნელოვან გავლენას ახდენდეს ძვლებისა და კუნთების მასაზე. პროგრამის შეცვლა შეიძლება ჰორმონების ცვლილებითა და ფიზიკური დატვირთვის წყალობით.
კვებასა და მითოლოგიაზე რატომღაც ვამპირები მახსენდებიან, რომლებიც საუბრობენ, რომ ვეგანებს გემრიელი სისხლი აქვთ. მათი გემოგლობინი ანემიაზე შესამოწმებელია, მაგრამ ხელოვნური სისხლის (artifical blood) მასობრივ გავრცელებას ადამიანებთან ერთად ელიან. წარმოიდგინეთ, თუ ადამიანს 2 წამში ერთხელ ესაჭიროება სისხლი, საბრალოები არიან ძროხები, – 800-მდე სისხლის ჯგუფი აქვთ.
მესამე სტერეოტიპი, რომელიც ყველაზე დიდხანს გამიგრძელდა ისაა, რომ სისხლის ოთხი ჯგუფი არსებობს. მაგალითად, როცა -cisAB-ს შემთხვევაში, A ანტიგენი სუსტად გამოიხატება, თუმცა მისი ექსპრესია მაღალია, ვიდრე A2B ერიტროციტებზე. ამავე დროს AB შეიძლება იყოს დადებითი რეზუსით და თან M და N პოზიტივით. ყველაფერი ჩახლართულია. ქვეჯგუფები, გამონაკლისები, ნორმიდან გადახვევები თუ როგორცაა. მაგალითიდან ჩანს, რომ A ანტიგენებს აქვთ თავიანთი სახელები. Aint (intermadiate) A1-სა da A2-ს შორის იკავებს ადგილს. გავრცელებულია ნიგერიელებში. ერიტროციტები Aint რეაგირებს ანტი-H სხეულებზე ძლიერად ვიდრე A2 და სუსტად ვიდრე A1 ერიტროციტები. A3 არაადეკვატურად რეაგირებს ანტისხეულებზე. Ax შეიცავს ყოფილ ქვეჯგუფებს, მომაკვდავ ანტიგენებს. თვითონ ამ ქვეჯგუფებს შეიძლება თავიანთი ქვეჯგუფები ჰქონდეთ. მაგალითად, Amos (mosaic)-ს. და სხვა და სხვა და სხვა.
გამონაკლისებს, ძირითადად, პირველი პაციენტების სახელები/ინიციალები დაარქვეს.მაგალითად, 0h(bombey) დაარქვეს იმ ადგილის საპატივცემულად, სადაც აღმოაჩინეს. სტატისტიკის გამო ფიქრობენ, რომ ეს ჯგუფი სისხლის არევით დაბადებულ ადამიანებს აქვთ. ამ ბავშვებს შეუძლიათ A და B ჯგუფების გადაცემა შვილებისთვის. H გენს თვლიან, რომ ჩუმი გენია. თუმცა არ ნიშნავს, რომ Oh მატარებლები ჯანმრთელები არ არიან. და სხვა. 
მეოთხე სტერეოტიპი: არ მეგონა, რომ სისხლის რომელიმე ჯგუფი შეიძლება რომელიმე კონტინენტზე არ შეგვხვედროდა. სახალისო სათამაშო აღმოჩნდა გენოგეოგრაფია. ავსტრალიელ აბორიგენთა ანტიგენებზე, ისევე, როგორც მონღოლოიდურ და ევროპეიდურზე, ვარაუდობენ, რომ ჰეპატიტის ვირუსის ფრაგმენტია. 0 ჯგუფი კი შედგება შავი ჭირისგან. AB ავსტრალიელ აბორიგენებში არ გვხვდება. თეთრ ავსტრალიელებშიც 1%-მდე თუ გამოერევა. საინტერესო მდგომარეობა აქვს A-ს. რაც უფრო ვმოგზაურობთ ევროპიდან აზიისკენ, A ჯგუფის ხალხი იკლებს და B ანტიგენები იმატებს. კორეაში 0% აქვთ. ესკიმოსებს რეზუს უარყოფითი არ ახასიათებთ, როგორც ავსტრალიელ აბორიგენებს, მექსიკელებს, ჩინელებს და იაპონელებს.

3 responses to “მითოლოგიზირებული სისხლის ჯგუფები

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s