რელიგიური გზამკვლები ესსოსში სამოგზაუროდ

შეჯამებისთვის, თუ ვესტეროსში ძირითადად სამი რელიგიაა, ძველი, ახალი და დახრჩობილი ღმერთის, ხოლო სხვა აღნიშნული რელიგიები ესოსიდან არის შემოსული ან მცირე მასშტაბს მოიცავს, ვესტეროსის კონტინენტი ბრიტანეთის ანალოგიაა, ესოსის კონტინენტი ევრაზიიდანაა წამოსული, სადაც მრავალი წვრილმანი რელიგია სახლობს. ესოსში ვესტეროსიდან შესამჩნევი სახით გავრცელებულია შვიდიანთა რწმენაც. რაც ვესტეროსის რელიგიებში აღვწერე და არის ესოსის აბორიგებული რელიგია, აქ აღარ გავამეორებ (იხ. ვესტეროსის რელიგიები). თქვენ რომელი რელიგია დაგაინტერესებდათ?

tumblr_m4whhovnjy1rx636vo1_500ქოჰორის თავისუფალ ქალაქებში შავ თხას აღმერთებენ. ავ სულს, რომელსაც ყოველღიური სისხლიანი მსხვერპლი სჭირდება. მისი დასაბამი რელიგიგიურ დისიდენტებამდე ჩადის, როცა ვალირიან ფრილოლდმა, ნორვოს წვეროსანი მღვდლების არ იყოს, ქოჰორის რელიგიური კოლონია დააარსა. ვალირიანების ზრდა დაკავშირებული იყო დრაკონთა მოთვინიერების თემასთან, მაგრამ ქოჰორის შავი თხა ითხოვდა ხბოს, ხარის, ცხენის მკვლელობას ჩვეულებრივ დღეებში, დღესასწაულებზე კი განსჯილი დამნაშავეები ეწამებოდნენ. შავი დღეების ხანაში მოსახლეობა თხას საკუთარ შვილებსაც სწირავდა.

Bearded_Priests_of_Norvos_by_John_McCambridge©ნორვოსის წვეროსანი მღვდლები წარმოადგენენ ნორვოს თეოკრატიულ ორდენს, მებრძოლთა კვალიფიკაციით. როგორც ორდენი, ის ვალირიან ფრილოლდმა დააასრსა. ქალაქებს წვეროსანი მაგისტრები მართავენ, თუმცა სხვა თავისუფალი ქალაქებისგან განსხვავებით, როგორც სასულიერო პირები, უფრო ნომინალურები არიან. მათი სახელები საიდუმლოს წარმოადგენენ და განდობილია მხოლოდ ინიცირებულთათვის, რომლებსაც მაინც ეკრძალებათ სახელების სადმე ჩამოწერა, მოხსენიება. ესსოსში ერთგვარ მოდადაა ქცეული ადამიანთა ვაჭრობა, ამ მხრივ არც ნორვოსია გამორჩეული. შესაბამისად, წვეროსანთა არმია მონა-მეომრებითაა სავსე, რომელთა ძირითადი მოვალეობა საზღვართან დგომა და მისი დაცვაა. მთლიანობაში რელიგია მეტად კონსერვატულია, სექსუალობაც კი განიხილება როგორც რეპროდუქციული აქტი, დასაშვებია რიტუალური გამათრახება. წვეროსნები პატრიარქატულ ორდენს წარმოადგენს, სადაც მხოლოდ მამაკაცები მიიღებიან ფიცით, რომ თავიანთ სხეულზე არც ერთ ღერ თმას არ მოიჭრიან. სამაგიეროდ, მღვდლებისგან განსხვავებით რიგით პირებს ეკრძალებათ თმის გაზრდა, თუმცა ცისკენ მიმართული ულვაშები მათაც შეენიშნებათ. ქალებს და მონებს გენდერის მიუხდავად მელოტი თავი უნდა ჰქონდეთ. თუმცა აქაურმა ქალებმა იციან, რომ უცხოელებისთვის ეს წესი გაუგებარი და უცნაურია, ამიტომ საზღვრის გარეთ ურთიერთობისას პარიკებს ირგებენ. გარკვეული ბოლომდე არ არის, ეს აკრძალვა რაიმე კულტურული წიაღიდან იღებს სათავეს თუ სუფთა რელიგიურ დოგმას წარმოადგენს.

