თმა, როგორც სქესის მსაზღვრელი

ქალები თაობებს ვტოვებთ იმ ბიოლოგიური მიზეზის გამო, რომ იგრეკი კონკურენციის გარეშე გადაეცემა მემკვიდრეობას, იქსებს შორის კი რეცესიულისა და დომინანტურის გამოვლენაა საჭირო. ანუ მე, როგორც ქალი, შეიძლება ბებიის პირდაპირი შვილიშვილი არ ვიყო, მაგრამ ჩემი ძმა ბაბუის პირდაპირი შთამომავალია. აქედან შეიძლება აიხსნას გვარის გადაცემის სისტემა მამიდან შვილზე, და გამონაკლისად ებრაელთა პოლიტიკა აღვიქვათ – მუდმივი ომიანობის გამო გაუპატიურების მერე ჩასახული ბავშვების მამობაზე უნდობლობის გამოცხადება.
რთული სათქმელია ბიოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვიეს პატრიარქატული პროცესი თუ პატრიარქატულმა სისტემამ განიცადა ევოლუცია ბიოლოგიაში, პირველობაზე ქათმისა და კვერცხის, სხეულისა და სულის პრეტენზიას ჰგავს. მაგრამ მამაკაცს შეიძლება მრავალი იქსი ქრომოსომა ჰქონდეს და ერთი იგრეკი, – მისი სქესი მაინც მამრობითია. ანუ, გარდა იმისა, რომ მამრის ჩასახვა უფრო მარტივია იგრეკის პატარა ზომის ანუ ნაკლები წონის ანუ სისწრაფის გამო, სქესსაც იგრეკ ქრომოსომა განსაზღვრავს.
სასქესო ორგანოების სხვაობის გარდა მნიშვნელოვანი განმასხვავებელი უხეში თმით დაფარული სახეა. მამაკაცის გამელოტების გენი იგივე ქრომოსომაზე მდებარეობს, რაც ქალის საკვერცხეებს განსაზღვრავს, დაზიანების შემთხვევაში კი ქალებში გამელოტების ნაცვლად, პირიქით, ჭარბთმიანობას, უნაყოფობას იწვევს. შეიძლება ფიქრი მელოტი და ჭარბთმიანი ქალის შეუწყვილებლობაზე, კაცების გამელოტებაში მათი დედების დადანაშაულებაზე ან სიმპათიის გაჩენის ვიზუალურ როლზე, რადგან პარტნიორის სასიამოვნო გარეგნობას ავტომატურად ჯანსაღი მემკვიდრეობისკენ მივყავართ.
თუ იურულ პერიოდში თერომორფებისგან მოყოლებული სხეულზე თმა პრიმატს ყინვისგან დასაცავად სჭირდებოდა, ნადირობის ხანაში საშოვარზე მოხეტიალე მამრმა გამოქვაბულში ჩათბუნებულ ქალზე მეტი თმა დაიჭირვა. ტანსაცმლის გამოგონებასთან ერთად თმიანობა შემცირდა და დღეს სიცხისგან დასაცავად გვჭირდება. ამით აიხსნება სამხრეთულ ქვეყნებში მოჭარბებული თმიანობა. რაც ხშირად კურიოზის მიზეზი გამხდარა სლავეთში მოგზაური კავკასიელი ქალებისთვის, საჭირო გამხდარა საცხოვრებელი კლიმატური პირობების ახსნა, მათთვის ჰორმონალური დისფუნქცია რომ არ მიეწერათ. შეიძლება ჩვენთვის სექსისტურად ეხუმრათ, თუ არ გინდათ თმა გქონდეთ სხეულზე, თმა უნდა გქონდეთ სხეულშიო და სექსისკენ ებიძგათ.
არა მხოლოდ ქალებმა, ფემინიზმის განვითარებაში წვლილი კაცებმაც შეეტანეს, რომლებიც ინდი თამაშებში და კომიქსებში დაიმალნენ. ზრდასრული კაცებისგან თავის მობავშვება ერთგვარ ტრენდად იქცა. პლიუს ორივე სქესისგან თმის მოშორების ისტერია. სოციუმისთვის ინდივიდის თმიანობას რამდენიმე ლინკი აქვს: მასკულინურობის (მამაკაცური ჰორმონების) გარდა ასაკს წარმოაჩენს, რადგან უთმოები არიან უმცროსები. ასაკი კი სტერეოტიპულად სიბრძნესა და გამოცდილებას ლინკავს, როცა უთმობა ქალურობასთან და უმცროსობასთან ასოცირდება.
დღევანდელობა შეიძლება მატრიარქატულ, შემგროვებლურ ეპოქად განისაზღვროს, სადაც ფიზიკური ძალა ნადირთან შესაჭიდებლად ნაკლებად პრიორიტეტულია და ყოფა გონებრივი შრომით იმართება. შესაბამისად, მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ სუფთად გაპარსული წვერითა (მოვლილით, შემცირებულით მაინც) და სხეულზე მინიმალური თმიანობით წარდგნენ სოციუმის წინაშე. რითიც ფემინურობის მიღებას ლინკავენ, სტერეოტიპულად ნაკლებად აგრესიულობის, ნაკლებად დომინანტურობის, სანდოობის იმიჯს იღებენ. თუ ეს მაღალი რანგის წარმომადგენელი რაიმე რიტუალს არ განასახიერებს, მაგალითად, სასულიერო პირია, შოუ ბიზნესშია.
დასკვნისას, მწუხარებას გამოვთქვავ ქალებისა და ეპილაციის მიმართ, რადგან მგონია, ჭარბი თმის აღმოჩენის შემთხვევაში უნდა მივაკითხოთ ექიმს მიზეზის მკურნალობისთვის და არა შედეგის მოსაცილებლად. თან ჭარბ თმას, ავადმყოფობის კი არა, შეიძლება დამცველის ფუნქციაც ჰქონდეს. ეპოქაში, სადაც დაავადებებს შორის ქალის სიკვდილიანობის მაჩვენებელი მკერდის და საშოს კიბოები სამეულში ერთმანეთს ენაცვლება, ლაზერის სისტემატური, თვიური გამოყენება შეიძლება სახიფათო იყოს. როგორც ესთეტიკის ცენტრებში საუბრობენ, ლაზერი ორგანიზმს ზიანს არ აყენებს, თუ დასასხივებული ადგილი უკვე არაა პრობლემური. არა და მხოლოდ პაპილომა ვირუსით ქალთა 70%-ია ავად.

