იშვიათად გამოვირჩევი აქტივიზმით, მაქსიმუმ საძიებო სისტემებიდან ინფორმაციის შეკრება და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება შევძლო. წლევანდელი წელი ჩვენი ოჯახისთვის რთული იყო ჩემი ძმის ავადმყოფობის გამოც. მკურნალობდა იზმირის ერთ-ერთ საავადმყოფოში KentHospital-ში. მშვენიერი ქალაქია ეგეოსური დანატოვრითა და მუსლიმური ლოცვებით.
საავადმყოფოს ლაბორატორია განთქმულია კორონარული ანგიოგრაფიით, ბირთვული მედიცინით, რადიოლოგიით, ტრანსპლანტაციებით, ბიო-ქიმიური ექსპერიმენტებით. კმაყოფილი იყო ადგილობრივი ექიმების სამედიცინო განათლებით, მაგრამ შოკში დარჩა რეანიმაციაში ნაგრძნობი სიცივის გამო. მომიყვა როგორ გამორთეს მისი თანაპალატელი აპარატიდან მხოლოდ იმის გამო, რომ ძილში წამოყვირებები იცოდა. სიკვდილამდე ის მოასწრო, რომ თანაპალატელს ხელი დასამშვიდობებლად აუწია. ეს იყო საავადმყოფო, სადაც პაციენტების სიცოცხლით “რულეტკას” თამაშობდნენ. საქმეში ინსპექციაც იყო ჩართული, თუმცა სისტემა იმდენად კორუფციული აღმოჩნდა, სერიოზულად არავის გამოუძიებია.
სამედიცინო ტურიზმი ისეთივე რთული გადასაწყვეტია, როგორც სამუშაოს მაძიებლად წასვლა უცხო ბაზარზე. პრობლემები რასაც კონკრეტული კლინიკა დამატებით იძლეოდა თარჯიმნული სისტემის გაუმართავობა იყო. პლიუს რიგი, რომლის მონიტორინგი ჯერ კიდევ პრობლემური ავადმყოფის ნაადრევი გაწერით ხერხდებოდა. მითუმეტეს თუ პაციენტს იურიდიული ცოდნა აკლია. როდესაც ტურისტი ხარ ჭრელი ხალიჩები ანტიკური დარბაზების ფონზე შეიძლება რომანტიკულად მიმჯაჭველია, მაგრამ სამზარეულოში შეღწევის მერე მხოლოდ კორუფციაზე ფიქრი შეგიძლია.
ძირითადი რჩევა რაც შემიძლია გავიღო კონკრეტული კლინიკის სტუმრების მიმართ არის მარტოობის შიში: ნუ წახვალთ სამკურნალოდ მარტო, წაიყოლეთ იურიდიული, თარჯიმნული და სამედიცინო განათლების მქონე პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში კვალიფიცირებული ექიმების მერე რეანიმაციაში პაციენტები ერთმანეთის მისახედები გახდებით. რაც შეეხება დაღუპული პაციენტის მკვლელ ექიმებს, დღემდე ვათვალიერებ სოციალურ ქსელებში, ვერ ვთავისუფლდები.
uimeee… titqos raghaca mogewoneba da ucbad yvelaferi wyalshi iyreba 😦
საშინელი ისტორიაა, ჩავჯექი რომ რაიმე წავიკითხო ამ კლინიკასთან დაკავშირებით. ისე კი რისკები მართლაც დიდია სამედიცინო ტურიზმის დროს.