ხეს უთქვამს, კიბო მაქვსო

ჩემი ამჟამინდელი გატაცება თვითგადარჩენის საფეხურის განვითარებაა, რომელიც ლაშქრობებში უპროდუქტოდ სიარულით გამოიხატება: გამოვცადო რა საკუთარი თავი მარტომ ან ჯგუფში ხეტიალისას რამდენად შევძლებთ საკვებისა თუ წყლის მოპოვებას დაუსახლებელ სივრცეებში. პირველ რიგში, თეორიული ცოდნა სათანადო ლიტერატურებში ვეძიეთ: მცენარეებიდან ნახშირწყლების გამოყოფაზე, შხამიანი ბალახების გარჩევის ხერხებზე და დავიმხსვრიე სტერეოტიპები ავი თუ საკვები სოკოს გამოცნობაზე, – არ ყოფილა რაიმე ხერხი მათი ვარგისიანობის შესამოწმებლად, ნიორისა და ხახვის ხარშვისას მხოლოდ ფერმენტი თუ დგინდება, ვერცხლის კოვზის ჩაწობით – ამინომჟავის შემცვლელობა, ჰაერზე ფერს იცვლისო, არა და ეს ქრომოგენებზეა დამოკიდებული, კეთილთვისებიან ობსაც შესძლებია წყენა და სხვა. თუ ცადამყვანა შემხვდება, წითელი და თეთრი კოპლიანი, კრიმინალიზირებული სულაც არ ყოფილა და მედიტაციას ჩავბარდები. საღამოს სიგრილეში აბედას ასანთად გამოვიყენებ და სოკოს ცხელი გლინტვეინით მოვხვრიპავ. თუ გამიჭირდა, ტექნიკას დავიხმარებ, მცენარეს სურათს გადავუღებ და სახეობაზე ამბების გასაგებად ავტვირთავ, არსებობს მსგავსი პროგრამები. მაგრამ ამჯერად მცენარეთა ავადმყოფობაზე მინდა ვიკითხო. რომ ხეებიც ავადდებიან კიბოთი, – ხანძრით, გვალვით ან ტემპერატურის გავლენით დასუსტებულ ხეებზე სოკოური მეტობები სახლდებიან.

cronartium flaccidum – ევროპისა და აზიის, მათ შორის, საქართველოს ხეებზე გვხვდება. დაავადების პირველი სიმპტომები მოყვითალო ლაქებით ვლინდება, რომლებიც თავს იჩენს როგორც მცენარეთა წყლულებზე, ასევე ტოტებსა და ფოთლებზე. ძარღვების დახშობით საკვებისა და წყლის მიწოდებას აფერხებს, რის გამოც მცენარე განვითარებას წყვეტს. პათოლოგია შეიძლება შემოერტყას დაზიანებულ სივრცეს და მთლიანი ხის სიკვდილი გამოიწვიოს. დაინფიცირებიდან ვიზუალურ გამოხატულებამდე  შეიძლება წლები გავიდეს. რაც ართულებს მოყვარულისგან მცენარის დიაგნოზირებას. ხშირად დაავადების ვიზუალიზაცია კონკრეტული სეზონის კუთვლილებაა და დამოკიდებულია მცენარის ადგილსამყოფელზე, გრძედსა და განედზე. მაგრამ ზოგადი მონაცემებით, ამ კონკრეტული დაავადების დიაგნოზირება ხილოვნების სეზონიდანაა გაადვილებული. გარეგნულად ფოთლებზე თითქოს ყვითელი ხავსიაო მოდებული. ობი მაკროწრიულია და სპორების ხუთივე ფაზაზე გადის. სხვა ჟანგოვანი სოკოების მსგავსად, მოწოდებით მუქთახორაა, რომელიც მასპინძელი უჯრედებისგან სიკვდილს მოითხოვს. კიდევ ორ სოკოს ჩამოვთვლი, რომელიც მცენარის კიბოს გამომწვევია, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ვიზუალურად, ისე შინაარსობრივად, თუმცა დაბოლოება ერთია, ხის კიბოს იწვევენ. ასევე ეს ობები მასპინძლებსაც განსხვავებულებს ირჩევენ.

