ცხვრებს ზარმაცები კლავენ

არის დაწყევლილი წიგნები თუ წერილები წმინდა წერილების პოლარული, ოპოზიციური ვერსია, თუ როგორ ვთქვა, ანტიქრისტეს ბიბლია. საიდანაც ვასკვნით, რომ არა კაც კლა, შეცვლილია თეზისით: არა კაც კლა თუ ის ამას არ იმსახურებს.

ანუ სიყვარული განხილულია ურთიერთობისთვის მისაღებ ფორმად, ოღონდ ბიპოლარულობის საფუძველზე, – ერთი უნდა გძულდეს, რომ მეორე შეიყვარო, უნდა გამოსცადო დარდი, რომ გამოსცადო სიხარული, რომ არ არსებობს წმინდა მოწამეები, რადგან წამება შობს წამებას და სიხარული შობს სიხარულს, რომ არ უნდა დავეხმაროთ მათხოვრებს, რადგან არ უშრომიათ და ა.შ. ანუ არაფერი ისეთი, რასაც ყოველდღიურობაში არ ვაწყდებით. მაგრამ როგორც წმინდა ბიბლიაში, აქაც არაა ნახსენები ცხოველთა უფლებები, – არა ცხოველთ  კლა.

თუმცა, როგორც ქრისტიანობამ მოახერხა ახალი აღთქმის მერე, მაცხოვრის მსხვერპლის შემდგომ უარი ეთქვა ყველანაირ ცოცხალ მსხვერპლზე – ანუ წინ წამოიწია სანთლების შესაწირი; ფიზიკურზე მეტად, სულიერი შესაწირი, ვგულისხმობ ბერ-მონაზვნულ კულტურას, მარხვის მნიშვნელობას, როგორც შეწირვის ფორმას და ა.შ., – ანტი ქრისტიანულმაც ევოლუცია განიცადა და უარი თქვა ფიზიკურ მსხვერპლზე რიტუალისას შემდეგი ლოგიკით:

ადამიანს ორი ძირითადი ინსტინქტი ამოძრავებს, – სიკვდილის და სექსის, – ამ ინსტინქტების მომენტში ხდება რიტუალისთვის მნიშვნელოვანი  ენერგიის გამოყოფა. თუ მერიტუალე უუნაროა ენერგია გამოყოს ფიზიკური თუ მენტალური ორგაზმით ან სხვა სახის საშუალებებით, იძულებულია მოკლას ცოცხალი ორგანიზმები რიტუალის დასრულებისთვის.

ანუ საბაზისო სატანიზმში ცოცხალი მსხვერპლი განხილულია მერიტუალეს სულიერი თუ ფიზიკური იმპოტენციის შემთხვევად. მიუხედავად იმისა, ცალკეული პიროვნებები ითვალისწინებენ თუ არა მოცემულ თეორიას პრაქტიკაში. ისინიც იმ ლოგიკით მოქმედებენ, რომ ქრისტიანულისგან განსხვავებით, მათ  ე.წ. “დიადი ცოცხალი მსხვერპლი” არ ჰყავთ.

ვფიქრობ, იგივე თეორია შეგვიძლია მოვარგოთ ქრისტეს სახელისთვის შეწირულ ცხოველებს გიორგობას/ლაშარობას, აღდგომას თუ შობას. ცხვრის დაკვლა, როგორც შესაწირის ფორმა, სულიერი სიზარმაცის გამოხატულება მგონია:

როცა პიროვნებას სასურველი ლოცვისთვის უჭირს ფიზიკური თუ მენტალური სიწმინდის დაცვა, მარტივია ცხოველი შეეწიროს. მითუმეტეს, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე ბიბლიის თანახმად ბოლო ცოცხალი მსხვერპლი უნდა ყოფილიყო ქრისტიანულ სამყაროში. მაქვს იმედი, რომ სულიერი რიტუალებისთვის ფიზიკური ძალადობა აღარ დაგვჭირდება.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s