რელიგიური გზამკვლევი ვესტეროში სამოგზაუროდ

ძველი ღმერთების სტუმართმასპინძლობა მთაში

6845122d3eed1d8cac62685e61fb8782თავიდან, როცა ვესტეროსი იღებდა სათავეს, ადამიანს ფეხი დაბიჯებული არ ჰქონდა და ციხე-ქალაქები ჯერ კიდევ არ აღმართულიყვნენ, იყვნენ თუ არ იყვნენ ადამიანთა რასიდან, აბორიგენებად ცხოვრობდნენ ტყის ბავშვები. ეს მანამდე, სანამ პირველი კაცი კონტინენტზე მიგრაციას არ განიცდიდა, აჯანყებამდე 12 ათასი წლის წინათ ანუ სანამ ომი მოხდებოდა უზურპაციისთვის ვესტეროსის დიდ სახლებს შორის, რომელმაც მთელი წელი გასტანა. ვესტეროსს დასავლეთიდან დაისის ზღვა ესაზღვრებოდა, სამხრეთიდან – ზაფხულის, აღმოსავლეთიდან ვიწრო და მთრთოლვარე ზღვები, ჩრდილოეთიდან კი, სავარაუდოდ, ყინულითაა გარშემორტყმული. ვიზუალი კი დიდი ბრიტანეთის რუკიდანაა გადმოტანილი. უზურპატორები აღმოსავლეთის კონტინენტიდან მოვიდნენ და ვესტეროსის აღება იარაღით უნდოდათ, მაგრამ ტყის ბავშვებმა მათი შეჩერება მაგიით სცადეს და საბოლოოდ ალიანსსაც მიაღწიეს: დარჩენისთვის ადამიანს ძველი ღმერთებისთვის უნდა ეცა თაყვანი და ჩრდილოეთის ყინულებში შექმნილი თეთრეებისაგან ერთად დაეცვათ თავი.
ითვლება, რომ თავიდან პირველი კაცი ვესტეროსის სამხრეთით დასახლდა, და სწორედ აქედანაა გადახვეწილი ჩრდილოეთში მცხოვრები რასა. პირველ კაცებს შავში გარდამავალი ყავისფერი თვალები ჰქონდათ. საუბრობდნენ ძველ ენაზე და ჰქონდათ ძველი დამწერლობა, რაც სინამდვილეში ანგლო-საქსური რუნებისგანაა აღებული. ბიოლოგიურად, ბავშვები ადამიანთა შვილებისგან თითქმის არაფრით განსხვავდებოდნენ, მხოლოდ იმით, რომ ჰუმანოიდებს გაზრდა არ შეეძლოთ და მთელი ცხოვრება ბავშვებად რჩებოდნენ, დისპროპორციულად დიდი და ექსპრესიული თვალები ჰქონდათ, ირმის კანი და მისთანი. პირველი კაცი ბავშვებს გვეძახდა, მაგრამ ჩვენ მათზე დიდები ვიყავითო.
ზოგადად, ძველი ტყის რელიგიას სტრუქტურა ნაკლებად ჰქონდა და, ძირითადად, სტუმართმასპინძლობის წესებს ეხება. მაგალითად, მასპინძელმა სტუმარს აუცილებლად უნდა დაახვედროს სუფრა და ორივე მხარემ უნდა გაცვალოს მარილი და პური. სტუმარი მოვალეა, აღავლინოს დალოცვა, რის მერეც არც ერთ მხარეს არ აქვს ერთმანეთის ვნების უფლება სტუმართ-მასპინძლობის პერიოდში. ისედაც, ვესტეროსის თითქმის ყველა რელიგია უპირატესობას სტუმარს ანიჭებს. ხოლო წითელი ქორწილი სტუმართმასპინძლობის წესის დარღვევა იყო, ძველი ღმერთებისთვის თითქმის ერთადერთი ცოდვის დარღვევა, მარილისა და პურის გაყოფის მერე გამოჩენილი ძალადობის გამო. როგორც ბრენ სტარკი ამბობს, ეს არ იყო უბრალო მკვლელობა, ეს იყო სტუმრის მკვლელობა, რისი მიტევებაც ღმერთებს არ შეეძლოთ. თუმცა ეს არ იყო სტუმართმასპინძლობის წესის ერთადერთი დარღვევა, ავტორი ამისთვის სხვადასხვა სიტუაციას გვთავაზობს. მაგალითად, ჯეიმი ლანისტერი როცა ბრენის მოკვლას შეეცდება, იტყვის, ჩემი მასპინძელი თვითონ კი არაა, მამამისიაო. მერე ცალკე კეტლინის