როგორ გადაარჩენს პირადი ბლოგები პოლიტიკას?

ამ დღეებში საჯარო სამსახურში დასაქმებულმა მეგობარმა ჩემთან პირადი ცხოვრების შეზღუდვაზე ისაუბრა. ანუ იმ შიდა სტატისტიკაზე თუ რა სიხშირით ხორციელდება პოლიტიკური არჩევანი მათი სქესობრივი ცხოვრების გამოაშკარავების შანტაჟით. მითუმეტეს არაჰეტეროსექსუალების შემთხვევაში. გამჭირვალეობის იდეით ნაშენები “მინის სახლი” ოდესმე შეიძლება ქართული სერიალის სათაურად იქცეს.
პირად პრაქტიკაში პოტენციური დამსაქმებლისგან ერთი გასაუბრება მახსენდება, სადაც მთხოვეს გულღიად მომეყოლა ჩემი სქესობრივი შეხედულებები დაწყებული “ხართ თუ არა აგრესიული მენსტრუაციისას” “მიამბეთ თქვენი ყველაზე უხამსი ფანტაზიის შესახებ”-ით დამთავრებული. თავიდან ვიფიქრე, რომ ვაკანსია შემეშალა ან შრომაში სქესობრივ ექსპლუატაციას ექნებოდა ადგილი. მოგვიანებით ვიფიქრე, რომ ამოწმებდნენ ერთგულების ხარისხს, აი, როგორც ბანკში სესხის აღებისას, სვამენ კითხვას “არასდროს ყოფილხართ ქორწინებაში?” და რაც შეიძლება ცოტა სქესობრივი პარტნიორი უნდა დამესახელა. ბოლო-ბოლო აინტერესებდათ თუ რამდენად ვიქნებოდი კონცენტრირებული სამსახურზე და ენერგია პირად ინტერესებზე არ დამეხარჯებოდა. როგორც მოგვიანებით ამიხსნეს, საქმე პირად თემებზე გულღია საუბრის შესაძლებლობაში ყოფილა. რომ საიდუმლოს ქონა თავისუფლების პროპორციულია და რაც მეტი საიდუმლო მაქვს, მით მეტია შანტაჟის რისკი. შესაბამისად, ორგანიზაციის სტრატეგია სოციუმისთვის ღია ადამიანებით კადრების დაკომპლექტება იყო.
დღემდე ხშირად მესმის ინტელექტუალი მკითხველების მხრიდან კრიტიკა პირადი ბლოგების მიმართ, რომ მოსაწყენია სასიყვარულო ამბების მოსმენა ან ვრცელი თხრობა თუ რა დაესიზმრათ წუხელ სიზმარში, რა გაახსენათ წვიმაში მოკუნტულმა კატამ. გარდა იმისა, რომ  ე.წ. არასერიოზული ბლოგები სოც. მკვლევრებისთვის ინტერნეტის საუკუნეში მნიშვნელოვანი მასალაა, კრიტიკოსები, ხშირად ვერც კი ამჩნევენ ისე უშლიან ხელს სუბიექტის შინაგან გამოხატვას. ინტელექტუალური ბლოგერების ის ნაწილიც კი, რომელიც პირადულის ჩახშობას აპროტესტებს, თავად ხდება იდეის გამტარებელი, რომ სახლში რაც უნდათ ის უქნიათ, ოღონდ ნუ წერენ. ხშირად პირადული ბლოგი იქნება თუ ფეისბუქის სტატუსი, თავის თავად ფუნქციურ-უნარიანია ფსიქოლოგთან ვიზიტი მოირგოს, – როგორც წესი, აღმოსაჩენი პრობლემა დღიურ ბანალურობაში იმალება. მითუმეტეს, თუ შეჰრაზადას სტრატეგიაა გამოყენებული, განგრძობითია.

One response to “როგორ გადაარჩენს პირადი ბლოგები პოლიტიკას?

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s