წერილი myspace-ის ტომს!

myspaceჩემი ძველი მაისფეისის პროფილი აღმოვაჩინე და ისეთი განცდა მაქვს, კედელში ჩაშენებული კარადა გამეღოს და იქიდან მტვრიანი ალბომი ჩამომეთრიოს. მას მერე, რაც პლაცებოს ეფექტით ხველა ავტეხე, თავი ხელში ავიყვანე და ფოტოები დავათვალიერე. როგორი მატრაკვეცული სტუდენტობა მქონია სახლში თაიმერზე დაყენებული ნოკია ე90-დან აუდიტორიის მერხებამდე.
შეიძლება ითქვას, სელფის გადაღება მაისფეისმა დაიწყო.
მაგრამ მთავარი მაინც ტომი გახლდათ, მაისფეისელებისთვის იგივე, რაც საჩუქარს ბაფთა მოყვებოდა და სკაიპისთვის echo იყო, ჩვენი ძვირფასი თეთრ მაისურიანი ტომ ანდერსონი, გვარს რომ მიაფუჩეჩებდნენ და მაისფეისის ტომს ეძახდნენ. ყველა მოვესწარით ერთ მშვენიერ დღეს მის გამოჩენას ფეისბუქზე და ეს დღე იყო იმდენად სასაცილო, თავის გასამართლებელი სტატუსიც კი გამოაცხო, რომელიც რეკორდული რაოდენობის მოწონებითა და კომენტარით დაჯილდოვდა. ამის მერე გაჩნდა ხუმრობები:
ვინმეს თუ მაისფეისი არ ჰქონია, შენთვის ზედმეტად ახალგაზრდააო;
დედაშენი ტოპ რვაში შევიყვანეო;
რომ ჩაკ ნორისს აქვს მაისფეისის ექაუნთი ფეისბუქზე, სადაც მეგობრების ნაცვლად, მტრებს იმატებს;
ჩემი შეყვარებული ისეთი მახინჯი იყო მაისფეისმა დაბლოკა და თვითერმა მიიღოო;
მაისფეისი ფეისბუქს შეუძენია და ეგ სივრცე ფერმისთვის გამოუყენებიაო;
და კიდევ ჩემი საყვარელი: კათოლიციზმი რელიგიების მაისფეისია, ახალი პაპი რომ ამბობს, დაგვიბრუნდით, შევიცვალეთო.
ბოლოს ტომი ინსტაგრამზე აღმოვაჩინე, მოგზაურობს და პეიზაჟებს იღებს სამნაირი ნიკონით, მაგრამ პროფილზე ისევ დაბალპიქსელიანი თეთრ მაისურიანი სურათი უყენია და ჰაჰაჰა, რომ ძველ პოპულარობას იყენებს, რადგან ახალ ფოტოებში ხალხი ვეღარ იცნობს, ცუკემბერგისგან განსხვავებით, რომელმაც თავი სხვადასხვა პოზაში შეგვაჩვია. მაგრამ ტომს ამაზეც აქვს საკუთარი ხუმრობა: ჩემი ფოტო ხომ უფრო მეტჯერაა ნანახი ვიდრე მონა ლიზა.
იცით, რა გამახსენეს?
ადამიანი რომ დაგამატებდა და პროფილზე მადლობა რომ უნდა დაგეწერა, გახსოვთ?
პირველი რასაც მეგობრის სივრცეში შესვლისას გააკეთებდი, პროფილის ტრეკისთვის ხმის გამორთვა რომ იყო.
ის გახსოვთ, ურთიერთობის სტატუსების დამატება რომ არ ხდებოდა და ვისაც პირველ ნომრად დაამატებდი, შეყვარებული ის იყო. და ვაი თუ შენი ბიჭის რვიანში შენს გარდა სხვა გოგოც აღმოჩნდებოდა. და მე რომ სულელი ბავშვი თავს ვიფასებდი და “ის” ტოპებში მაინც არ შემყავდა, რადგან პირველ სამად თავისი ბენდის წევრები ჰყავდა.
ვიღაცა რომ მოგწერდა და პასუხს კითხვის ქვეშ კი არ დაუწერდი, არამედ მის სივრცეზე გადადიოდი და იქ. ხოლო სხვისი საუბრების კითხვა თუ გინდოდა, აქეთ-იქით უნდა გერბინა.
რაც შეიძლება მეტი მეგობარი რომ უნდა გყოლოდა და უმეტესად მუსიკალურ ბენდებს ამატებდი.
pc4pc.
ფოტოებს კი არ ვიწონებდით, ვიჩემებდით (own).
და ის სევდიანი მომენტი, როცა ხალხი წერდა, რომ აქედან ფეისბუქზე არ გადავიდოდნენ, მაგრამ ფოტოებს მაისფეისზე მე-ღა ვტვირთავდი და ხალხი ფეისბუქზე გადადიოდა.
ძვირფასო ტომ, ჩემთვის კარლსონივით ხარ: ბავშვობა, რომელმაც გული ამიჩუყა.

