მუზა და ეჭვიანობა

ანთროპოსოფიის ერთადერთი პლიუსი ჩემთვის დაჭაობების გამოსახვაა. შტაინერმა ქრისტიანობას აღმოსავლური გავლენით არიმანულ კულტურაზე გაუმახვილა ყურადღება. ანუ თუ ცხოვრებას ქრისტიანულ და ლუციფერულ გზებად გავყოფთ, ლუციფერის პლიუსი ადამიანური გაგებით დეგრადირებაში იქნება. რადგან მარჯვენა და მარცხენა მხარეები კოსმოსისთვის, როგორც აბსოლუტისთვის, აბსტრაქტული ცნებებია, და მათი მნიშვნელობა უზარმაზარისთვის იკარგება, პიროვნება ლუციფერისკენ სვლისკენაც იღებს სარგებელს სამყაროს წრიულობის გამო, მაინც უერთდება შემოქმედს კოლუმბის და ამერიკის არ იყოს.
მაგრამ თუ დავუშვებთ სამყაროში არიმანული, მოხეტიალე სულების არსებობას, მოხეტიალე სულების ანუ უმატერიო აზრების, რომლებიც საუკუნეების მანძილზე სივრცეში უაზროდ ხეტიალობენ, მატერიის არქონის გამო აზრების რეალიზებას ვერ ახდენენ, ეჭვიანობენ, იტანჯებიან, სტკივათ, კივიან. ხოლო თუ ვინმე ცნობიერება შესუსტებულ ადამიანს ნახავენ, მაგალითად, დილის ძილის მოყვარულებს, უმუშევრებს, ანუ ისეთს, საკუთარი აზრებისთვის მიმართულება რომ არ მიუციათ, მოხეტიალე აზრები უსაფრდებიან და ხელსაყრელ მომენტში, როგორც კი პიროვნება ოცნებას იწყებს, თავიანთ ფიქრებს პიროვნების ფიქრებად ასაღებენ. ამ ფილოსოფიის არსი ის არის, რომ ინდივიდი ოცნებით შეაცდინოს და როცა მის გონებაში გაჯდება, საკუთარი თავი გამოამჟღავნოს როგორც საუკუნე ნათრევი ეჭვები, ტკივილი, ტანჯვა და კივილი. ანუ თუ ლუციფერი მაინც სინათლის ანგელოზია, სიკვდილის მერე ცხოვრებას გთავაზობს, არიმანი ჩიხია, მიწაზე გაჭაობებს.
ამიტომ მგონია, რომ მუზა არიმანი უნდა იყოს, რომელიმე მხატვრისთვის ოცნების წყაროდ წარმოდგენილი ტკივილში რომ გადადის. სასაცილო ცნებაა მუზობა, საკუთარი ინდივიდუალობის უარყოფას ნიშნავს, პიროვნებაზე გარემოს, კოლექტიური ცნობიერების გავლენას. განსაკუთრებით შეყვარებულობის პერიოდში როცა ინდივიდი ოცნებას ეძლევა, აზრების დერეალიზების შემთხვევაში, ოცნება ეჭვიანობაში გადასდის და უჭირს მიხვედრა ეჭვიანობს მისი შინაგანი ლოგიკა თუ აზრები გარემოსგან აქვს მიღებული, მაგალითად, სადღაცას წაკითხული და დავიწყებული  ღალატზე სტატიიდან. ამიტომ მგონია, რომ მუზაზე საშიში ეშმაკი არ არსებობს. სანამ მუზა მოგვივა სტატიები მანამდე უნდა ვწეროთ, ბლოგერებო! პ.ს. და ახლა რომ მგონია მუზას დავასწარი არა და უკვე რომ მმართავს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s