სიტყვები, რომ არ იცის დაადანაშაულოს ლანისტერები თუ არა და სხვა. ამ მხრივ საინტერესო გასახსენებელია ჯონ სნოუს გასამართლება, რომელმაც მასპინძელი მოკლა. რაც შეეხება, საშინაო პატიმარს, ტეონ გრეიჯოის მაგალითზე, რომელიც წლების მანძილზე სტარკების ტყვე გახლდათ, დაახლოებით იგივენაირად ზრდიდნენ როგორც სტუმარს. სტუმართმასპინძლობის წესი ძველია და პირველი კაცის მიგრაციის დროიდან იღებს სათავეს. მაგრამ როგორც ჩანს, ახალ ღმერთებშიც გაიდგა საფუძველი.
სტუმართმასპინძლობის წესზე ვიხსენებ არა მხოლოდ ვაჟა-ფშაველას, ითვლება, რომ ძველბერძნული მითებიდან იღებს სათავეს. სოდომისა და გომორის მაგალითიც რომ ავიღოთ: აბრაამთან სტუმრად გამოცხადებულ ანგელოზებს, რომლებსაც უხეშად მოექცნენ და სანამ ღმერთმა ჭკუა არ ასწავლა და სტუმარი წლები არ გაუქრო, არ შეიცვალა, მერე კი ვიცით, რომ სტუმრის გამო საკუთარი შვილის დაკვლაზეა თანახმა. ხოლო როცა ლოტს ადამიანად ქცეული ანგელოზები ჰყავს შეფარებული, მტრებს გასაუპატიურებლად საკუთარ შვილებს სთავაზობს სტუმრების წაბილწვის ნაცვლად. სინამდვილეში, ტყის ბავშვები ფუნქციურად იგივეა, რაც ტოლკინის ელფები, ხოლო ძველ ღმერთები მარტინისთვის იგივეა რაც მიძინებული, მაგრამ მეომარი ხეები ტოლკინთან. ორივე მათგანი ანიმიზმის რელიგიიდან იღებს სათავეს, ხოლო იმდენი სტრუქტურული რელიგია რამდენიც “გოთშია“, “ლოტრში” არ შეინიშნება.
ასევე ძველ ღმერთებთან მიუღებელია ინცესტი. ითვლება, რომ გენეტიკური დაავადებები, ინცესტით შობილ ბავშვებში მეტად იჩენს თავს. გვარში, ოჯახში მტრობის ქონა ისეთივე ცოდვაა, რაც ტოლკინის ელფებისგან ერთმანეთის ჩახოცვა. ორივე წესი არა მხოლოდ ძველი ღმერთებისგან, შვიდი სამეფოს ახალი ღმერთებისთვისაც მოქმედებს. ასევე, ძველშიც და ახალშიც, უკანონოდ შობილი ბავშვებისთვის სრული განუკითხავობაა. მათ არ შეუძლიათ იმ ქონებრივი თუ მორალური უფლებებით სარგებლობა, რაც კანონიერ შვილებს აქვთ. მათ მამათა გვარების ნაცვლად საცხოვრებლის მიხედვით შერჩეული სიტყვა მოჰყვებოდათ, როგორიცაა თოვლი, ყვავილი, შტორმი, მთა თუ წყალი.
დღეს პირველ ადამიანებს ჰყავთ შთამომავლები, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთით და ძველ ღმერთებს სცემენ თაყვანს. მაგალითად, სტარკები. რაც შეეხება ძველ ენას, მათ თითქმის არავინ იყენებს, გოლიათებს თუ არ ჩავთვლით, რომლებმაც სახლთა ომებში არ მიიღეს მონაწილეობა და მათთან ყველაზე მეტადაა შენარჩუნებული ძველი ტრადიციები. ის სხვები არიან ჰოდორზე ორჯერ მაღლები, მაგრამ ინტელექტით არ გამოირჩევიან, თუმცა ჰოდორისგან განსხვავებით, ენას ფლობენ. თავისუფალი ხალხი თვლიდა, რომ ისინი არიან შექმნილები მაგიით კედელთა აღსამართად. ძველ ღმერთებს არ აქვთ სახელები და ცხოვრობენ ხეებსა თუ ქვებში, არ აქვთ რიტუალები და წმინდა ტექსტები. არ აწარმოებენ იერარქიას სასულიერო პირებისთვის, მაგრამ ხანდახან ტყის შუაგულში მდებარე გულის ხესთან სალოცავად მიდიან.

