მე რომ მწვადი არ ვჭამო, დედაშენმა ყავა არ დალიოს, ირაკლიმ – კოკა-კოლა, შენ კი – ღვინო, – რაა ოჯახიო, – მამამ. მას მერე, რაც ძამიკომ სახლში არც მარხული, არც ვეგეტარიანელი, არამედ ვეგანი სტუმარი მოგვიყვანა. აქამდე არასდროს შევხვედრივარ ადამიანს, რომელიც მოუთუშავი, მოუხარშავი, საღი და უმი ბოსტნეულით იკვებება და ამტკიცებს, ქრისტეც ვეგანი იყო, უბრალოდ თევზი იმ დროინდელი სადილის კრებითი სახელიაო.
თავის დროზე მშობლების მშობლებმა ჩემი აღმოცენების შესაწირად მსხლის ხე დანერგეს. მამამ კი დაკარგული ლეკვი ქუჩაში იპოვნა და ვიშვილეთ როგორც თანატოლი შვილი, მეგობარი, მამასახლისი. ვიცოდი, რომ დაახლოებით, თექვსმეტი წლის რომ გავხდებოდით, ის დაბერდებოდა და მოკვდებოდა. ამასობაში წვრილძვალა მსხალი, რომელსაც ნაყოფი ჯერ არ გამოეღო, სიმაღლეში მისწრებდა.
სევდიანი ისაა, რომ მცენარეს ცისკენ წადილით მალევე ვაჯობე და ხეზე მაღალი გავიზარდე. ზაფხულობით სოფელში ჩასული ბებიაჩემს ვეკითხებოდი მსხალმა ნაყოფი თუ გამოიღო მეთქი, ისე მინდოდა თანატოლი ხის დაგემოვნება. მაგრამ ყოველ წელს ორიოდე მკვახე მსხალი ემშობიარა, ცრემლივით რომ ჩამოეკონწიალებინა თვალების ფორმიან ფოთლებზე. ერთ ზაფხულამდეც მოჭრეს. ისეთი დისტროფიკი იყო, ტოტები ლამის მიწიდან ეწყებოდაო. ჩრდილადაც არ ვარგოდაო ჩემი უშვილო ხე. იმ ადგილას გოგრები დათესეს, არ მიყვარს ოქტომბერი.
ძაღლს კი ღვინიანი ადამიანები არ უყვარდა. თექვსმეტის რომ გავხდი, უკვე შემეძლო დაღვინება. იმის მერე ძაღლი არ მყვარებია. მონოგამიის მოქადაგე ქვრივად ვიქეცი. მცენარეები მაინც მხიბლავდა, იმდენად, რომ ვჭამდი. ცხოველები რომ მყვარებოდა, ვეგეტარიანელი კი არ ვიქნებოდი, მაჩვენე ორგანიზმში რას იღებ და გეტყვი ვინ ხარ შენო, და გემრიელად ვისადილებდი უმად. კაცი რომ ვიყო, ალბათ მოძალადე ქმარი ვიქნებოდი.
ბავშვობიდან მეზიზღებიან კატები, თავნებები, თავისუფლები. თანაც იმდენად, რომ მათი მოკვლაც არ შემიძლია, არ უნდა გავისვარო მათში ხელები. იმდენად მეზიზღებიან, რომ ვინმე ჰომოფობივით სიძულვილის მიზეზის თქმაც კი არ შემიძლია. ჩემი სიძულვილი კი მაშინ ორკეცდება, როცა გოგოები მადარებენ ხასიათით კატას. ერთმანეთი გაიცნეს? პირი შეკრეს?
იცით, წმინდანები მალე რატომ არ იხრწნებიან? იმიტომ, რომ მარხულობენ და მცენარეებით იკვებებიან. მცენარეები ნახშირ(ის)წყლებისგან შედგებიან და ამიტომაც ნელა იხრწნებიან.
ერთი ძაძიანი შენაკადი აქვს ივრის მდინარეს. ამ ზაფხულს იქვე ოჯახმა დრაფტი მოვაწყეთ, რომ მანქანის ნომერი წყალში ჩაგვივარდა. შევცურე და ძალიან ლამაზი კუროს ქალა ვიპოვნე, სურათი გადავუღე, მუხლებზე დავისვი, მოვეფერე. თვალებში მცენარეები ჩადგმოდა, ძვალი დელფინივით სრიალებდა. რა ლამაზია წყალში გახრწნილი სხეული. მე თუ მოვკვდები, როდისმე მაინც, წყალში დამმარხეთ.
