შიფროპანკი ანუ თავისუფლება და ინტერნეტის მომავალი (?)

ალექს ვინთერის დოკუმენტურ ფილმში Deep Web აღწერილია ონლაინ კონტრაბანდის საიტის, ე.წ. აბრეშუმი გზის ფუნქცია ახალ საუკუნეში. საბავშვო პორნოგრაფიითა თუ დრაგის ალეგალური ვაჭრობის საფუძვლად საიფერპანკებს ასახელებენ, გასული საუკუნის 90-იანი წლების ანარქისტულ სუბკულტურას, რომელთაც მე-20 საუკუნის 20-იანი წლებისნაირად მანიფესტებით დასჭირდათ თავის გამართლება. როგორც გიკი კრიმინალების შემთხვევაში ხდება, აქ ორი საკითხი ისმის: დამნაშავეებმა უნდა მოიხადონ სასჯელი თუ მათი ჰაკერული ნიჭი სახელმწიფომ პირადი მოხმარებისთვის უნდა გამოიყენოს. ანუ ჩადენილი კრიმინალი რამდენად უნდა იყოს სტიმული და სამსახურის შოვნის გზა. თან რამდენად სასურველია თავად კრიმინალისგან ლეგალურ სამსახურზე დათანხმება.

წიგნში “საიფერპანკი: თავისუფლება და ინტერნეტის მომავალი” თავმოყრილია ექსმანიფესტური განწყობა ჰაკტივისტების, ვიკილიკერების, საიფერპანკების თავისუფალი ინფორმაციის მიმართ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ღია ინფორმაცია თუნდაც კონტრაბანდული პროდუქტის შესახებ სად რა ფასად შეიძლება შეიძინოს დიდი ძმის მეთვალყურეობის გარეშე. ძირითადი ინფორმაცია საზოგადოებას დაშიფრული სახით მიეწოდებოდა, რის გამოც წარმოიშვა ტერმინი საიფერპანკი, ანუ შიფროპანკი. მისი არევა საიბერპანკთან არ შეიძლება, თუმცა იდეურადაც მისი მიმსგავსებითაა შექმნილი. ციტატა წიგნიდან: ისაა “კაცობრიობის დამოუკიდებლობის საფეხური ინტერნეტის პლატონურ რეალობაში”. კიბერპანკიც თავისუფალ ინფორმაციას უმაღლეს საფეხურზე აყენებდა, ძირითადად, კოპირაითის გათვალისწინების გარეშე წერდნენ, თუმცა ეს არ ყოფილა მათი მთავარი მიზანი. კრიპტოპანკების დანიშნულებაა შექმნან ისეთი ინტერნეტ სისტემა, სადაც არ იქნება თვალთვალი უმცროსი ძმების მიმართ. ხშირად ამ საიტებს ადებენ კოდებს და გაშიფვრის მერე ღია ინფორმაციას ვაწყდებით.

ჰითერ ბრუკის წიგნში “რევოლუცია იქნება ციფრული” ინფორმაციული ომის მსვლელობაზე საუბრობს, პერიოდზე, როცა გამარჯვებულის გამოვლენა ინფორმაციის ხარისხზეა დამოკიდებული და არა ფიზიკურ მონაცემებსა თუ აღჭურვილობაზე. ავტორი ახსენებს არა მარტო ბიომეტრიულ პასპორტების ძალას, არამედ ბიომეტრიულ მობილურობაზეც საუბრობს. მაგალითად, ტოტალიტარიზმის ისეთი პლატფორმები, როგორიცაა ეფლი, გუგლი, ფეისბუქი, რომლებიც ენდი მიულერის სიტყვებით, კაპიტალიზმის ოქროს ხანას წარმოადგენენ, განხილული უნდა იყოს როგორც ზეადამიანების დიქტატორული ფორმა. სანახევროდ უცხოელ მეგობართან ვხუმრობდი, თუ 90-იანი წლები საქართველოსთვის სიბნელისა და სიცივის ხანასთან ასოცირდება, აშშს იგივე ნოსტალგია 90-იანების ბიო/კიბერ/შიფროპანკის მიმართ აქვს, ჩვენთან ეს საკითხი უფრო ბოლო ხანებში, მეორე შიფროპანკური ომის დროს დადგა. ზემოთხსენებული ფილმიც ამაზეა, როგორ მშობიარობს დასაშიფრი ინფორმაცია დაუშიფრავს, პოსტკრიპტოპანკს, მეორე შიფრო ომად წოდებულს. ადამ მორისი:

Appelbaum is one of the central figures in an ongoing legal dispute between Twitter and the Department of Justice, which subpoenaed Twitter for the IP addresses and records of the accounts used by Appelbaum, Dutch citizen Rop Gonggrijp, and Icelandic parliamentarian Birgitta Jónsdóttir as part of a grand jury investigation into WikiLeaks. Twitter, the ACLU, and the Electronic Frontier Foundation have fought the order, but it represents only a single high-profile case of far broader practice: Google receives tens of thousands of similar requests each year — most of them subpoenas sealed under court order, not search warrants — and complies with 90 percent of them. The interpretation of outdated legislation effectively allows the US government to use Google and Facebook as extensions of its own intelligence-gathering activities. In most cases, sealed subpoenas delivered to Google and social media sites prevent those under investigation from ever becoming aware that their accounts are being reviewed by the government. It is for this reason, Assange and his coauthors argue, that cryptography has become the most vital means of resisting the tightening control of surveillance society.

საკითხავია მომხმარებელთა რამდენი პროცენტი კითხულობს საიტებზე რეგისტრაციისას მითითებულ წესებსა და პირობებს. ხუმრობენ, რომ ნული. მაგალითად, გახმაურებულია ამბავი ინსტაგრამზე ერთი პუნქტის შესახებ, რომ ორგანიზაციას აქვს უფლება გაყიდოს თქვენი ფოტო ისე, რომ შემოსული თანხიდან არაფერი გეკუთვნოდეთ. რა თქმა უნდა, წესები მე არ წამიკითხავს, გადაცემა ვნახე ამაზე. გასარკვევად სოციალურ მედიაში დასაქმებულ პირებს რომ მივმართოთ, მგონი მათაც არ ექნებათ საიტების წესების არქივი ნანახი. არც ცოდნა იმაზე, რომელი საიტი სთავაზობს მომხმარებელს პრივატულობას საგანგებო სიტუაციებშიც კი, თუმცა მახსოვს ბოლო დროს გუგლის შეხედულება პირადი ინფორმაციის გაუვრცელებლობაზე. მაგალითად, ფეისბუქს შეუძლია არა მარტო უარყოს პრივატულობა სიტუაციის მიხედვით, არამედ, ჩვენი ინდივიდუალური მასალა შეუთანხმებლად გამოიყენოს, რადგან შეთანხმებაზე უკვე ერთ დროს მოვაწერეთ ხელი. აქვე დასასმელი საკითხია: თუ ვინმე კითხულობს საიტებზე რეგისტრაციისას მითითებულ წესებსა და კონდინციებს, არასასურველი პირობის შემთხვევაში, ვინმე უარყოფას უთითებს?

ინდუსტრიულმა სამყარომ, ბუნებრივია, რომ გავლენა იქონია არსებულ გარემოზე, ხოლო პოსტ ინდუსტრიული სამყარო პროგრესის შემდეგი ნაბიჯია. მითუმეტეს ჯიპიაის, ვაიფაის და მსგავსი ფუფუნების გაჩენიდან შიფროპანკებს ახალი ფობიები დაეწყოთ: ინფორმაციას წერენ ერთ კომპიუტერში და უსბს მეშვეობით მეორე კომპიუტერიდან აგზავნიან. შიფროპანკებს ყველაზე მეტად ინფორმაციის მილიტარიზმის ეშინიათ. ვიკილიქსის დამფუძნებელმა ბავშვობაში ნასას საიტიც დაჰაკა ინფორმაცია რომ დემოკრატიული ყოფილიყო. ინდივიდუალური ინფორმაციის გაპრივატულებისთვის კი დასასრულს პროგრამებს გთავაზობთ:

Tor is free software and an open network that helps you defend against traffic analysis, a form of network surveillance that threatens personal freedom and privacy, confidential business activities and relationships, and state security. https://www.torproject.org/

No network can be “perfectly anonymous”. The continued goal of I2P is to make attacks more and more difficult to mount. Its anonymity will get stronger as the size of the network increases and with ongoing academic review. https://geti2p.net/en/

Freenet is free software which lets you anonymously share files, browse and publish “freesites” (web sites accessible only through Freenet) and chat on forums, without fear of censorship. Freenet is decentralised to make it less vulnerable to attack, and if used in “darknet” mode, where users only connect to their friends, is very difficult to detect. https://freenetproject.org

censor-385x288

4 responses to “შიფროპანკი ანუ თავისუფლება და ინტერნეტის მომავალი (?)

  1. თუკი ახალ საიტზე გადავწყვეტ რეგისტრაციის გავლას, პირველი რასაც გავიგებ, არის ის, აქვს თუ არა ექაუნთის წასაშლელი ფუნქცია :დ

    საინტერესო თემაა. მეც მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ღია უნდა იყოს ინტერნეტში. ამ აზრს ის ფაქტიც მიმყარებს, რომ ადამიანებს ამდენი ინფორმაციის ხელმიწვდომობა აქვთ, მაგრამ სურვილიც (თუ დრო? თუ ინსტრუქციის არ ქონა? თუ ტექნიკური უუნარობა?) კი არ უჩნდებათ რაიმეს “მოძიების” და მეგაპოლისური სოც. ქსელებით შემოიფარგლებიან მხოლოდ. არადა, არავინ არაფერს აძალებს.

  2. წაშლის ფუნქცია ყველას აქვს მგონი, რაც მე შემხვედრია. ღია ინფორმაციაზე არ მაქვს ჯერ ჩამოყალიბებული შეხედულება. იყოს ღია ინფორმაცია, ნიშნავს ნებისმიერი კრიმინალის დეკრიმინალიზაციას. ეს უკვე სრული ანარქიზმია, რომელიც უტოპიურად მიზიდავს, მაგრამ პრაქტიკაში სიახლე შიშს მაძლევს. მაგალითად, რაც მითითებულ პირველ ფილმშია, იარაღით ღია ვაჭრობა რომ ხდებოდა ინტერნეტით, თუ ასეთი ღია საიტების ხანგრძლივი არსებობა გვინდა, დეტექტივებმა თავი უნდა შეიკავონ მკვლელის ვინაობის ამ საიტის მეშვეობით თვალთვალზე. რაც პირველ რიგში, დეკრიმინალიზაციის საფეხურია. ღია ინფორმაცია და კანონი გადაჯაჭვულია ერთმანეთზე.

  3. ასეთი ტიპის საიტები და ინფო უნდა დაიხურეს და თუნდაც ბავშვთა პორნოგრაფია. არის რაღაც საშინელი საკითხებიც… ჰო, რეგულაციები მაინც საჭიროა. მე უცებ მხოლოდ წმიდად ინტელექტუალურ ინფორმაციაზე გავამახვილე ყურადღება და ეს წარმომიდგა.

  4. მოკლედ, ორი აქედან ფუტურისტული სამყარო იკვეთება: ინფორმაცია თავისას იზამს, მასობრივად გაჟონავს, რაც სრულ ანარქისტულ მომავალს წარმოშობს. ან ინფორმაციის გაკონტროლების შემთხვევაში გამკონტროლებელი მთავარი ფიგურა ხდება რაც სრულ დიქტატურას წარმოშობს. დაბალანსება უკვე ძალიან უტოპიურია.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s