ერთი ელენე დარიანი იყო თუ არ ყოფილა და მეორე ანნა ბლუმი.
დავიხურე ბებიაჩემის წვრილი ქვებით მორთული ბერეტი, დავიჭირე ბაბუაჩემის ჩიბუხი და ამგვარად ვიქეცი დადაისტების დასაცინ მოძველებურ მერცად, მაშინ მე ვიქნები მეთქი ანნა ბლუმი, – მენ რეის ეპოქის ქალი, მთელი ჩემი ოცდაშვიდი გრძნობით მიყვარხარო, ჯერ კიდევ საკუთარ თავს რომ ეუბნება და საპასუხოდ ტიტასავით წითლდება. ოცნებისგან გავიცინე თუ ლოდინისგან წელში მოვიხარე, მელანდაღვრილი ფირით საკუთარი სახელი გადავიღე, წარსულს რომ ელოდება.
ერთხელ კარლ იუნგს ღრმად მოხუცებული ბიძა შეხვედრია: იცი, სიკვდილის მერე ადამიანები როგორ იტანჯებიან? ელოდებიან.. სახლში მისულმა ფსიქოლოგმა შინაურული რეცენზია დაწერა: ჯოისის “ულისე” არის 720 დღიანი ლოდინი, რომ რაიმე მოხდეს.
ასე რომ, ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს ელოდებით, თქვენ “ულისეს” კითხულობთ.
როგორც იქნა მოვიცალე შენი ბლოგის წასაკითხად. მიხარია ახალი პოსტები.
ეს “ულისე” კიდევ რა ტკივილია, არ წამიკითხავს საერთოდ :ლოლ: ანუ დავიწყე, მერე შუაში გადავხედე და ბოლოს რამდენიმე გვერდს და ბოდიში ჯეიმს ჯოის, ათასჯერ ირლანდიელიც რომ იყო, ვერ წავიკითხავ მე ამ წიგნს, დროის კარგვად მიმაჩნია. ანუ ჩემი დროის, თორემ ვისაც წაგიკითხავთ, respect yo! :0)