ჩემი საგარეო პიჟამა

არსებობს მომენტები, რომლითაც ძველი მეგობრები განსაკუთრებით გვამახსოვრებენ თავს. ჩვენს შემთხვევაში იყო მისი შორტები ნამზეურ ფეხებზე. ვაა, ირაკლი, როდიდან დაიწყე ასე ჩაცმა მეთქი. მას მერე, რაც ბათუმში ვიყავიო, შემეხუმრა.
წლების მერე დავადექი სახლში შემოდგომის სერი საწვიმარი პალტოთი, ჯინსის შარვლით, სპორტული მაისურით, სათვალით და კეპით. ისე გამოიყურები, თითქოს ჰოლივუდში პაპარაცებს ემალები, როდიდან დაიწყე კეპის ტარებაო. მას მერე, რაც ბათუმში ვიყავი მეთქი, შევეხუმრე.
ბათუმისადმი უნებურად ასეთი მიდგომა ჩამოგვიყალიბდა ორივეს, არ ჩავიცვათ ჩვეულად და თბილისში ჩამოსვლისას გავამეოროთ ბათუმის უჩვეულობა. ეს ის ქალაქია, სადაც შუა ბულვარში შეიძლება სკამზე მეძინოს სხვა ჰალსტუხიან ტიპებთან და პატრული ბომჟებად არ აღგვიქვამს. ეს ის ქალაქია, სადაც თბილისელები თავს ტურისტებად ვგრძნობთ. ილუზიებს გვაძლევს და გვიკვირს თუ ადგილობრივებმა ცურვა არ იციან.
ეს ის ქალაქია, სადაც შაბათს საღამოს ღამის პიჟამათი ვიხეტიალე, იმ ღამის პიჟამათი, უმუშევრობისას ვაიკიკში ბოლო ფულით რომ შევიძინე რამე საგარეო კაბის მაგივრად. და როცა თავი ქალად მინდა ვიგრძნო, მაცვია. ოღონდ აქამდე არავის ენახა.
იმ საღამოს ერთი გოგონა მომეწონა, ხორბლისფერი, ცისფერ დრედებიანი. დავეწიეთ, ძალიან მომეწონე მეთქი, სურათი გადავუღეთ. თბილისში რომ ჩამოვედი, სავარაუდოდ, თავის ბიჭთან ერთად შემხვდა საბვეის წინ. მისალმება მინდოდა და მომერიდა. ეგონება, რომ მანიაკი ვარ მეთქი ან ვეფლირტავები. თუ ვინმეს გეცნობათ, გამაცანით. 🙂 იმ პიჟამას ძალა ჰქონდა, რაღაც, თავისებური.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s