250px-Metalblackfae_From_the_blood_of_old_Valyria

თავად ვალირიანთა რწმენა სამ პირველყოფილ დრაკონს ეფუძვნება, რომლებიც ღვთაებებად განიხილებიან: მხეცი ვისენაია, მხეცი რაენაისი, მხეცი ბალერიონი. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა  და მას თავად აეგონი მართავდა. რელიგია წლების მანძილზე ვალირიანთა წამყვან რწმენას წარმოადგენდა, თუმცა იმპერიის მარცხის მერე კრახი განიცადა. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავად აეგონ დამპყრობელმა და მისმა დამ შვიდიანთა რწმენა მიიღეს, რაც იმ დროისთვის საღ პოლიტიკურ აქტად ჩაითვალა. ვალირიანთა რელიგია თავისი არსით პოლითეისტურია და ღვთაებების პანთეონს მოიცავს, დრაკონებს ღმერთების სახელებს არქმევენ და ამით მათ ხატობას აღიარებდნენ. მიუხედავად რწმენის დიდი გავრცელებისა, სხვა რელიგიების მიმართ იმპერატორი ყოველთვის ტოლერანტობას იცავდა, მთავარი იყო მათ ტერიტორიაზე ცხოვრებისას გადასახადები პატიოსნად ეხადათ, შესაბამისად, ხალხიც მათდამი შემწყნარებლობას იჩენდა. დასამარებულ ვალირიანთა რწმენაზე ბევრი ახალი თაყვანისცემის ობიექტი წარსდგა, თუმცა ისინი, ვინც რწმენა დაიცვეს ვოლანტისის არისტოკრატიული ოჯახები იყო.

350px-Tears_of_Lys

მოტირალე ქალს, ძირითადად, ცრემლით სავსე თასით გამოსახავენ. იგი ლაის წამყვანი ღვთაება არაა, როგორც სინათლის რელიგია, თუმცა მასზე უფრო ხშირად მოხუცი ქალები ლოცულობენ. მის გვერდით ლოკალურ სიყვარულის შემწესაც მოიხსენიებენ, რომელსაც ფულზე გამოსახავენ თავაშვებულად და შიშვლად. არაა დაზუსტებული მოტირალი ქალი და სიყვარულის ქალი რამდენადაა ერთიანი რელიგიის ნაწილი ან მათი გაყოფა თუ ხდება. ასევე მის ცრემლებთან აკავშირებენ ლაის საწამლავს. მაგალითად, პიტერ ბეილიშისგან სანსა სტარკი იგებს, რომ ლაიზა ტული ლაის ცრემლებს მეუღლის ღვინოში ურევდა. გემოთი სასიამოვნო დასალევი ყოფილა და შესახედავად წყალივით კამკამაა. შესაბამისად არანაირ ნაკვალევს არ ტოვებს. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მისი აღმოჩენისა სანამ ბატონი შხამს მიიღებს, მეჭაშნიკის გამოყენებაა.