3 responses to “თმა, როგორც სქესის მსაზღვრელი

  1. საინტერესო პოსტია!
    დღევანდელი თეორიების მიხედვით ადამიანის წინაპარმა ტანზე თმა დაკარგა, არა იმიტომ რომ ტანსაცმელი გამოიგონა, არამედ იმიტომ რომ განავითარა შუადღით, აფრიკულ ცხელ მზეში ნადირობის და ხანგრძლივი სირბილის უნარი, რაც მას აძლევდა გარკვეულ უპირატესობას, ამ პერიოდში არავინ ნადირობს, რადგან ქურქიანი ცხოველების სხეული მალე გადახურდება, იგივე მიზეზით მსხვერპლს არ შეუძლია შუადღით დიდხანს სირბილი. თმის გაცვენით და ოფლიანობის გაგრილების სისტემით, ადამიანმა (სავარაუდოდ ჰომო ერექტუსმა) მოიპოვა გარკვეული ნიშა.

  2. თეორია საინტერესოა. თმის გაცვენა როგორც განვითარების, უპირატესობის სიმბოლო. თუ ავღებთ სწრაფვას, რომ მაქსიმალურად გავასწროთ ცხოველურობას, უთმო ფუტურისტული რეალობა გველოდება.

  3. შემთხვევით გადაგაწყდი ამ პოსტით, მომეწონა ძალიან ❤

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s