ამ პოსტის დაწერა იქიდან მოყოლებული მინდა, როცა წინა კვირას “ბასიანის” ბილეთების ყიდვა გადავწყვიტე: რადგანაც სამსახურში გვიანობამდე ვიყავი, ინტერნეტ ვაჭრობას მივმართე. მაგრამ ამაოდ, ვინაიდან ფეისბუქის ექაუნთი არ მქონდა და შესაბამისად, მათთან დამეგობრებული არ ვარ, ისევე არაფერი გამომივიდა, როგორც სხვადასხვა კომპანიებთან, რომელთა მომსახურეობით სარგებლობა სწრაფად და შედარებით იაფად ფეისბუქში დამეგობრების მერე შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დაწესებულება უკვე ნაირფეროვანი სოციალური ქსელებით სარგებლობს, უპირატესად, ისევ ფეისბუქის ფეიჯებს თვლიან, და მე, როგორც არა მომხმარებელი, არა თუ სწრაფი და იაფი ხერხით მომსახურეობის შანსს ვუშვებ, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მათი ღონისძიებათა თუ სხვა აქტივობის შესახებად ნაკლებად მესმის, განსაკუთრებით ქართული ორგანიზაციებისგან.
თითქოს სოციალური ქსელი თავის თავშივე დემოკრატიას მოიცავს, მაგრამ სწორედ ეს დემოკრატია იწვევს ნებაყოფლობით დიქტატურას. რაც ორგანულად ისეთივე ალოგიკურია, როგორც, დავუშვათ, ნასას ფემინისტებისგან ქალთა გონებრივი მიღწევების წარმოსაჩენად გამოყოფილი ცალკე სივრცე. ან როდესაც, წიგნს აქვს სათაური: “პირველი ფემინისტი და ლგბტ პირი კოსმოსში”, – რატომ უნდა ამტკიცო, რომ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ხარ და თანაც შენი განსხვავებულობის აპელირებას ახდენდენ? შესაბამისად, ჩნდება პროტესტი არა ნახსენები სოციალური ქსელის მიმართ, არამედ, უფრო კონკურენტი ორგანიზაციების მისამართით, რომლებიც იმ ბაზას ვერ აღწევენ, ყველანაირი გემოვნების აქტივობა, ესთეტიკური ცენტრისგან ფასდაკლების გაჩენა იქნება თუ თბილისობის დღის განრიგი თავიანთ თავებში რომ მოიცვან.
დღეისთვის ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვიდან მსოფლიო მასშტაბით კერძო კომპანიების აქტივობა ტვიტერზე ფეისბუქთან შედარებით ორიოდე პროცენტით მეტია, ხოლო ვორდპრესი ბლოგსპოტზე 12-ით, რომლებსაც თავისი აქტიურობით linkeld უსწრებს. მე-5-მე-6 ადგილებს კი ფლიკრი და თამბლერი ინაწილებენ. მაგრამ მსოფლიოც თანხმდება იმაზე, რომ ძირითადი საშინაო გვერდი ტვიტერთან შედარებით ფეისბუქში აქვთ. გამოსავლად თავად ხალხის აქტივობა მევლინება, ყურადღების გადანაწილება კომუნური ქსელების მიმართ, რაც, თავის მხრივ, კონკურენტუნარიანობას გაზრდის. და თავი მეც ინფორმაციულ ვაკუუმში აღარ მეგონება.
მარტივი პრინციპი აირჩიეს: ინფორმაცია მხოლოდ ფბ გვერდებზე იდება და სხვა გარე აქტივობები აღარ არსებობს. ამ კომპანიების გვერდები არაფეისბუქ მოსახელობას არაფრად მიიჩნევს და კიდია. მარტივი გამოსავალია ნამდვილად.
მაგრამ მე ჩემ პირად სიმშვიდეს არაფერზე გავცვლი მაინც :დ
ფეისბუქი ძალიან საზიზღარი მდაბიო რამეა :ლოლ:
როდეს ვეთანხმები 100%-ით.
გამოხმაურება: შიფროპანკი ანუ თავისუფლება და ინტერნეტის მომავალი (?) | Merz AnnA Blume