ხშირად ისმევა კითხვა, რომ პირადი ჰოროსკოპის განხილვისას, აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ნება შეზღუდულია, ნაწილობრივ ვენერას, განსაკუთრებით მერკურის მდებარეობის მიხედვით.
სიტყვაზე, ვერძს ეს ორი პლანეტა ვერ ექნება სხვა 7-9 ნიშანში, ანუ მერკური მხოლოდ საკუთრივ ვერძში ან მეზობელ ნიშნებში: თევზებსა და კუროში აქვს. ვენერა (აღქმა, გრძნობა) შედარებით მეტგან.
თუ მერკურის სივრცე აუცილებლად მზესთან ახლოსაა, ნიშნავს ეს იმას თუ არა, რომ ადამიანის ცნობიერთან (იგივე ზოდიაქოსთან) მხოლოდ სამი სახის აზროვნება დაეშვება, რაც ისედაც ჩარჩოში ჩასმულ ნათალურ რუკას, კიდევ უფრო კლიშეში ჩასვამს?
პასუხი ასეთი მაქვს:
თუ ადამიანი მადლს იღებს ან ისჯება არა საზოგადო მორალის, არამედ პირადი შესაძლებლობების მიხედვით, ევოლუცია/ინვოლუციის კითხვარი საკუთარ ზოდიაქოში უნდა ვეძიოთ.
მაგალითად, ტყუპებს სიკვდილის შემდეგ პასუხი კომუნიკაციის მიხედვით მოეთხოვებათ: აბა, როგორ იშუამდგომლე?
იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულოს, აზროვნება უნდა უწყობდეს ხელს. აქ ის ირჩევს, ტყუპების გაორებული ბუნებიდან გამომდინარე, როგორი აზროვნება (მერკური) დასჭირდება:
ა) ემოციური (კირჩხიბი),
ბ) გონებრივი (ტყუპები) თუ
გ) პირველ რიგში, მგრძნობიარე (კურო) მერკურით შეეცდება თავისი მეების გაერთიანებას.
მაშასადამე, სამებიდან – ემოცია/გრძნობა/გონებიდან – ირჩევს ერთს. და ფაქტი, რომ მას, სიტყვაზე, ურანული (მერწყულური) მერკური არ ყავს, ვერ შეუქმნის წინააღმდეგობას, რადგან ურანი მასობრივი აზროვნებაა, კოლექტიური გონი, ასევე მერწყულს, ტყუპური გონება არ გამოადგებოდა.
ჩვენ ვიცით, რომ ორგანოები შეესაბამება ნიშნებს, ამიტომ ორგანოების მიხედვით უკეთ ავხსნი:
ავიღოთ მორიელი, სიმბოლურად სასქესო ორგანოებს განასახიერებს, როცა გარემოში გადმოაქვს შიგნით დაგროვილი მასალა, ორიდან ერთი: ან მშობიარობს ან ისაქმებს. მორიელს, თავისი ფუნქციის შესასრულებლად, კავშირის დამყარება უწევს ან ქვედა მუცელთან ან ბარძაყთან. ამ ფუნქციის შესრულების დროს კუჭი (ანუ კირჩხიბი მერკური) ან ტერფები (თევზი მერკური) კონტექსტიდან ამოვარდნილია. ამიტომ მორიელს ჭინთვისას სამი სახის აზროვნება უწევს:
ა) ის, ვინც სასწორი მერკურით დაიბადა, აბალანსებს დასარჩენ მასალას გარე მასალასთან,
ბ) მორიელი მერკურით დაბადებული თავად გამოყოფის და მიღების პროცესს განასახიერებს,
გ) ხოლო მშვილდოსან მერკურიანი ხედავს გამოყოფილ ნაყოფს და მასვე სათანადოდ უმიზნებს.
ამიტომ მორიელს თევზური აზროვნება (გწამდეს და გამოვა), კირჩხიბული (იგრძენი და გამოვა) მას ვერ დაეხმარება.
მშვილდი თუ დაიბადა, მისი ფუნქციაა ამაღლებულ ადგილას შედგეს, მორალი იკითხოს და იფილოსოფოსოს, ანუ ღმერთის პოზიციიდან იყოს, ანუ მორიელის შობილი ბავშვი გაზარდოს. მაგრამ როგორ? სამებიდან ირჩევს:
ა) მოწყალე იყოს – მშვილდი მერკური
ბ) დამსჯელი იყოს – მორიელი მერკური
გ) სხვის საქმეში არ ჩაერიოს და თავად გაანძრევინოს ხელი – თხის რქა მერკური.