350px-John_Matson_khal_drogo

როდესაც დროგომ ქორწილისთვის დეინერესს საჩუქრად დიდებული ულაყი გადასცა, ამით მან არა მხოლოდ თავისი ცხენი აჩუქა, არამედ რელიგიის თანაზიარი გახადა, როგორც ეს დოთაკის კულტურისთვის იყო მიღებული. დიახ, სიველურის მიუხედავად, მათაც ჰქონდათ თავიანთი კულტურა, რაც დოთაკის კომპლექსურობაში გამოიხატებოდა, რელიგიისა და ზნე-ჩვეულებათა შორის მერყეობდა. მათი რელიგია უფრო ჰენოთეიზმის კატეგორიაში შევა. ლაზარინთა რწმენისგან განსხვავებით, დოტაკები, არ ფიქრობენ ზებუნებრივ ძალებზე, არც იმაზე, რომ მათი ღმერთია დიდი ულაყი, უფრო თვლიან, რომ არსებობს რაღაც ზე ძლიერი ძალა, რომელიც ცხენთან მათი სხეულების შეერთების შემდეგ უფრო გააძლიერებთ, ცხენის ღმერთი, მეორენაირად, დიდი ულაყი ხომ უფრო ძლიერია ვიდრე დიდი მწყემსიო. როცა დროგო საუბრობს ღმერთზე იყენებს სიტყვას, რომელიც ლიტერატურულად ნიშნავს ქანდაკებას. ანუ საინტერესოა, რომ ქანდაკება, იდეალი და ღმერთი მათთვის ომონიმებია. მნიშვნელობას ანიჭებენ ღამის ცაზე ვარსკვლავებს და თვლიან, რომ სიკვდილის მერე მათი სულები ღამის მიწაზე მიდიან, ისიც იმ შემთხვევაში თუ მათი სხეულები ბოლომდე ჩაიწვებიან. ხოლო მთვარე არის დოთაკათა ქალღმერთი, მდედრობითი საწყისი, როცა მზე კონცეპტუალურად მამრობითს წარმოადგენს. ელოდებიან ულაყს, რომელიც მსოფლიოს მოივლის და დაიპყრობს. სავარაუდოდ, დეინერესისა და დროგოს ვაჟი რაეგო უნდა ყოფილიყო ამ ულაყის მმართველი, თუმცა არ დასცალდა. დოთაკებს აქვთ საკრალური ადგილიც და მას დედა მთა ეწოდება. მათ ომენებისა და ნიშნების სჯერათ. ომში მებრძოლთა მოკვლასთან ერთად წესი აქვთ, რომ მათი ქალები უნდა გააუპატიურონ. კლონში ჰყავთ ქალი მღვდლებიც, რომლებიც არიან ქვრივები ხალებსგან. ქორწილებში საჩუქრების მირთმევის წესთან ერთად აქვთ სიკვდილამდე გამართული დუელის, სახალხო ველური ორგიების წესები. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად, გზაში არიან და შეეჩვივნენ ღია ცის ქვეშ ყოფით ქმედებებს. თანაც სქესობრივი აქტი ციური სხეულების მოწმად მოყვანას წარმოადგენს. შესაბამისად, დროგოსა და დეინერესის პირველი კავშირი სიმბოლურია რომ დღის შუქზე, ბუნებაში მოხდა. დოთაკები ფიქრობენ, რომ პირველი ადამიანები, რომლებიც პირველ ცხენებს ატარებდნენ, მსოფლიოს ტბის მუცლიდანაა ნაშობი, რაც ცხენთა მბრძანებლების ქალაქთან ახლოს მდებარეობს.

tumblr_mk66qvds7b1qldetwo1_400

დიდებული მწყემსისა თუ ბატკნის რელიგია ლაზარინის, მშვიდობიანი მოსახლეობის, რელიგიაა. აქ ადამიანებს სპილენძისფერი კანი აქვთ და ნუშისებრი მოყვანილობის თვალები. დოთაკების მსგავსნი არიან ვიზუალურად, თუმცა სახის გამომეტყველებითაც ცხვრებს გვანან. ამიტომ დოთაკები ფიქრობენ, რომ ეს ხალხი ცხვრებთან წევს. დიდებული მწყემსის რელიგია მთელ ლაზარშია გავრცელებული. მათი სულიერი მწყემსები არიან ღმერთის ცოლები და ყველა კაცი განხილულია როგორც ეული ფარა. მკურნალი ხალხია და მათი მორალური კოდექსი სთავაზობს მტრების მოვლასაც კი, როცა ისინი ავადმყოფურ მდგომარეობაში არიან. ვინაიდან ლაზარინები თავებს ღვთის ცოლებადაც თვლიან, მათთვის დროგოს კაცებისგან გაუპატიურება ღვთის ნაგმობად ჩაითვალა. და ამაზე გამწარებული მაეგი უკვე არღვევს პირობას, რომ მტრებზეც იზრუნოს, თავს ღვთისნიერად ვეღარ თვლის.

Ghiscari_Empire_at_its_height

მონათა ყურეში ძველი გის იმპერიისგან შემორჩენილ ქალაქებში ცხოვრობენ მონები, რომელთაც თავიანთი იდეები აქვთ ღმერთზე. ქალაქები განთქმულია დიდებული პირამიდებით, ხოლო მათგან ყველაზე დიდებულს 33 საფეხური აქვს. ეს რიცხვი ადგილობრივთათვის მეტად საკრალურია. წოდებები გრაციებადაა დაყოფილი და ფერების მიხედვით ერთმანეთისგან განირჩევიან. მაგალითად, ლურჯი გრაციები, რომლებიც ლურჯ მანტიას ატარებენ, ფუნქციურად მკურნალებს წარმოადგენენ, წითელ მოსასხამიანი გრაციები კულტირებული პროსტიტუტები არიან, ისინი ერთადერთ გრასიას წარმოადგენენ, რომლებსაც აქვთ ნება სექსის ქონის, როცა სხვები უბიწონი არიან. ყველაზე მაღალი წოდება მწვანე მანტიის მტარებელს აქვს, თითოეულ ქალაქში ერთი მწვანე მოსასხამიანი ადამიანი უნდა იყოს.

