რისი ეშინია სამეცნიერო ფანტასტიკას?!

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია გამახსენდა, სადაც ახსენა სტუდენტების ნეგატიური დამოკიდებულება მისდამი: წიგნის შინაარს გვიყვება და კითხვა აღარ გვაინტერესებსო. რაზეც ამგვარი პასუხი გაუცია: აწი რა ტრაგედიასაც გავივლით, წიგნის ბოლოს ყველა მოკვდებაო.
მე რომ ძალიან ბევრ სამეცნიერო ფანტასტიკას ვკითხულობ, ამას მაშინ მივხვდი, როცა საახალწლოდ ნასამ მომავალი წლის გეგმები გაასაჯაროვა, – უიმედოდ მეგონა, რომ ჩამოთვლილიდან ბევრი არსებობდა.
შეიძლება მკითხველი პირობითად ორად გაიყოს: ვისაც რომანთან უცაბედობით გამოწვეული ემოციები აკავშირებს, და ვინც სიამოვნებას კითხვის პროცესისგან იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ფაბულა იცის.
ჩემი აზრით, სწორედ ამ ზღვარით განსხვავდება პროფესიონალი მკითხველი მოყვარულისგან, როცა შეუძლია არა თუ “დასპოილერებული” რომანით ისიამოვნოს, არამედ, შეეძლოს ერთიდაიმავე რომანის რამდენჯერმე გადაკითხვა. მეტიც, ცნობისმოყვარეობა მკითხველისთვის ხელის შემშლელიც კია.
რაც შეეხება სამეცნიერო ფანტასტიკას, იგი თავისი არსით სპოილერულია რეალური ცხოვრების მიმართ, ვინაიდან ავტორი მომავალი სამყაროს საკუთარ ვერსიას გვთავაზობს, მეუბნება რა შეიძლება მომივიდეს მე (ჩემს შვილებს, შვილიშვილებს ა.შ). მცდარი დიაგნოზის შემთხვევაში იმ მდარე ხარისხის ფანტასტიკას მიაკუთვნებენ, რასაც ვიცნობთ ფილმიდან “2012”.
თუ რეალური აღმოჩნდება მოცემული ვერსია, ერთის მხრივ, მწერლის უპირატესობაზე მეტყველებს, რადგან დაფასებულია მისი წინასწარ აღქმის უნარი, მაგრამ, მეორეს მხრივ, რომანი ძველმოდურად იქცევა, რადგან ამოიწურა სპოილერული ვალი. ამიტომ სამეცნიერო ფანტასტიკა განწირულია დაბერებისთვის.
ამ შემთხვევაში მკითხველები პატივს დაწერის თარიღს სცემენ. მაგალითად, წუხელ დავასრულე არტურ კლარკის “2001: კოსმოსური ოდისეას” კითხვა, რომელიც პირველად 1968 წელს გამოიცა. რომანმა მაოცნება კოსმოსზე, მაგრამ დაწერის თარიღის უცოდინლად, არ გაგვაკვირვებდა მასში მობილური ტელეფონების, ტაბლეტების არსებობა.
სხვა იდენტობასთან ერთად შეგვიძლია წიგნთა თანასწორობაც მოვითხოვოთ. ანუ არ მივაქციოთ ყურადღება დაწერის თარიღს, ადგილს, მწერლის ბიოგრაფიას. მაგალითად, იმას, რომ ომში არტურ კლარკი ნავიგაციის პირველ რადარებს ამზადებდა და მხოლოდ რომანი შევუფასოთ. ისმევა კითხვა: რამდენად გადარჩებოდნენ კლასიკური რომანები დახურვას?!
კლარკის “ოდისეა” ის რომანია (თუ ოპერა, როგორც კუბრიკმა გვიჩვენა), რაც ორივე ტიპაჟის ადამიანს მოეწონება: ვისაც სპოილერი აინტერესებს ხელოვნებაში და ვისთვისაც მისი მნიშვნელობა მიზერულია, მნიშვნელობა დაწერის თარიღის ცოდნის გარეშეც აქვს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s