melampsorella cerastii – სოკოსთან ასოცირებული ორგანიზმი ყოფილა, რომელიც ხესთან შეყრისას მცენარის კიბოთი დასნეულებას იწვევს. ზიანდება რა ხის მექანიკური მოწყობილობა, ხელს უშლის ზრდაში, ხოლო სოკოების ვრცლად მოდების შემთხვევაში მცენარე წყვეტს თავის ბუნებრივ არსებობას. პირველ რიგში, სათადარიგო მკვებავი წყვეტს მუშაობას, ფიზიოლოგიურად ტოტებშორის ურთიერთობა ქვეითდება, ზიანდება მცენარის ქალური საწყისები, რომ ხე რეპროდუქციულად უუნარო გახადოს, იცვლება ღერძის სტრუქტურა, მცირდება ხის ბიომეტრიული მაჩვენებლები, სიგრძე და სიგანე. ითვლება, რომ კიბოების გაჩენა, ადამიანისგან განსხვავებით ხეებისთვის, პირდაპირ კავშირში ყოფილა ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, მეტიც, ეკოლოგიური მუტაციის პირველ შემფასებლად აღიარებენ. დაავადების ხშირი მასპინძელი ნაძვები გახლავთ. პირველი სპორები წარმოდგენილია გაზაფხულზე ცოცხისებურში მოთავსებული წვერებით. შეფერილობით მოყვითალო-მომწვანე ფერისაა, ხოლო ხილოვან სხეულებზე ბებერებს წააგავს. შუა ზაფხულში მათი განლაგება იცვლება და ფართოვდება. მომდევნო გაზაფხულს კი დაავადება უკვე მცენარის ღრმა ფოსოებშია შეღწეული. ყოველ წელს ინფიცირებული წიწვები ცვივა და დაავადება ტყეში მაინც განაგრძობს განვითარებას. ცოცხისებური ვიზუალურობის გამო არსებობს ლეგენდა კუდიანთა ტრანსპორტზე, რომ ჯადოქრები სწორედ ამ წარმონაქმნებისგან აშენებენ ცოცხებს. 

hypoxylon pruinatum – ამ სახეობის ერთ-ერთი კუკისდროინდელი სახელწოდებაა. ძირითადად, უდაბურ ტყეებში იჩენს თავს და საშიშ მკვლელად ითვლება მცენარეებისთვის. მოკლული ჰყავს უამრავი ვერხვი (ვერხვი ტირიფისებრი ოჯახიდან თუ იყო, დიდი ხანი არაა რაც გავიგე), თავად ტირიფი, ცირცელი, თხმელა, არყის ხე, ვაშლის ხე, მუხა, უხრავი და ბევრი სხვა. მოკლედ, ბევრი ხის სიკვდილიანობის გამომწვევია. სოკო ხის ღეროსთან ტოტის ჭრილობის გავლით ახალგაზრდა ქერქში აღწევს. ამისგან ტოტი ხდება მოვარდისფრო-მოყვითალო ფერის და დეფორმაციას განიცდის. მომდევნო წელს ინფიცირებული ზონა ფართოვდება, ხორკლიანდება, ბებერებითა და ნაპრალებით იტვირთება. ეს სპორები არაა ახალი ინფექციის წარმოქმნის მიზეზი, მაგრამ აწარმოებს მეორე სახეობის სექსუალურად აქტიურ სპორებს, რომლებიც გაამრავლებს დაავადებას. ამიტომ ინფიცირებიდან მესამე წელს რამდენიმე მილიმეტრიანი დიამეტრის, ნაცრისფერ თეფშისფორმიან სტრუქტურებად ვხვდებით, ხოლო პირვანდელი წყლულის დიამეტრი შეიძლება მეტრამდეც ავიდეს. როდესაც წყლულები სველდება, სპორები თავისუფლდებიან და დაავადება ვრცელდება. სხვა სოკოვან/ობოვანი დაავადებების მსგავსად, გვალვის სეზონი მნიშვნელოვანი პერიოდია ამ დაავადების გაჩენისთვის. ზოგადად, ჰაერის სიმძრალე, დაბალი ტემპერატურა ხეების კიბოებისთვის საშიშ პერიოდად ითვლება.

