რატომ (არ) უნდა ვიხდიდეთ მილიონებს გრძნობებში?!

საბჭოთა კავშირის დასრულებისთანავე მინისტრთა საბჭოს დადგენილებით, შემდგომ შევარდნაძისა და ილია II-ს შორის საკონსტიტუციო შეთანხმებით, სახელმწიფო ადასტურებს, ვციტირებ, “XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე (საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება 183; 12.04.90). აღნიშნული საკითხის შესწავლის, კომპენსაციის ფორმების, რაოდენობის, ვადების, ქონების ან მიწის გადაცემის და სხვა დეტალების დასადგენად პარიტეტულ საწყისებზე იქმნება კომისია (ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 თვის ვადაში), რომელიც მოამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს,” – დღევანდელი სახელმწიფო საბჭოთა კავშირის დროს მატერიალური თუ მორალური ზიანის კომპენსაციას იხდის შეუმდგარი იურიდიული პროცესის – შესაბამისი ნორმატიული აქტების, აღწერისა და გადასაცემი თანხის დაზუსტების გარეშე.
შეიძლება ვისაუბროთ საზოგადოების მზაობაზე პენსიის ზრდასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთვის გადასაცემი თანხის შემცირების ხარჯზე. როგორც ჩემი მეგობარმა, და სახელმწიფოს ფინანსებში მომუშავე პირმა, სამხარზე პირად საუბარში მითხრა: დაე, პენსიონერებმა თავად გადაწყვიტონ პენსიის დანამატი თავად მოიხმარონ თუ საპატრიარქოში ჩარიცხვით იქველონ. თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოსო. არ მგონია მრევლისგან მნიშვნელოვან აღშფოთებას წავაწყდეთ, რელიგიურობის მიუხედავად, საზოგადოება მომწიფებულია ამისთვის. თუმცა საპატრიარქო კონსტიტუციურ შეთანხმებას პირველი ღამის ზეწარივით აგვიფრიალებს და წინა სახელმწიფოს ფარგლებში მატერიალური და მორალური ზიანისთვის კომპენსაციას იურიდიულად მოგვთხოვს. ხოლო თუ გავითვალისწინებთ სასულიერო პირების მასიურად წამება-მკვლელობის ფაქტებს, რელიგიური ძეგლების ისტორიულ, შესაბამისად, ძვირ ღირებულებებს, თავად სასამართლო პროცესის დანახარჯებს, შეიძლება სახელმწიფომ ფინანსურად მეტი ზიანი მიიღოს.
II ალტერნატივაში გამოსავალი კონსტიტუციაში მიღებული ცვლილებები თუ იქნება, რომლის თანახმადაც, მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოერთმევა ავტორიტეტული უპირატესობანი და დღეისობით საქართველოში სხვა, რიგითი რელიგიური ჯგუფების გვერდით მოთავსდება. ამით ეკონომიკური ვალდებულებებისგან ვთავისუფლდებით. ეკლესიისთვის მატერიალური თუ ავტორიტეტული უპირატესობის ჩამორთმევით რწმენას შემწყნარებლურს გავხდიდით. სწორედ ეს ხრიკი გამოიყენა დასაბამში ქრისტიანობამ, რელიგია უბრალო ხალხზე კონცენტრირებული გახადა, ქვეყნების მეთაურებს ღვთიურობა მოაცილა და დაჩაგრულები გააღმერთა, დაახლოებით ისე, როგორც თინეიჯერულ ფილმებშია, კლასის ყველაზე მაგარ გოგოს ყველაზე დაჩაგრული ბიჭი ხვდება. მატერიალური და ავტორიტეტული ძალაუფლების ჩამორთმევით თვითგადარჩენის ინსტინქტით ეკლესია სქესობრივ თემებზე შემწყნარებელი გახდება, ვინაიდან ახალგაზრდების 80% ეკლესიიდან ამ მიზეზით გადისტანციურდა. ამიტომ ადეკვატური იქნება თუ დაკარგული მრევლის მოთაფლვას დაიწყებს. თუმცა საზოგადოება ამხელა კონსტიტუციური ცვლილებებისთვის, მართლმადიდებული ეკლესიის უპირატესობის აღარ აღიარებისთვის, მზად არაა. შესაძლებელია საკითხი გაფიცვებით, სამოქალაქო ომებით, სახელმწიფოს გადატრიალებით დასრულდეს. რაც კიდევ უფრო დაღუპავს საქართველოს ეკონომიკას და გვაფიქრებინებს იმ ტკბილ ნათელ დღეებზე ლოცვისთვის 25მლნ-ებს რომ ვიხდიდით.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s