საზღვარზე დარჩენილი პრობლემები

 

ამელი წარმოშობით ბელგიელია, რომელიც გადაწყვიტავს ბავშვობის მერე პირველად დაბრუნდეს სანატრელ იაპონიაში. ოღონდ ამელი ნოტომის პერსონაჟი არაა, სხვა სცენარია. შეიძლება სულელურად მელოდრამული, მაგრამ დასასრული დამამახსოვრდა:

ფილმის ბოლოს, როცა იაპონიაში მიწისძვრა და ცუნამი მოხდა, ამელისთან მეზობლები შევლენ და ჩვეული ზრდილობით გაიწვევენ ქვეყნიდან: მადლობას გიხდით ჩვენი მხარდაჭერისთვის, მაგრამ ეს ჩვენი პრობლემებია, რომელიც მარტო უნდა მოვაგვაროთო. კიდევ ერთი სიმღერა დამამახსოვრდა იმ ფილმიდან, ანე ბრუნის..
როცა გუდრიდსზე ვრეგისტრირდებოდი, ბევრი ვიფიქრე პროფილისთვის აქტიურ ენაზე და ქართული ავირჩიე: გამიადვილდებოდა, უცხოური ლიტერატურაც კი ქართველებისთვის მინდოდა გამეზიარებინა. შევდიოდი რომელიმე უცხოენოვანი წიგნის სარეცენზიოში და ქართულად ვწერდი. შეიძლება თქვენც დაგმართნიათ იგივე, როცა თქვენგან ახლახანს დარეცენზირებული წიგნის უცხოენოვან ავტორს რეცენზიაზე ქართულადვე გაუცია პასუხი.
მათ შორის ერთი კოსმიური sci fi ავტორი გახლდათ, ვისაც წინა ბლოგზე მივუძღვენი სტატია წინასწარმეტყველ რომანებზე და google.translate-ს მეშვეობით უთარგმნია. მაშინ ქართული შრიფტი პირველად უნახავს და ამ ანბანზე ინფორმაციის მიღება ქართველისგან უნდოდა. რა უნდა მექნა პატარა ქვეყნის კომპლექსის მქონე ბლოგერს საუბარში შესვლა თუ არა.

არ ვიცი რატომ გამახსენდნენ მაშინ ბელგიელი ამელის მეზობლები, 13 ივნისსაც გამახსენდნენ, ნებისმიერ დროს მახსენდებიან, როცა ჭირისას არასასურველი უცხოელების დახმარება მოგვითხოვია. გამახსენდა და მაინც მივწერე: “თქვენ ჩვენი ასომთავრული უნდა ნახოთ”. და მივხვდი, რომ საზღვარზე ქართველებიც ვტოვებთ პრობლემებს.

One response to “საზღვარზე დარჩენილი პრობლემები

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s