ახალი ღმერთების (მ)შვიდობა

the7
ახალი შვიდიანთა რელიგია კი ძველისგან განსხვავებით მონოთეიზმს ქადაქებს. თვლის, რომ ღმერთი ერთია ოღონდ შვიდსახა: 1) მამა ღმერთი, რომელიც სამართლიანობას განასახიერებს, – იგი ზის და ასამართლებს ჩვენს სულებს. ადამიანი კი მიდის მასთან ჭეშმარიტებასთან საზიაროდ. ქორწინების რიტუალისას წყვილი იკურთხება მამა ღმერთის საკურთხეველსა და დედა ღმერთის საკურთხეველს შორის. 2) დედა ღმერთი, რომელიც დედობრივ მზრუნველობას განასახიერებს, – მისადმი აღავლენენ ცნობილ ჰიმნს, სანსა სტარკმა, რომ აგალობა თავშესაფრის ქალები შავი წყლის ბრძოლისას, იზრუნე და გვაჩვენე ომზე უკეთესი გამოსავალიო. სწორედ, დედის მეშვეობით იგებს კეტლინ სტარკი, რომ ისეთი ცივი ქალი, როგორიცაა სერსეი ლანისტერი, ისიც ტირის თავის შვილებზე და კეტლინიც უთანარგძნობს მას. 3) მეომარი ღმერთი, რომელიც ნებისყოფასა და ენერგიას განასახიერებს, – წარმოსახავენ ხმლით აღმართულსა და ჯავშნით. მეომრები ლოცულობენ მასზე ბრძოლის წინ და შემდგომ მადლობას უხდიან მას. 4) მჭედელი ღმერთი, რომელიც ცოდნასა და ტექნიკას განასახიერებს, – იგი არის შემოქმედი ჩვენი და უნდა ვილოცოთ საქმის დაწყების წინ და დამთავრების მერე ვუმადლოდეთ მას. საინტერესოა, რომ კეტლინ სტარკი მასზე დაინვალიდებული შვილის განსაკურნად ლოცულობს. 5) ქალწული ღმერთი, რომელიც უბიწოებას და სილამაზეს განასახიერებს, – ძირითადად ხატავენ ყვავილებიანი ლამაზი ქალის სახით. ძირითადად, ქალიშვილების დასაცავად ლოცულობენ მასზე. 6) ბებერი ღმერთი, რომელიც სიბრძნეს ანსახიერებს, – მისი სახელობის თანავარსკვლავედიც ტრიალებს ვესტეროსის თავზე. მასთან სალოცავად მაშინ მიდიან, როდესაც საქმეში დახმარება ცოდნის მიღებით ესაჭიროვებათ და არჩევანის გაკეთების მერე მადლობას უხდიან მას. 7) უცხო ღმერთი, რომელიც სიკვდილსა და უცნაურს განასახიერებს, – ძირითადად წარმოსახავენ ორსქესიანი ჩონჩხის სახით. მას ემსახურებიან დუმილის დები. აცვიათ ნაცრისფერი და ბნელი ფერები, დამალული სახიდან თვალები უჩანთ. ისინი გარდაცვლილთა სხეულებს აცმევენ და ამზადებენ სიკვდილისთვის. ეს ქალები სიკვდილს ეუღლებიან. მაგალითად, ბრაავოში უსახო შავ-თეთრი სახლის წარმომადგენლები ლოცულობენ მრავალ სახოვან ღმერთებზე, რომლებიც მოკვდნენ და მათ შორის უცხო ღმერთზეც. თავად უცხო ერთხელ კეტლინ სტარკის ლოცვისას ჩნდება და გამოიყურება როგორც შავი ოვალი, ვარსკვლავთა ჩრდილი.
ყველა მათგანზე ლოცულობს ადამიანი ბოლო ღმერთის გარდა. თუმცა ჩანს, რომ ერთხელ ფერმერმა ექვსს ღმერთზე ლოცვა დაასრულა და ურჩიეს, მეშვიდესთვის ეთხოვა, რომ ისინი ძილში არ გაპარულიყვნენ. და სწორედ ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ ყველა კაცი უნდა მოკვდეს. შვიდიანში, თუ უცხოს სახე ორსქესიანი ან უსქესოა, გვაქვს სამი მამრობითი ღმერთი და სამი – მდედრობითი. სინამდვილეში ისინი ერთია, უბრალოდ შვიდსახა. რისი სახელობისაცაა შვიდქიმიანი ვარსკვლავი. თუ დახრჩობილ რელიგიაში ჩვილებს წყალში ნათლავენ, ახალშობილებს უსმევენ ზეთს შვიდჯერ და ასე სახელს უნათლავენ დაბადების დღეზე. ითვლება, რომ რასაც ახალშობილი ნახავს ამ დღეს, ისეთი ცხოვრება წაუვა. ოჯახი, ნათესავები და მეგობრები ცდილობენ, რომ დადებითი განწყობა შეუქმნან და ძღვენი მიართვან. სიკვდილის დღეს კი მიცვალებული შეიძლება მოხვდეს შვიდ სამოთხეში ან შვიდ ჯოჯოხეთში. აქედან მოდის გამოთქმა: შვიდჯერ ჯანდაბაო.
