ფიქრი ჭაობის პირას

ჩემთვის ზამთარი არის: მახსოვდეს გაზმიჭერილი მანქანიდან გადაყოფილი ხელების, თმის, რომელიც შეტაკებული ქარისგან ათ წუთში საუკუნის დასაბანივით გამოიყურება, ცოტა ხანში კი ფანჯრიდან გადაზიდული მთლიანი სხეულის დაბუჟების განცდა. ვიხსენებდე, როცა ლოგინზე აივნიდან შემოსული წვრილი მზის სხივის ქვეშ მოვიკუნტები. და როცა მზე დასავლეთით გადაიწევა, სხვა ოთახის აივანთან მოვიკუნტო. მაგრამ საბოლოო ჯამში ვიცვამ თბილად და ყინვაშიც ვსეირნობ.

ქავთარაძეზე ვიყავი შუა მაისში, მეთქი აქედან ლისის ტბაზე ფეხით ავისეირნებ. თმა ავიკაპიწე, ზურგზე საგზალი მოვიკიდე. ტბაში რომ გედებია, იმათ სკოლამდელი გოგონა ეთამაშებოდა თუ აჭმევდა. კამერაში ელემენტი არ მქონდა, ვერაფრით ვიშოვნე 2CR5, თორემ გადავუღებდი. ამ გოგოს გიშრის ფერი, ხუჭუჭა და სხეულზე შემოხვეული თმა ჰქონდა, კადრი იყო ზღაპრების ილუსტრაციიდან. უცებ ჟღალი გოგოების ჯგუფი “როლიკებით” მოსრიალდა, ფერადი კაბები ეცვათ და ნაყინებით გრილდებოდნენ. ბებია-ბაბუები წყლის პისტოლეტებით წუწაობდნენ, სანამ მათი შვილიშვილები ხიდან ხეზე ხტუნავდნენ. შეყვარებულები დაჭერობანას თამაშობდნენ. მოკლედ, ტრადიციული მაისის შაბათი იდგა.

მეორე პატარა ტბასთან თუ ჭაობთან გადავედი, თვალსაწიერში არავინ იყო. დავფიქრდი, რომ მშვენიერი კანი მაქვს, მადლობელი ვარ იმიტომ, რომ უხეში არ არის, მკვრივია, ბატონები არ მაქვს გადატანილი, რომ ნაწიბურები დამრჩენოდა, სისხლიც ისეთი მაქვს, უალერგიო. მაგრამ ჩემზე 3 წლით პატარებსაც ძალიან ნორჩი კანი აქვთ, თითქოს შუბლიდან ლოყებზე რძე ჩამოსდით, კაპილარები ზედაპირებზე ებჯინებათ და ემოციებზე უფრო რეაგირებენ. ვერც იმას იტყვი, რომ ვიზუალურობას მნიშვნელობა არ აქვს და მთავარი გამოცდილება, პოტენციურად მოსათხრობი ამბებია. აი, გაიცნობ ვინმეს, ვინც უკვე მუშაობს, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს, სათქმელს დინჯად ჩამოგიყალიბებს, შეხედავ მის პირადობას და 90-იანების ბოლოს ან 2000-იანებშია დაბადებული. ანუ უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ჩემი 80-იანების თაობა აკეთებდა მათ ასაკში. ბუნებრივია შემშურდა, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს თაობა. სისხლი უდუღთ, ზამთარშიც კი არ სცივათ. ისინი ხომ ჩვენს შეცდომებზე სწავლობენ. 

ეს ფოტოები სადღაც იანვარში გადავიღე იქ. წამო ნუში დავკრიფოთო, აიტეხა თამარამ, კანს უხდებაო. ამ ზამთარში ნუშს რა უნდაო, ერჩოდნენ, მაგრამ იყო.

346

890
345

457

4 responses to “ფიქრი ჭაობის პირას

  1. მე დიდი ხანი მოვეშვი ადგილობრივ მაღაზიებს და გამოწერაზე ვარ გადასული. მართალია, დროში ვაგებ, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება ათასგვარი აბდაუბდა იმის შესახებ, რომ დრო არ არსებობს და ადამიანის მიერ მოგონილი მაიმუნობაა და ვმშვიდდები :))

  2. ჰაჰა, მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის სფეროში ვმუშაობ, ჯერ ვიწრო ლოკაციაზე ვეძებ:) ელემენტიც არ არსებობს, ადამიანის მოგონილი მაიმუნობაა 😉

გამოთქვით აზრი