350px-Marc_Simonetti_Temple_Of_Loveზაფხულის კუნძულები ტერიტორიულად ზაფხულის ზღვაში, ტროპიკულ ჰავაში მდებარეობს და შავ კანიანებითაა დასახლებული. აცვიათ ფერადი სამოსი და, ძირითადად, პროსტიტუციით არიან დაკავებულნი. მეტიც, სექსი მათთვის რელიგიური ვალია. მაგალითად, როცა ტირიონ ლანისტერი რელიგიურ კონცეფციებს გააკრიტიკებს, საჩემო ვერაფერი ვნახე, წითლებს უნდათ რომ მტრები დაწვან, დამხრჩვალებს უნდათ რომ დაახრჩონ, ძუძუებისა და ღვინის ღმერთი სადააო. პასუხობენ, რომ ზაფხულის კუნძულებზე ნაყოფიერების ქალღმერთს  სცემენ თაყვანს, რომელსაც თექვსმეტი ძუძუსთავი აქვს. ახლავე წავიდეთო. კუნძული სინტაქსობრივად დამოუკიდებელია და არ ეკუთვნის ესოს კონტინენტს, თანაც თავისი ადგილმდებარეობით იმით გამოირჩევა, რომ ზაფხულის ზღვებს აისის ზღვებისგან ჰყოფს. მაღალ ხეებიანი დასახლებაა და აქ მცენარეები ლაპარაკობენ. უძველესი კულტურული ადგილია, სადაც ორალური გადმოცემები მძაფრია, თუმცა აქვთ წერილობითი ძეგლებიც, მაგალითად, წმინდა წიგნი “ზაფხულის ბავშვები” მოგვითხრობს კუნძულის ისტორიულ პარადიგმებზე მაესტრო გალარდის მიერ. მშვიდობინი კუნძულია და ორივე კონტინენტს სურს საკუთარ სავაჭრო ცენტრად აქციოს. მათი რელიგია პოლითეისტურია და სიყვარულის, სილამაზისა და ნაყოფის თაყვანცემას წარმოადგენს. ოცამდე ღმერთზე ლოცულობენ და როცა ქალი და კაცი ერთმანეთს ერწყმის, სწორედ მაშინ ხედავენ შემოქმედს. ამიტომ საკუთარ სხეულებს ნებისმიერ მსურველს სთავაზობენ. მათგან ყველაზე ლამაზი და წარმატებული ხდება სასულიერო პირი გენდერის მიუხედავად. სექსის გარდა აქცევენ ყურადღებას არტის, მუსიკის და ცეკვის განვითარებას სხეულებში.

20140402-205937აღწერილის გარდა, არის სხვა ნაკლებად ცნობილი რელიგიები: მაგალითად, ტაიროშში სამებას (ტრიოს) სცემენ თაყვანს. ამ რელიგიის მცოდნე პენი ტირიონ ლანისტერს ეუბნება ლეგენდას პირველადი ჯუჯების შესახებ, რომ იყო ის პირველი გაჭრილი სამად და მთაში ჩამარხული ტაიროშის საფეთქელად. ქვის ძროხას ეთაყვანებიან ფაროსში, რომელიც პატარა კუნძულზე მდებარეობს. სიჩუმის ღმერთის ქვები აინტერესებთ ბრაავოსში. სემოში და სელესო არიან ტყუპი ძმები, რომლებიც ღმერთები არიან ასევე ბრაავოსთვის. მთვარის სინათლის ქალწულს მეზღვაურეები ეთაყვანებიან და მდედრობით საწყისს წარმოადგენს. მეზღვაურებს აინტერესებთ ასევე მერლინგ მეფე, გვხვდება მისი სახელობის ხიდი ანდალების გავრცელების მერე. ბრაავოშია ლოკალიზებული პატერნიც. ღამის ლომებს მდიდრები ეთაყვანებიან. უსახო კაცები მასზე ფიქრობენ, რომ უსახელო ღმერთის სხვა წარმომადგენელია. შუბის ქალბატონი იგივე მასპინძელი დედა იგივე ბრძოლის პატარძალი ასკეტური რელიგიაა სხვათა კულტურისგან და მათზე თითქმის არაფერი ვიცით. სალადორ საანი ამბობდა, სადაც არ უნდა წავიდე, ადამიანები ამტკიცებენ, რომ მხოლოდ მათ იციან რომელია ნამდვილი ღმერთი.

One response to “რელიგიური გზამკვლები ესსოსში სამოგზაუროდ

  1. გამოხმაურება: რელიგიური გზამკვლევი ვესტეროში სამოგზაუროდ | Merz AnnA Blume

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s