ცოცხალ-მკვდარი კატები

CL6541

შროდინგერის თეორია რომ გამოვიყენოთ, ყოფილი ადამიანების გამოსახვა ყუთის გაუხსნელობლის გამო, ცოცხალ-მკვდარ მდგომარეობაში შეგვიძლია. მითუმეტეს, ჩემ შემთხვევაში, როცა ტელეფონის ნომრებს პარანოიკულად ვიცვლი და სოციალური ქსელებითაც არ გამოვირჩევი, ამიტომ ხშირად ქუჩაში შეხვედრისას ისინი ვერც კი მიცვნია. ეს უმეტესად ნახევარ წელზე ნაკლები ხნის ურთიერთობისას მემართება და სხვა ჩემნაირ ზედაპირულ ადამიანებს. მაგრამ, როგორც ქალი ვერ იქნება სანახევროდ ფეხმძიმე, ან არის ფეხმძიმედ ან – არა, მიჩნდება კითხვა: სად ხვდებიან ყოფილები დაშორების მერე?
ახლა გავიგე, რომ ადამიანი, ვისაც სტუდენტობისას ხუთი წელი ვხვდებოდი, შარშან სავარაუდო სუიციდით გარდაიცვალა. არც ტელეფონი ჰქონდა და არც სოციალური ქსელით სარგებლობდა, საერთო მეგობრებიც კი გადავნაწილდით. ამიტომ სიკვდილის შესახებ საკმაოდ გვიან, შემთხვევით დედამისის შეფეთებით გავიგე. ვიფიქრე, რომ მის პანაშვიდზე უამრავი ნათესავი ივლის, ვისაც ორიოდეჯერ თუ გასაუბრებია, მე კი წლების მანძილზე მისი უახლოესი ადამიანი, რომც მივსულიყავი, ოთახს წრეს თუ შემოვარტყავდი და მისი ახალი მეგობარი ქალის, თუ ჰყავდა ასეთი, ეთენშენ ჰორულ ტირილს მოვუსმენდი.
მე არ ვიცი არსებობს თუ არა სიცოცხლე დაშორების მერე, მაგრამ ამან საკუთარ პანაშვიდზე დამაფიქრა, რომ ადამიანები, რომლებიც მიყვარდნენ, ვემეგობრებოდი, პატივს ვცემდი, თუ გამოძიებას ჩაატარებენ და ჩემს ბლოგს აღმოაჩენენ, სისტემატური პოსტებით თუ იფიქრებენ ჩემს არსებობას. ჩემი ძველი მეზებელი გოგო გამახსენდა, ბოლოს მეზობლებს ფეხმძიმედ რომ უნახავთ და იმის მერე გაქრა, უპასუხო ზარებით, გაუქმებული სოც ქსელებით, ადამიანი ჩემთან ბავშვობის გატარების მერე აორთქლდა. უნდა გამოვიძიო მეთქი, ვუთვალთვალო, როგორაა, მდინარეების სახელებს მაინც დავიმახსოვრებ: მტკვარი, რიონი.

4 responses to “ცოცხალ-მკვდარი კატები

  1. მერამდენედ ვკითხულობ ამ პოსტს
    და ყველა ჯერზე ვერ ვცნობ
    და ყველა ჯერზე ახლიდან მომწონს :3

  2. ერთი პლუსი აქვს ახალ ბლოგს შენსას –
    არცერთი პოსტი არ გამომეტოვებინება.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s