შვიდიანებს ჰყავთ სასულიერო პირი კაცები, რომლებიც ატარებენ სხვადასხვა რიტუალებს, მაგალითად, ქორწილებს, და ქალები, რომლებიც ქარგავენ რელიგიურ სიმბოლოებს. ისინი იმართებიან უმაღლესი სასულიერო პირისგან, რომლებიც ირჩევიან ყველაზე ღვთისმოშიშებისგან. თუ შეიძლება ითქვას, რომ შვიდიანთა რწმენა კლასიკური სახეა კათოლიციზმის და წითელ ვარდთან ხედავენ ზოროასტრიზმის გავლენას, ყველაზე ღვთისმოშიშები განასახირებს კარდინალთა საბჭოს. ისინი თავს ვალდებულად თვლიან ცოდვებისგან გაასუფთავონ სამყარო. სალოცავ ადგილებში კი აღმართავენ სალოცავ ქანდაკებებს. მათი შექმნილია წმინდა წიგნები, სადაც ვკითხულობთ როგორც ჰიმნებს, ასევე კანონთა კრებულს. მათთვის ცოდვაა სისხლის აღრევა, ჰომოსექსუალიზმი, ზოგადი მრუშობა, – ანუ სქესობრივ ურთიერთობებს ამორალურ პლანში განიხილავენ. მაგალითად, სხვა რელიგიებიდან ინცესტზე საუბრისას უნდა გავიხსენოთ ტარგარიენთა უცხოში აურეველი სუფთა სისხლი. არა მხოლოდ ცოდვიანი სიყვარულით სერსეი და ჯეიმი ლანისტერებს შორის, ეს გვარი ოჯახის წევრების ცოცხლად შენარჩუნების წესისთვისაც საინტერესო მასალაა: როდესაც მამა ტაივინი ჩვილ ტირიონს ცოცხალს მხოლოდ ცოდვის შიშისთვის ტოვებს, მაგრამ ზრდასრული ტირიონი არღვევს წესებს და მამა ტაივინს მოკლავს. ხოლო ქორწილის ცერემონიისას აუცილებლად წარმოსათქმელი სიტყვებია ჯერ შვიდი ღმერთის მოხმობა და დაპირება, რომ იგი შენია და შენ მისი ხარ.
შვიდიანთა ცხოვრება, ძირითადად, კედლებ შიგნით მიმდინარეობს და მოსახლეობამ არ იცის რა ხდება მის გარეთ. ინფორმაცია რასაც ფლობენ ვესტეროსის მაგისტრებისა და სქოლარისტების მხრიდან აქვთ. დაიარება ზღაპრები კედლების მიღმა მცხოვრებთა ველურობის შესახებ, მაგრამ არავინ იცის მათ არსებობაზე. შვიდიანებს ძველი რელიგიისგან განსხვავებით მორალური კოდექსი მეტად აქვთ განვითარებული და ფორმალიზებაც მომხდარია. იგი წამყვანი რელიგიაა შვიდი სამეფოსათვის, უბრალოდ ჩრდილოეთში და ზოგ ადგილში კარგად არ აქვს ფეხი მოკიდებული. მისი ჩამოყალუბება ხდება სადღაც ექვსი ათასი წლით ადრე სამეფოთა ომამდე.
კულვარებში “სატახტო თამაშები” განიხილება როგორც ასტროლოგიურ პლანეტათა ომი. მაგალითად, ტარგარიენთა ლოგო განასახიერებს ფრთაშესხმულ გველს ანუ დრაკონს, ლანისტერთა გვარი – ლომის ზოდიაქოს და სხვა. ასტროლოგიიდან აქვს აღებული შვიდსახა ღმერთის/პლანეტის ნიმუშიც. ხშირად საუბრობენ როჯერ ზელანზისა და ლავკრაფტის გავლენაზე მარტინის რელიგიურ საკითხებში. ჩემი აზრით, თავად ანიმისტური რელიგიის შესასწავლად საინტერესო ვარიანტია ესკიმოსთა ცხოვრება, თუმცა მარტინმა ანიმისტური ძველი რელიგია, ძირითადად, მაინც პრერომაულ-კელტურ რელიგიებზე დააშენა. მოკლედ რომ ვთქვა, ძველი ღმერთები მათი მოსაწონია, ვისაც წარმართული, ანიმისტური კულტურა აინტერესებს, ხოლო ახალი ღმერთების ჩაღრმავებისთვის კათოლიკური რელიგიაა გასაგები.