რამდენიმე დღის მერე აუზიდან სახლში ვბრუნდებოდი როცა ვაკეში მკვდარი ძაღლი ვიპოვნე. წარმოიდგინეთ კადრი, ცხოველია გახსნილი პირით, დიდი კბილებით. ასო მოეკვეთათ და ექვე ფეხებთან მიეგდოთ, ჭრილობაში კი მცენარეები ჩაებღუჯათ. მე არ ვიცოდი ვის დასჭირდა ამის გაკეთება და რატომ. ეს არ გავდა სექტის ნამოქმედარს. შეიძლება ბავშვები.. პირველი რაც გავაკეთე, ვეტერინარი კლასელი მყავს და ვურეკავ, ვეკითხები რჩევას, რა გავაკეთო. “არსებობს რაიმე ცხოველთა დაცვის კანონი, რომელიც დამნაშავეებს დასჯის?” “სახელმწიფოში, სადაც ადამიანების უფლებები არაა დაცული, ცხოველისას როგორ დაიცავ?!”
მახსოვდა ინფორმაცია ძაღლების ჩხუბის შესახებ, სადაც პატრონი სერიოზულად უნდა დასჯილიყო, მაგრამ ამბავი მსუბუქი შეშინებით დასრულდა. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას მივმართე და ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა: “არსებობს რაიმე რეაქცია მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ მიმართული საქართველოში?” “ასეთ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები უნდა ჩავრთოთ, ჩაუტარდეს ცხოველს ექსპერტიზა და ყველაფერი ფაქტებზე და მტკიცებულებებზეა დამოკიდებული”. ანუ როგორც ადამიანის წამების შემთხვევაში, მაგრამ დასძინეს, რომ ათეული საქმეა სასამართლოს გადაცემული, თუმცა უშედეგოდ. მე მაინც ვცდილობ მასალების მოძიებას.
ამ დღეებში სახლში ხვლიკი და სხვა ქვეწარმავალი აღმოვაჩინე. ისინი ჩემი ლოგინის ირგვლივ დარბიან და წერისას შთამაგონებენ მიძღვნას. ეძღვნებათ ხვლიკებს, მცენარეებს და ცხოველებს, კატებსაც კი. და მგონი ამდენი ბალახის ჭამით ყვავილად ვიქეცი, ფოთლად ვიქეცი, დესტრუქციის უუნარო, არაფრის მოკვლა რომ არ შეუძლია, თვალების ფორმის ფოთლები თუ უწითლდებათ და სცვივათ, მათზე დაკიდებულ მკვახე ცრემლად. ჩემი ოთახი არის თეთრი ხისგან. რემონტი რომ გავაკეთეთ, დავატოვებინე. იყოს. ეს ის კუროა:
კურო ანუ ვერძი ანუ თხა ხომ?
რა ლამაზი სურათია.
ძროხა.
ა უი :დ
ის ვიდეო სადმე ატვირთული თუ გაქვს, მანახე რა.
ატვირთული არ მაქვს, ამ დღეებში მოგცემ მეილით.
ok
მცენარედ ქცევაზე გამახსენდა. ძალიან ადრე, ლიტერატურულ პალიტრაში დაიბეჭდა ერთი ქალბატონის მოთხრობა – ,,უკუსუნთქვა” ერქვა, თუ სწორად მახსოვს და ხედქცევის საინტერესო ვერსია იყო
“უკუსუნთქვა” – სათაურს უკვე ეტყობა შინაარსი. ვნახავ აუცილებლად.
სულ ჩუმად ვკითხულობ ხოლმე შენს პოსტებს და დღეს ეტყობა ჩემს სიჩუმეს ვადა გაუვიდა.
ის დღე გამახსენდა რომ აღმოგაჩინე.
:* შორიდან მიყვარხარ ))
არ ვიცი როდის აღმომაჩინე. რა საინტერესოა. სამაგიეროდ, მახსოვს როდის გნახე პირადად.
მე რატომ არ ვიცი ეგ ამბავი (( დავიჯერო ვიცი?
ჰო, ბუქსითიში
აჰა. რამდენი რამის მოძებნა მოვასწარი ახლა ))
ყოჩაღ, ნახე? : )
კი, რაღაც რუღაცეები ❤
გამოხმაურება: vol.10. | Merz AnnA Blume