პირველ რიგში, ბოტანიკოსებმა მომიტევეთ ჩემი მცირე ცოდნით ფლორაზე საუბარი. სიამოვნებით მოვისმენ რჩევას თუ სადმე ხარვეზი გამეპარა, ზეპირი მასალით ვწერდი. ახლა კი მინდა იდეა შევაჯამო. ბოლო პერიოდში ბევრს საუბრობენ ადამიანებისა და ცხოველების ტრაგედიის შედარებაზე, გამწვანებას კი ეროზიის აღმოფხვრის, სტიქიებისგან თავდაცვის გამო მოითხოვენ. მაგრამ თუ ვინმესთვის მილიონის მკვლელობა სტატისტიკა კი არა, უკვე ტრაგედიაა და ემოციის გამოწვევისთვის ინდივიდუალური ისტორიის მორგებას არ საჭიროებს, მცენარეებზე კითხვისას დოკუმენტურ მასალებშიც იპოვნის თანაგრძნობას. ხშირად ლაშქრობებში ყოფნისას ირონიით ვეპყრობოდი განვითარებულ ქვეყნებში ტყეების გაურბანულების, პარკებად ქცევის საკითხს, სადაც ჩადგმულია მოსასვენებელი სკამები და ხეები ვიტამინებითაა ნაკვები. მაგრამ იქნებ ეს პლიუსიცაა თუ საკითხს რომანტიკული მოლაშქრის თვალით კი არ შევხედავთ, არამედ ფლორის დაცვისთვის გამოვალთ, გავაპროტესტებთ, არა მხოლოდ ახალი მცენარეების დარგვის უარყოფას, ხელთ არსებული ფლორის მოვლასაც დავიწყებთ. თუმცა ვხვდები, რომ ტყის დაუფლება ბუნების დამცველებისგან კი არა, არასათანადო ხელისგან რადიკალურად ნეგატიურ შედეგს გამოიღებს. ამიტომ ვეძებ მოხალისეებს ფლორის შესასწავლად  და უპატრონო ხეების მოსავლელად. საპროტესტო აქციებისადმი ინერტული დამოკიდებულება მაქვს, ამიტომ შრომით გამოხატვა მირჩევნია.

7 responses to “ხეს უთქვამს, კიბო მაქვსო

  1. მერე ერთხელაც ადგებიან ეს მცენარეები და დაგვხოცავენ )))
    ის ფილმი გამახსენდა– “მოვლენა”, გაბოროტებული ხეები ვისრუსს რომ ავრცელებენ, რა კარგი იდეა იყო, ნეტა ცოტა უკეთ გადაეღოთ.

  2. ეგ ფილმი არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი შაილამანის ფილმებიდან. მაგ კაცს ეგეთი სტილი აქვს, ძაან ჰოლივუდურად იღებს, მაგრამ კარგი თვალისთვის დებს საინტერესო მომენტებს.

  3. ოჰ, როდე, შენი ფილმები. როგორ გვამარაგებ ხოლმე არტით. შენი პოსტი ვნახე და ისინიც ჩავინიშნე, პირველად გავიგე მაგ რეჟისორზე.

  4. მადლობა 🙂 მეც შემთხვევით წავაწყდი მაგ კაცს, მერე მარტო ჩემთვის აღარ შევინახე და აბა ბლოგი რიღასთვის აქვს ადამიანს ❤ 🙂
    ჩემი აზრით, შენ უნდა მოგეწონოს აპიჩატპონგის ფილმები.

  5. შაიმანის კვირეული მაქვს ახლა. გამიჭირდა “მოვლენის” დასასრულის გაგება. რატომ შეწყვიტეს ხეებმა მაინცდამაინც იმ დროს, რისი თქმა უნდოდა ავტორს ამით. ამიტომ არ ვიცი მომეწონა თუ არა.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s