თხის რქას შემთხვევაში. აი, თხის რქა უკვე მუხლია. მუხლის ფუნქციის შესრულებისთვის უკეთ დაეხმარება ბარძაყი ან წვივი. სწორგოჯა ნაწლავი (ქალწული) ან ნესტო (კურო) რა შუაშია. თხის რქას დაესმის კითხვა: როგორ გინდა მიაღწიო წარმატებას?
ა) ჩემით (თხის რქა მერკური)
ბ) ღმერთით (მშვილდოსანი მერკური)
გ) კოლექტივი დამეხმარება (მერწყული მერკური).
და ასე გრძელდება ყველა ზოდიაქოს ნიშანზე. გასათვალისწინებელია, რომ თითოეულ ადამიანში უკლებლივ თორმეტივე ნიშანია, ანუ პიროვნება მხოლოდ ზოდიაქოს (ცნობიერის) კუთვნილება არ არის.
ისიც, რომ მერკურისგან განსხვავებით, მთვარე ან სხვა პლანეტები ამ ჩარჩოებს ცდებიან და თორმეტივე ნიშანში მოგზაურობენ. თერმომეტრის ღმერთი და აფროდიტე მხოლოდ გამონაკლისია.
წლების წინ ვიყავი ძალიან დაინტერესებული ასტროლოგიით და ეს რაც შენ გიწერია, სულ დაზეპირებული მქონდა ლამის :ლოლ: ახლა კიდევ რომ წავიკითხე, საერთოდ ვერაფერი გავიგე. ან ჩემი პოსტპარტუმ ტვინის ბრალია, ან რაღაცის. აარონის დაბადებამდე კიდევ ვიყიდე იბნ ეზრას ასტროლოგიის წიგნი, რომელიც არაბულ ფილოსოფიასაც ეყრდნობა თორასთან ერთად და მოკლედ, საშინელი მიქსია.
ავდექი და უკან დავაბრუნე.
მოკლედ. ჭკვიანი გოგო ხარ :დ ჰაჰა, მშვენიერი დასკვნების გაკეთება ვიცი, ვერაფერს იტყვი.
მოკლედ, თორა აბსოლუტურად ცნობს ასტროლოგიას და აბრაამიც კითხულობდა ვარსკვლავებზე ბედს. როცა უთხრეს, რომ შვილი ეყოლებოდა, არ დაიჯერა, მხოლოდ იმიტომ არა, რომ მისი ცოლი უკვე მენსტრუაციის ასაკიდან გამოსული იყო, ვარსკვლავების “გამოთვლით”, უბრალოდ შეუძლებელია, ეგეთი რამეო. ჰოდა, მაშინ ღმ-ერთმა უთხრა, ამით დაგიმტკიცებ, რომ ადამიანი ყველა ზოდიაქოზე მაღლა დგასო. ეს ბოლო წინადადება ცოტა ჩემი პერიფრაზია, რადგან მჯერა, რაც უნდა იყოს, ბევრი რამე ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენს განწყობებზე, ჩვენს მოტივაციასა და ნებისყოფაზე. ანუ შეიძლება ზოდიაქომ განსაზღვროს რაღაცები (ისევ ბიბლიიდან მაგალითი, ესავი და დავითი ორივე მარსის მფარველობის ქვეშ იყვნენ, ანუ “სისხლისმოყვარულები”, შედეგად, ერთი ავი კაცი გახდა და მეორე კიდევ დიადი მეფე, რომლის ფსალმუნებიც უნივერსალურია, ასე რომ ვთქვათ), მაგრამ ჩვენზე უფრო მეტია ალბათ დამოკიდებული.
თუმცა, კიდევ ერთი “კონტროვერსია”, შეგვიძლია რომ?.. ვაითუ, არაფერიც არ შეგვიძლია და ყველაფერი წინასწარაა უკვე გადაწყვეტილი და უკვე მომხდარი. მარადიული საკითხი, ვიცი.
