ქართველი ენათმეცნიერების დილემა

სტენლი კრამერის ფილმში “გამოიცანი ვინ მოვა სადილზე” მსგავსი პრობლემაა დასმული, რაც ილია ჭავჭავაძის “ოთარაანთ ქვრივში” – ლიბერალური ხიდჩატეხილობა, ორ ფენას შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარება, მაგრამ რომანტიზმის შეუძლებლობა. რა ხდება მაშინ, როცა აწ უკვე არავის აღიზიანებს გიორგის სიყვარული, მაგრამ კრამერის პერსონაჟთა ვნებები სლავებზე მემკვიდრეობით ონანიზმს შეჩვეული ქართველებისთვის, რეალურ, სამომხმარებლო ქვეყანაში, მორალურ კოდექსს სცდება. ამ პერიოდში მიშელ ეშფორდმა შექმნა ვინტაჟური სატელევიზიო მელოდრამა, რომელიც სექსუალური რევოლუციის ეპოქის გახსენებისას მორალურ საკითხს სვამს: გაასარაჯოვონ თუ არა შავკანიანთა ტესტესტერონის სიჭარბე მაშინ, როცა რასიზმის პერიოდია.

მსგავსს პრობლემებზე დამაფიქრეს ნაცნობმა ლინგვისტებმა, როცა ევროპულ ქარტიაზე ვსაუბრობდით, რეგიონალურ და უმცირესობათა ენების შესახებ. რომ ნ. მიკლუხო-მაკლაის სახელობის ეთნოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლები, დორტმუნდისა და მიუნხენის ჯგუფები განსაკუთრებით აქტიურობენ საქართველოს დანაწევრებისთვის, უმცირესი ენების დაცვით წაგვართვან რა ჰეგემონური სალიტერატურო ენა. ამავე დროს კი თავადვე აღნიშნავდნენ, რომ მეგრული და სვანური დიალექტი კი არა, ქართველური, მაგრამ მაინც ენაა, როცა უკვე არ გესმის საუბარი, უკვე ენაა.
საქმე ისაა, რომ 1992 წლის 5 ნოემბერს ევროსაბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა სტრასბურგში მიიღეს ქარტია მცირე ენების დაცვის შესახებ, ხოლო 1995 წლის 1 თებერვალს აქვე მოეწერა ხელი “კონვენციას ეროვნული უმცირესობათა დაცვის შესახებ”. მახსოვს, “რადიო თავისუფლების” სივრცეში საქტატის რელიგიური აჟიოტაჟის ფონზე მოქალაქემ დაკარგულ ენაზე ისაუბრა. ქარტია უმცირესობათა უფლებებზე წერდა, თუმცა სახელმწიფოს კომპეტენცია იყო ეთნიკური და ენობრივი უმცირესობის მიჩნევა-არ მიჩნევა. ამიტომ ბევრ ქართველ ენათმეცნიერს, როგორც თავად ამბობდნენ, სამსახურეობრივ მრწამსსა და პოლიტიკას შორის არჩევის გაკეთება დაეკისრა. ტყუილად არ მითქვამს კრამერის, ილიას ან ეშფორდის მაგალითი.

One response to “ქართველი ენათმეცნიერების დილემა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s