ღამე ბნელია და ხიფათით სავსე, ნათლის მეუფეო!
f801ba01a70a277440ec6eee01e6e453
თავად ტერმინი რ’ჰლლორ ვესტეროსის ენისთვის შეუსაბამოდ ჟღერს. ასე ეძახიან სინათლის ღმერთს ესსოსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. რ’ლორ იგივეა რაც წითელი ღმერთი, სინათლის ღმერთი, ცეცხლის გული, ღმერთი ალისა და ჩრდილის. გავრცელებულია ესოსის მიწაზე უსახელო ღმერთთან დუალიზმში, თავისუფალ ქალაქებში. მისი სიმბოლოა ცეცხლშემორტყმული გული. ისინი სამყაროს ბრძოლის ველად აღიქვამენ. ზოგადად, ესსოსში მეტი რელიგიაა ვიდრე ვესტეროსში, თუმცა ვესტეროსთა რელიგიები მეტად გავრცელებული და გავლენიანია. და თუ რამეა ძალაუფლებიანი ესსოსში ეს სინათლის რელიგიაა. ვესტეროსში გავრცელებაც კი მოახერხა, თუმცა ბგერების სხვაობის გამო აქ მისი წარმოთქმაც კი უჭირთ. რ’ლორის შექმნის მუზა ჯორჯ მარტინს ზოროასტრიზმისგან დაუბადია, ასევე გნოსტიციზმის (ცოდნის მეშვეობით რომ იბრძვიან), კათარიზმის (გენდერული თანასწორობის რელიგია/სექტა, რადგან სხეულთან შედარებით სულიერ განვითარებაზე ზრუნავენ), მანიქეველთა (საფუძვლად უდევს ზოროასტრიზმის დუალიზმი, მატერიისა და სული) ბრძოლა,  სიბრძნეებს მოიცავს.
სინათლის მორწმუნე სიბნელისა და სიკვდილის ღმერთს აღიარებს და ოპოზიციად მიიჩნევს. თუმცა ზოგი ფანატიკურად მორწმუნე ადამიანი მიიჩნევს, რომ არის მხოლოდ ერთი ღმერთი – სინათლის ღმერთი – უსახელო კი დამოუკიდებელი სახით არ არსებობს და დემონს წარმოადგენს. დემონებია ძველი, შვიდიანელთა თუ სხვა ღმერთებიც. ფიქრობენ, რომ ყველანი ნათლისგან გავჩნდით და მკითხაობისთვის მშობელს უნდა მივაკითხოთ. თუ შვიდიანელები ფიქრობენ, რომ არსებობს შვიდი სამოთხე და შვიდი ჯოჯოხეთი, რ’ლორის მორწმუნეები ამ ცხოვრებას უკვე ჯოჯოხეთად აღიქვამენ, რადგანაც ცხოვრობ უკვე ბნელში ხარ და სინათლე თუ გიხსნის. სწამთ დაპირებული პრინცის, ცნობილი, როგორც სინათლისთვის მებრძოლი, ცეცხლის ვაჟის, ვინც მარილსა და კვამლს შორის აღდგება, ცეცხლის ხმალს იქონიებს, რეინკარნაციაა გრძელი ღამის ხანაში მცხოვრები ლეგენდარული გმირის აზორ აჰაის, სიცოცხლე სიბნელესთან ბრძოლას რომ შეალია, საყვარელი მეუღლის გულში სინათლის მომტანი ხმლის ჩაშვება რომ მოახერხა და მის აღდგომას დაპირებულ გმირად წინასწარმეტყველებენ. მელისანდრას თქმით, ეს ადამიანი სტენის ბარათეონია, თუმცა ვოლანტისში მხსენლად დეინერეს ტარგარიანს მოისაზრებენ. სამაგიეროდ, “ღამე ბნელია და ხიფათით სავსე”, – სინათლის თაყვანისმცემელთა განსხვავებულ შეხედულებათა მიუხედავად, საერთო ლოცვაა, – “ლორდ, მოგვაფინე შენი ნათელი”.