მომავალ პოსტამდე!!! :-დ
ფორუმის ძველი ნაწერიდან ამოკრეფილი იდეები დავბლოგე. ჰო, ალბათ ადამიანი ყველა ზოდიაქოზე მაღლა დგას, რადგან გააჩნია არჩევანის საშუალება. სხვანაირად რომ ვთქვათ, უფლის ნაწილაკი გვაქვს – სული. მჯერა, რომ სადღაც ჩვენს გვერდით არსებობენ ადამიანები, გამონაკლისები, ჩარჩოდან ამოვარდნილები, ცხოვრებისეული რუკიდან ამომხტარი საქციელები რომ აქვთ; ვზივარ და ვფიქრობ, რომ აი, ის არის. ის. მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ნორმაში ჩამჯდარი გამოდის. აი, დავითიც კი, თუ მართლა მარსიანელია, მარსი ხომ დიდი ენერგიის მომცემია, მან უბრალოდ ენერგიის მედლის მეორე მხარე აირჩია და სინათლეს დაუთმო ცხოვრება. საკუთარ ომში გაიმარჯვა. გაჩენილი ტყუპების შემთხვევაში, როცა ერთდროულად აცემინებენ კიდეც, საბოლოოდ სხვადასხვა ცხოვრება აქვთ. ერთხელ გადავწყვიტე, რომ გამეცნო შესაძლებლობისამებრ ყველა ადამიანი, ვისთანაც დაბადების დღე და საათი მემთხვევა. ჩემთვის ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო იმის დასანახად როგორ მოქმედებს ადამიანური მუხტი. და თუ მართლა ჩარჩოში ვართ, იმ ფარგლებშიც კი იმდენ შესაძლებლობებს ვიღებთ, ინდივიდუალობას არაფერი აკლდება.
გიცდია შენი შვილების ბედი გაგეგო? ან აღზრდის ეტაპზე დაგეხმარებინა მათი რუკა? ძალიან ბევრს ვფიქრობ, თუ როდისმე შვილი მეყოლება, შევეცდები თუ არა დავგეგმო მათი აღზრდა მოცემული რუკის მიხედვით. ვფიქრობ, რომ არა. მაგრამ ძმის შვილთან მაინც შევცოდე და სამშობიაროშივე, როცა შამპანიური მოგვაწოდეს, რუკის შედგენა დავიწყე. დავინახე, რომ პლანეტები შეერთებას ქმნიდნენ. მთვარის გარდა ყველა ერთბაშად ჩამწკრივებული იყო და ახლა აღზრდისას სულ მაქვს იმის შიში, რომ დუალიზმის აღქმა არ შეეძლება და ვცდილობ საგნები სხვადასხვა მხრიდან მივაწოდო.
მე კიდევ სხვაგვარი დასკვნა გამოვიტანე. შენს ბლოგზე ჩემი მომავალია, ხოლო ჩემს ბლოგზე შენი ყოფილი ცხოვრება, ის, რაც ინდივიდუალურად არსებობის დროს გაინტერესებდა. ამიტომ ვჭირდებით ერთმანეთს. შემდეგ პოსტში პატარა “შპარგალკას” შემოგთავაზებ, იქნებ დაინტერესდე.
შენ იცი შენი დაბადების საათი? მე არ ვიცი, მაგალითად და ახლა დამაფიქრე, ვინ იცის, რომ ვიცოდე, რამხელა პოტენციალის აღმოჩენა შემეძლოს.
ჩემი შვილების ბედის გაგება არ მიცდია, მაგრამ აღზრდის მეთოდს მათი დაბადების მაქსიმუმ მეექვსე თვიდან უკვე ისე კარგად ვაყალიბებ. ამ ასაკში უკვე ჩანს მათი ტემპერამენტი, შესაბამისად ვხვდები, როგორ უნდა მივუდგე და რა რეაქცია მქონდეს მათ ამა თუ იმ ქცევაზე.
ნამდვილად ასე უნდა იყოს. ამას რა ჯობია.
ახლა წავიკითხავ შენს ახალ პოსტს 🙂
მე ვიცი ჩემი საათი. დაბადების დღესაც არ ვალოცინებ ახლობლებს, სანამ ისარი იმ საბედისწერო საათს არ ჩამოკრავს :დ რექტიფიკაციის პროგრამა გჭირდება შენ. ახლა ვუზივარ და ვურახუნებ თავს და თუ რამეს გავარკვევ, გეტყვი :დ