კინტომდე მისასვლელი გზა

პრეთბილისში ე.წ. ოფიციალური სამადლო ადგილები ვიცით ორგან, ერთი კუკიას მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროპელი სტუმრებისგან გახსნილი და მეორე, სავარაუდოდ, ერეკლე მეფის შემწეობით გახსნილი, თუმცა კორუფციული ადგილი იყო. მათ შექმნას წინ უძღოდა 1873 წლის ქიზიყელთა შიმშილობა. ისედაც, ბარის სოფლებში რა გაჭირვებაც იყო, მთის სოფლებში არ დაისიზმრებდათ, და როცა თბილისში მოწყალებისთვის უამრავი ქიზიყი ჩამოსახლდა, სად წასულიყვნენ და დასახლდნენ ავლაბარში. როგორც დღეს ქურთი მათხოვრებისადმი აქვთ ნეგატიური ურთიერთობა, ქიზიყელთა რეპუტაციაც იგივე დონეზე იდგა, იმ ხალხის, რომელიც ბალახით იკვებებოდნენ. მათ დასახმარებლად თბილისში გაზეთ “დროების” შემწეობით კომიტეტი დაარსდა, ფულის მოგროვება დაიწყეს. მთელი საქართველოდან 600მ. შეიკრიბა, მარტო “მშაკის” რედაქციამ 10 მ. შესწირა. თან ის პერიოდი დაემთხვა სამარაში რომ შიმშილობა იყო და 5000 მ-ობით იგზავებოდა თბილისიდან. ქიზიყელები იძულებულნი იყვნენ დაღესტნის ლეკებს დაკავშირებოდნენ და ისლამი მიიღეს. ასე განსრულდა მათი წამება.
კუკიას სამადლოს კვირაში ერთხელ ჭურჭლით ესტუმრებოდნენ ხოლმე და აქედამ მიჰქონდათ ფქვილი, სიმინდი, ლობიო, ზეთი და ნიგოზი. ხანდახან ხორციც. სამადლოს ორი გამგებელი ჰყავდა, რომლებიც განაგებდნენ გაჭირვებულთა აღწერას. მეორე სამადლო 1830 წლამდე იყო და გლახებს ეძლეოდათ სამარხვო ლობიო, მახოხი, პური, ხორცი და ღვინო. კუკიის სახლი გაუქმებულა 1795 წელს, რადგან არ ჰყავდა ზურგი. კულვარებში ამბობენ, რომ კათოლიკე ბერებისგან ხდებოდა დაფინანსება. პატრები ღატაკებს ფულსაც აძლევდნენ და ცოცხალ ცხოველსაც. რაც არ უნდა ღატაკი და შიშველი ყოფილიყო გლახა, ჭერი მაინც ჰქონდა, სადაც თავს შეაფარებდა, თუ არ ჰქონდა, მეფისგან მიიღებდა. სახლის ქირაობა რუსებისგან გვისწავლია ქართველებს.
საინტერესო იყო, მათხოვრების აღმნიშვნელი ძველი ტერმინი საკუთრივ მათხოვარი, რომელიც უკვე პროფესიით მათხოვარ ადამიანს აღნიშნდავდა, და გლახა, რომელიც არაფრის მაქნისს, უვარგისს გამოხატავდა. ერთგვარი სტერეოტიპიც ჰქონდათ, რომ სანამ დედებს არ გაუჭირდებოდათ, ქართველები მათხოვრობას არ დაიწყებდნენ. ამავე დროს ტანსაცმელი ისეთი ძვირი იყო, მათი დედები შიშვლები დადიოდნენ, ქუდი და ფეხსაცმელი ხომ რას ამბობ, არ დაესიზმრებოდათ, მითუმეტეს, ბავშვებისთვის ტანსაცმელი ენანებოდათ, მთელ თბილისში ტიტველი ქალები და კაცები დაიარებოდნენ. ამ დროის ცნობებია შემორჩენილი ბატონები ყმებს ან ნათესავები ერთმანეთს ხალათზე როგორ ცვლიდნენ. ჩავიდოდნენ სამხრეთის მეზობლებთან და ადამიანებს იაფფასიან ხალათებზე ყიდიდნენ. მაგრამ ჯვრისწერისთვის ქალს ტანსაცმელი მაინც უნდა სცმოდა კაცს რომ წაეყვანა. რა დროს “ვეფხისტყაოსანია” და თუ ჯვრისწერის კაბის გარდა სხვა სამოსიც გამოჰყვებოდა, საქებარი ამბავი იყო. სიღარიბის გამო სიშიშვლის ფაქტი აიძულებდა ადამიანებს სახლებში ჩაკეტილიყვნენ, რაც მათ სამუშაო უნარიანობას აქვეითებდა და კიდევ უფრო ღატაკდებოდნენ.