“ღმერთი ერთია და მას სიკვდილი ჰქვია. მისთვის კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია: დღეს არა”, – ფორელის ცეკვის გაკვეთილებიდან. მრავალსახოვანი ღმერთი ანუ სიკვდილის ღმერთი ბრაავოს თავისუფალი ქალაქების, უსახო კაცების ღმერთია. მისი მადიდებლები დაქირავებული მკვლელები არიან, რომლებიც საამქროდან მოღვაწეობენ მაღალ გასამრჯელოზე. მაგალითად, დეინერეს ტარგარიანის მოკვლისთვის ერთი ადამიანისთვის იმდენი უნდა გადაეხადათ, რაც მთელი არმიის დაქირავებისთვის დაჯდებოდა. ფულის გარდა სხვანაირი ვალუტაც არსებობს. მაგალითად, მტრის შვილის მოკვლის სანაცვლოდ, უსახომ შეიძლება სანაცვლოდ შემკვეთის შვილის მკვლელობაც მოითხოვოს. უსახელოდ ქცევა ნებისმიერს შეუძლია სათანადოდ გაწვრთნის შემთხვევაში და არ არის ოჯახიშვილობაზე დამოკიდებული.
სათაოდ შავ-თეთრი სახლი აურჩევიათ ბრაავოს მიტოვებულ მიწაზე, კუნძულზე, სადაც შეიძლება ნავით ან ხიდით გადასვლა. სახლს ცალი მხარე აბანოზის ხისგან აქვს შექმნილი, მეორე კი მთელ ვესტეროსში გავრცელებული წითელფოთლა ხის გულებისგან, რასაც ტყის ბავშვები იცავდნენ და რაზეც პირველი კაცები ლოცულობდნენ. შენობას არ აქვს ფანჯარა, ხოლო სახურავი მუქი კრამიტისგან შეუქმნეს. მთლიანობაში მუქი ნაცრისფერი ქვისგანაა ნაშენი. შესასვლელ დარბაზში შხამიანი წყლის აუზია, ავადმყოფობისგან დატანჯული თვითმკვლელების სადგომი. აუზი გარშემო გაფორმებულია ორივე, ესსოსისა და ვესტეროსის, ოცდაათამდე ღმერთის სტატუებით. მაგალითად, გვხვდება შვიდიანელთა უცნობი ღმერთი, სინათლის ღმერთი, ხის გულის ღმერთი, დახრჩობილი ღმერთი, ვაცის (თუ თხის რქის) ღმერთი, ღამის ლომის ღმერთი, მოტირალი ქალების ღმერთი. აქ ხალხი სახეებს სამოსივით იცვლის, მათი რწმენა კი დასაბამს შორეულ ხანაში მონებისგან იღებს. ანუ თვლიან, რომ თითქმის ყველა რელიგია სიკვდილს ფარულად ადიდებს, გაუცნობიერებლად, სხვადასხვა სახელებით. არა მხოლოდ პოლითეისტურ რელიგიებში, სადაც სიკვდილის ღმერთი შეგვხვდება, არამედ, მონოთეისტურ რწმენებშიც კი, როცა ღმერთის მრავალსახოვნებას აღიარებენ. მაგალითად, იგი სინათლის რელიგიის ოპოზიციაა, რასაც საკუთარ გარეკანად აღიქვამს და თან შვიდიანელთა მეშვიდე ულოცველი ნაწილი. თავად რელიგიის ტერმინიც კი მიგვანიშნებს, რომ ყველა არსებული ღმერთები ჭეშმარიტია, ერთია, უბრალოდ სხვადასხვა სახე აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვესტეროსში უსახოები შეინიშნებიან, მათი რელიგია ვესტეროსში არ გავრცელებულა, რ’ჰლორს მოვაყოლე.
ყველა კაცი უნდა დაიხრჩოს!
350px-Drowning
ვესტეროსის რეგიონში შედის შვიდ კლდიანი კუნძული, რომელსაც გრეიჯოების სახლი მართავს და მას რკინის კუნძულები ჰქვია, მოსახლეობა კი იწოდება როგორც რკინისგან, ფოლადისგან შობილნი. თეონ გრეიჯოი ამბობს, თუ ჩრდილოეთს ღირსება აქვს, სამხრეთი რაინდობითაა ცნობილი, რკინის კუნძულებს გამძლეობა აქვთ. ამ ხალხს სჯერა, რომ მათი ამქვეყნიური დანიშნულება იერიში და მიტაცებაა. ომში მტრის მოკვლა არა მხოლოდ საქებარი საქციელია, მეტიც, ღვთისნიერ შესაძლებლობადაა აღქმული. კუნძულზე ოქროს გადასახადისგან განსხვავებული რკინის, ე.წ. ძველი წესი მოქმედებს. მაგალითად, როცა თეონ გრეიჯოი სახლში ბრუნდება, ბალონ გრეიჯოი ეკითხება, როგორ იხდიდა, ოქროთი თუ ძველი გზით. ან როცა რობ სტარკმა სცადა გარიგება ბალონთან, დახმარებოდა საქმეში და სანაცვლოდ კუნძულებს მისცემდა, ბალონმა უარი ის უარით გაისტუმრა, რადგან ჩუქება მისთვის დამამცირებელია. ან როცა იარა გრეიჯოი ვინტერფელის აღებისას მოქმედებას საკუთარი წარმომავლობით ამართლებს.
