სანამ გენეალოგიური ხის დახაზვას დავიწყებთ, ჯერ უნდა შევარჩიოთ ხე. ჩემი ფენტეზის კითხვის გამოცდილება რომ გამოვიყენოთ და ცოტა სლავური ფოლკლორიც დავუმატოთ, გამოვიტანე დასკვნა:
თუ გვარში ქალთა სქესი ჭარბობს და გვარი მრავალშტოდ არის გაყოფილი იხატება არყის ხე, რომელიც თითქმის ყველა კულტურაში მდედრობით საწყისს განასახიერებს.
თელას მაშინ ხაზავენ, თუ წინაპრები არ გამოირჩევიან დიდი დახვეწილობით, მაგრამ ომგამოვლილი ხალხია, სტიქიების ამტანი. იშვიათად გადაადგილდებოდნენ და ოჯახის მუჭუჭები არიან.
მუხა კლასიკური გენეალოგიური ხეა. მას ტრადიციებით ნაყოფიერი გვარი იყენებს, მაღალი საცხოვრებო პირობების მოთხოვნით.
ნაძვი მდიდარი წინაპრების მქონე მცენარეა, განთქმული ადამიანებით დატოტვილი.
ტირიფი განსხვავებული ხალხით დატოტვილი ოჯახია, რომლებსაც მრავალფეროვანი ქვეგვარები აქვთ.
წაბლის ქვეშ ხაზავენ ოფიცრებსა და მეომარ წინაპრებს.
ცაცხვი მაშინ იხაზება, თუ გვარი თავთან რამეში წინააღმდეგობაში მოდის.
ფიჭვი მრავალსაუკუნოვანი მცენარეა. ყველაზე ძირძველი გვარები ხვდება მის ტოტებში.
გენეალოგიის შესწავლა ჩემი ერთ-ერთი გატაცებაა. თან არა მხოლოდ ფიქციური პერსონაჟების. შესაბამისად, უამრავი პროგრამა მაქვს ნაცადი საგვარეულო ხის დასახატად. მაგალითად, ეს, სადაც ხის დახაზვა აუცილებელი არაა. ჯერ არ ჩამოვყალიბებულვარ.
ბედნიერ ხაზვას გისურვებთ.
ra magaria, unda vcado da davdeb mec posts … madloba ❤