myspace-tom-bags-money-109088910996

10 responses to “წერილი myspace-ის ტომს!

  1. არ ვიცი, მე არასოდეს მქონია, მაგრამ ეს სევდიანი ამბავი იყო.
    ისე, მე სადაც კი როდისმე დავრეგისტრირებულვარ, ყველას პაროლი ვიცი და გაკონტრელებული მაქვს, თუ აღარ ვხმარობ, ვშლი ექაუნთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, რომ მგონია, სადღაც, ჩემი მიტოვებული ანგარიში ლივლივებს და ლპება. საშინელებაა.

  2. მსგავსი შეგრძნება მაქვს პერსონაჟებს რომ არ კლავენ წიგნის ბოლოს. მგონია, სადღაც შუაში არიან ჩამოკონწიალებულები და მკითხველთა ათასგვარი ინტერპრეტაციებით პიროვნების გახლეჩვამდე მიდიან.

  3. ეჰ, მე წამიშლია ჩემი ექაუნთი ეტყობა, ვერსად ვიპოვე. მე რამდენიმე ბენდთან და მომღერალთან მქონდა მიმოწერა და ერთმა ბერლინში კონცერტის ბილეთიც გამომიგზავნა, ამიტომ კარგი მოგონებები მაქვს 🙂 კარგი იყო მაისფეისი, ადამიანური და ამიტომ დაჩაგრეს ფეისბუქმა და ტვიტერმა :დ :დ :დ

  4. უი ეს ბლოგი მე არ ვიცოდი (მგონი). ან დიზაინია ისეთი შეცვლილი, რომ მეჩვენება, რომ პირველად ვარ.

    ხოდა, აუ ტომი მახსოვს. თავი მაგარი ტიპი მეგონა, ტომი მყავს-მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ ყველას ჰყავდა 😀
    ეჰ რა დრო იყო, myspace რომ myspace-ობდა. სულ იქ ვიჯექი. ხან ვის ვიცნობდი, ხან ვის. ახლა მგონი პაროლიც აღარ მახსოვს და საუკუნეა არ შევსულვარ. ფბ-მ და ტვიტერმა მოკლეს მაქაურობა.

  5. ჰეროინჩიკის თემაში მახსოვხარ. დიზაინი გავაფერადე.
    ჰაჰაჰ) მაისფეისის პაროლი არც მე ვიცი, უბრალოდ საკუთარი თავი დავგუგლე. გამოიყენე ეს ტაქტიკა 🙂

  6. ხო, მეც შევცვალე მას შემდეგ დიზაინი. 😀
    მოკლედ welcome 😀

    ხოდა, რად მინდა რო??? რაც იყო, იყო უკვე.
    ერთი ისაა, რომ მომღერლები იქ უფრო ახლოს იყვნენ თითქოს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s