მათი ღმერთი შტორმის ღვთაების მიერ არის დამწყვდეული, დამხრჩვალი. შტორმის ღმერთი ისეთივე ოპოზიციას წარმოადგენს დამხრჩვალი ღმერთისთვის, როგორც ნათლისა და წყვდიადის ღმერთები ურთიერთობენ. ოღონდ შტორმი ეშმაკია, ვინც შემოქმედის წინააღმდეგ იბრძვის. ანდალების რკინის კუნძულზე მისვლა სწორედ შტორმის ღმერთისგან ნასროლი ქარების გამო მოხდა. ამიტომაა, რომ კუნძულელებს დახრჩობის არ ეშინიათ. ღმერთმაც სწორედ ადამიანების გამო დაიხრჩო თავი. მაგრამ, თავის მხრივ, ღმერთი ზის და ელოდება ძლიერ მენიჩბეს. დალოცვის რიტუალისას ადამიანს წყალს გადაასხამენ ხოლმე სიტყვებით:
“ღმერთო, მიეცი ნება შენს მსახურს (სახელი) წყლიდან იშვას ახლიდან. დალოცვილ იქნას მარილისაგან, დალოცვილ იქნას ქვისაგან, და დალოცვილ იქნას ფოლადისაგან”.
ამ დროს დალოცვილმა უნდა უპასუხოს: “რაც მკვდარია, ვეღარ მოკვდება”.
რაზეც დამხრჩვალი მღვდელი პასუხობს, რაც მკვდარია, ვეღარ მოკვდება, პირიქით, გააძლიერებსო.
დამხრჩვალი ღმერთის მორწმუნენი ქალთმოძულენი არიან, რადგან მდედრებს არ აქვთ ფიზიკური ძალა ბრძოლისთვის. შესაბამისად, მღვდლებიც მხოლოდ მამაკაცები არიან. თუმცა მასპინძლობაც იციან და სხვა რელიგიების მსგავსად ისინიც უარყოფენ ინცესტს, გვარში მკვლელობესა და ბუშებს.  ეს რელიგია მათ დააინტერესებთ, ვისაც ვიკინგთა მითოლოგია იზიდავს, რადგან ჯორჯ მარტინს დამხრჩვალის თეორია სწორედ მათ შთააგონეს სხვა ჩრდილოეთის თქმულებებთან ერთად. მაგალითად, დამხრჩვალის სამყოფელი ვალჰალას ანალოგიაა, სადაც რკინის კუნძულელი სიკვდილის მერე ხვდება, ხოლო თორი განხილულია როგორც შტორმის ღმერთი.
რა შეიძლება ვთქვა ვესტეროსის სხვა, ნაკლებად გავრცელებულ რელიგიებზე ნაცნობი სამყაროს მიხედვით. ის, რომ როინა უდიდესი მდინარეა, რომელიც ჰყოფს თავისუფალ ქალაქებსა და ესოსის კონტინენტს. აქაური სანაპიროს მოსახლეობა თაყვანს დედა როინას სცემს. ლეგენდები გვაუწყებენ, რომ მდინარე სწორედ ქალღმერთის კალთებიდან მოიდინება. უძველეს მოსახლეობა კი მდინარის შვილებად იწოდებიან. თავად მდინარეს კი ჰყავს ღვიძლი შვილი გიგანტური კუს ფორმისა და იბრძვის კრაბი ღმერთის წინააღმდეგ მთელი ცხოვრებაა, რომელიც, თავის მხრივ, ასევეა როინების უმცროსი ღმერთი. ან ის, რომ კონტინენტთან სამი პატარა კუნძული მდებარეობს სახელად სამი დანი. ჯერ კიდევ ანდალების მოსვლამდე ხალხი აქ თავისებურ ღმერთებს სცემდა თაყვანს სახელად ტალღების ქალბატონები.  შეიძლება ითქვას, მათი მრწამსი პირველი ადამიანების რელიგიაა სამ დანზე ზეცის ბატონებთან ერთად. შემდეგში ესოსის კუნძულებზე დავწერ. შენიშვნებზე ან დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ მოგერიდოთ. (იხ. ესსოსის კუნძულები)