images (2)

თავად მათხოვრები კატეგორიებად იყოფოდნენ. იყო ასეთი სახეობა – მონასტრის მათხოვრები. საბჭოური ლიტერატურა რომ წავიკითხოთ, ბერების და ეკლესიების შენახვაზე მეტი იხარჯებოდა. მაგრამ ცალკე ეკლესია-მონასტერიც იყო პასუხისმგებელი გაჭირვებულებზე და მათი გამოკვების იმედი სამადლოსთან ერთად ჰქონდა გლახას. თან მიღებული იყო ცხვრის შეწირვა ეკლესიისთვის. ქვეკატეგორია, ეგრეთ წოდებული “ატოცის გლახები” ატოცის წმინდა გიორგის კომუნადან დადიოდნენ სამათხოვროდ. ისინი პრესტიჟულ მათხოვრებად ითვლებოდნენ თბილისში. შესაბამისად, დიდ თანხასაც შოულობდნენ ხოლმე. მაგრამ მაინც არ დაფიქსირებულა შემთხვევა, რომ ვინმე არა ატოცელ გლახას თავი ატოცელად გაესაღებინა, რადგან ფიქრობდნენ, რომ სიცრუისთვის წმინდა გიორგი დასჯიდა. განსაკუთრებით პატივსაცემნი იყვნენ ატოცის გლახა დედაკაცები. მივიდოდნენ კართან და უხმოდ იდგნენ სანამ მასპინძელი თავად არ დაუწყებდა საუბარს. აქედან წამოვიდა გამოთქმა, რა ატოცის გლახასავით ატუზულხარო. გვყავდა სახელგანთქმული მათხოვრებიც. მაგალითად, ქვეკატეგორიაში სიონის გლახა განთქმული იყო ვინმე ხონელი.
სხვა კატეგორია იყო ე.წ. კარის გლახები, დადიოდნენ ჯოხითა და ტომრით. მათ გამო წამოსულა გამოთქმა, გასწი დაიკარგე შე კარის გლახავო. ისინი ყველაზე ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ცოლ-ქმრობა არ ჰქონდათ და დღიური საზრდოსთვის დადიოდნენ, არაფერს ინახავდნენ. მისი ცხოვრება შინაური კარის ძაღლთან იყო შედარებული. იშვიათად აძლევდა ვინმე შესაწირს, რადგან ქართველებს, ზოგადად, უჭირდათ, განსაკუთრებით, აზნაურობის გადავარდნის მერე. მანეთი რომ აეღო სესხად, ყოველ წელს პური უნდა გადაეხადა. ისედაც, თუ ღარიბის ოჯახს დავათვალიერებდით, მთლიანი ქონება მანეთს არ აღემატებოდა ხოლმე. გარდა იმისა, რომ ტანსაცმელი ატყავებს, ქართლელი და კახელი გლეხი ისე დაბერდებოდა, რომ აბანოში ერთხელ არ წავიდოდა. იშვიათად იცოდნენ სახლში ბანაობა, ისიც უსაპნოდ და ისიც ცივ წყალში ზაფხულობით გასაგრილებლად. აღწერილია, რომ ლოგინში ისეთი სუნი იდგა, ვერ მიუახლოვდებოდი. ჭუჭყიანი მხალი და ლობიო. ღორის ქონში დამცხვარი შავი ქადა. ხორცი აღდგომასა და შობას. გადატანილი ზამთრები უშეშოდ. დაპნეული ხორბლის აღება შედარებულია ქათმების კენკვასთან.
