კლუბში, ნარკოტიკულ საშუალებებზე რომ აღარაფერი ვთქვა, სასმელსაც აღარ ვიღებ. თუ მანამდე ბარში მაქვს ალკოჰოლი მიღებული, ვცდილობ ყავით ან ენერჯაიზერებით გამოვიდე. სიფხიზლის თეორია მაქვს. არაფხიზელ მდგომარეობაში ცეკვის დროს, მთელი კვირის გამოუყენებელ ენერგიას ვხარჯავ, იმ ზედმეტს, რაც ჩემთან ერთად თანაარსებობდა და რეალიზება ვერ მოეძებნა. ხოლო ფხიზელ მდგომარეობაში ცეკვის დროს, განვლილი კვირის ზედმეტ ენერგიას ვხარჯავ და თან ჩემში ახალ მუხტს ვუშვებ, მომავალი კვირის საკმარს. ცალმხრივი არაფერი მიყვარს.
კლუბში ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი და იმ დღის გახსენება არ მიყვარს. შემდეგი 1 კვირის განმავლობაში თვალების დახუჭვისას ყურში ისევ მუსიკა მესმოდა. თუ ვიცეკვებ მხოლოდ მთვრალზე, ფხიზელზე არასოდეს მეცეკვება რატომღაც.
საინტერესო ფენომენია ეგ მთვრალზე ცეკვა.
ველოსიპედის ტარებას ჰგავს სიფხიზლეში აცეკვება:დ
ნარკოლოგიას რომ ვსწავლობდით, ერთხელ ლექტორმა გვითხრა, რომ შვილის საძებნელად წასულა ბარში და გოგოს მიუწოდებია ექსტაზის აბი, – იმას თუ კაიფი ერქვა იმის დედა ვატირეო 😀 😀 სრული სიდებილეო 😀 😀
ველოსიპედის ტარებაც ისეთივე უცხო შეგრძნებაა, როგორც სიფხიზლეში აცეკვება :დ ბევრი მაქვს სასწავლი :დ
ეტყობა იმ ერთადერთ წამალს ჯერ არ შეხვედრია, ბედნიერო ქალო:)
თინიკი, შენ მე ვინმესთვის ყვავილების გაგზავნა მომანდომე:)
ანუ ამით იმის თქმა უნდოდა რომ პლაცებოს ეფექტი აქვს რა… ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული… 😀