12 responses to “რელიგიური გზამკვლევი ვესტეროში სამოგზაუროდ

  1. ძალიან საინტერესო ისტორიაა. დიახ მე შემიძლია დამატებითი ინფორმაციის მოწოდება ოღონ უფრო მოგვიანებით წარმოშობილ ტყის რელიგიაზე. ამ რელიგიის მიხედვით როცა ადამინი ოდესმე ვინმესთან სტუმრად მივიდოდა, მისი ნაცნობი ხდებოდა და ერთმანეთს ეხმიანებოდნენ. მერე როდესაც ეს ნაცნობი თავისი გზით წავიდოდა, თუ რამე ვალდებულება ქონდათ ერთმანეთში დარჩენილი აუცილებლად უნდა გადაეხადათ. ვთქვათ ერთი თუ მეორეს რამეში დაეხმარა და ამისთვის რაღაც ეკუთვნოდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ იმ ნაცნობის გაუჩინარებამდე ამ საქმეებს ვერ მოაგვარებდნენ, მაშინ რამე წყარო უნდა დაეტოვებინა მის მოსაძებნად და დასაკავშირებლად. მაგალითად თავისი ახალი მობილურის ნომერი. თუმცა ამ წესებს ყველა ზედმიწევნით არ იცავდა 😦 სხვათაშორის ინცესტი, გვარში მკვლელობა და ბუშები ამ რელიგიაშიც აკრძალულია.

  2. გადადებული საქმე რომ ეშმაკისაა მაგის არც შენ გჯერა ხო ? :დ ჩავიკითხე ბოლომდე. ორჯერ. ძალიან ვწუხვარ რომ “გოთ”-ს არ ვუყურებ :დ :დ

  3. აჰ, თურმე სიკვდილზე რატომ ფიქრობ ბოლო პერიოდში 😦
    როგორ არ უყურებ: როგორც “ნარუტოს” არ უყურებდი თუ მართლა არ უყურებ? 🙂

  4. ძალიან საინტერესო იყო. ახლა უფრო მეტად დავაკვირდები სერიალში ამ თემას. მეტი რამ გახდა ცხადი. ველი ესოსის კუნძულებს.

  5. გამოხმაურება: რელიგიური გზამკვლები ესსოსში სამოგზაუროდ | Merz AnnA Blume

  6. მადლობა საინტერესო იყო.
    GOT-ის ვებ გვერდზე ძალიან მოკლედ წერია ისტორიაზე და რელიგიაზე, სულ მაინტერესებდა ვრცლად.
    ყველა რელიგია საინტერესოა

    კარგი ბლოგი გაქვს

  7. შენ არ იცი ინტერვიუებიდან და წიგნებიდან რამდენი თვე ვკრეფდი ამ ინფორმაციას :დ საჩემოდ და მერე გამოქვეყნება მომინდა.
    ვესტეროსში გავრცელებული რელიგიები მეც ყველა მაინტერესებს, ესსოსის კუნძულების კი ჯერ არ ვიცი, ჯერ ვერ მიმჯაჭვა.

  8. მხოლოდ პირველი წიგნი მაქვს წაკითხული და “ყინულის და ცეცხლის” სხვა წიგნებში არის ასე დაწვრილებით ისტორია და რელიგია? რაღაც არ მგონია, ალბათ ასეთ წიგნებშია მაგ: the world of ice and fire. საინტერესოა მერე ესოსის შესახებაც წავიკითხავ

  9. 1) თავად რომანები არ მაქვს ყველა წაკითხული, მხოლოდ ორი და ისიც პირველი ადაპტირებული, და ჰო, რაღაც მასეთ დოკუმენტურ წიგნებშია, თუ გინდა მერე გუდრიდსის რეკომენდაციაში ჩაგიგდებ. თუმცა ვისაც მხოლოდ მარტინის რომანები აქვს წაკითხული, ჩემზე ღრმად იციან ეს თემა. ანუ მაინც აძლევს საშუალებას რომანი დეტალების შეკოწიწებით სურათი მიიღოს.
    2) გოთის საიტის გარდა საინტერესოა awoiaf-ის საიტი, ინფორმაციით მდიდარი საიტია, კლიკებით კიდევ უფრო უღრმავდები, თუმცა ყველა რელიგია და ისტორიის ყველა პასაჟი არაა განხილული.
    3) მარტინი პოპ მწერალია, ამიტომ ლამის ყოველი სერიის მერე სთხოვენ ახსნას და ანალიზს, იუთუბზე შეგიძლია უყურო ძალიან ბევრ ვიდეო ინტერვიუს ამ საკითხზე. ან ნებისმიერ თემატურ ჟურნალს აქვს ერთხელ მაინც ჩაწერილი ამ თემაზე ინტერვიუ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s