“შაფათის გლახა” შაბათობით მათხოვრობდა. ყველა კატეგორიის ღატაკს მოიცავდა. ისეთსაც, თბილისშიც და სოფელშიც სახლი რომ ჰქონდა ცხოველებით. დახმარება საზოგადო სამათხოვრო სახლიდანაც ეძლეოდათ. 1805 წლამდე მოისპო თბილისის სამოწყალო სახლები. “სიონის გლახასგან” განსხვავებით “დიდებაზე მოსიარულენი” – შეძლებული ოჯახებიდანაც იყვნენ, პროტესტის მქონე ბავშვები, რომლებმაც დატოვეს სახლი, მკითხაობით ირჩენდნენ თავს ან ავადმყოფთა შემწედ დგებოდნენ. ფული იშვიათად იცოდნენ, ნიგოზს, ბამბას, სანთელს, შაქარს აგროვებდნენ ეკლესიაში წასაღებად და შესაწირად. მე-19საუკუნემ გაუსწრო მკითხავებით ცნობილ მე-18 საუკუნეს. როცა ქართველებს ნეკრესის ეპისკოპოსმა ნეკრესელმაც მიაქცია ყურადღება და კახეთის სამღვდელოებას მიწერა, რომ ქადაგებით ებრძოლათ ქვეყანაში მკითხავების წინააღმდეგ და ეკლესიებშივე ქადაგებდნენ. მკითხავებით მდიდარი კახელები და ქიზიყელები იყვნენ. ხშირად ორი-სამი მანეთის გარდა 10-15 მანეთამდე დღეში. ამის გარდა პროდუქტები. ამ ფულით ხატში მიდიოდნენ და სწირავდნენ. ეს იმ ხანაში, როცა უკანასკნელი ქვაბიც დაუგირავებიათ ფულისთვის.
განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა იყო შრომას შეუჩვეველ აზნაურებში. ბაქოს საროსკიპოებში იმერლებზე მეტად არა, მაგრამ თბილისელი ქალებიც მუშაობდნენ. ქართველი კაცები კი სომეხ კინტოებს ჩაენაცვლნენ. ანუ კინტო საროსკიპოდ წასული ქალის ანალოგიად, მათგან განსხვავებით, ვინც შრომას შეეჩვია და მჭედლობას თუ დურგალობას მიჰყო ხელი. გაკინტოების მიზეზებზე კითხვა შეურაცჰყოფად ითვლებოდა და გინება მოჰყვებოდა, სანამ არ დაუმეგობრდებოდი და გულღია საუბრის ხასიათზე თავად არ მოვიდოდა. დიდება კი ერთი ვერცხლის ქამარი და თაბახი იყო. ჩვეულებრივ, კინტოს მიკიტნის დუქნებში ეძინა და 50 წლამდე ვერ აღწევდა. ძმა-ბიჭების გატანა იცოდა და არა ოჯახის. მიტოვებული ჰყავდა ცოლ-შვილი, მშობელი, ნათესავი და შეგროვებული ფულით არ ეხმარებოდა. არის ერთი მოგონება კინტოზე, რომელიც ცხოვრების ბოლოს სახლში მიდის და მშობლებს ხელებში აკვდება. კინტო ამბობს: “ოხ, დედა, რა შვილი გიკვდები”, დედა კი პასუხობს: “მაგდენიც არაფერი”.

3 responses to “კინტომდე მისასვლელი გზა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s