როცა კორინე დეიმ გადაიღო 15 წლის ქეით მოსი, ჩაცვენილი თვალებით, შუბლზე ნაოჭებით და ლაქებიანი კანით, მომენტი 90-იან წლებში მიმდინარე პროცესებს ასახავდა: ახალგაზრდები აღარ ეთაყვანებოდნენ მრგვალფორმიან ფემინურ ქალებს, არამედ ამტკიცებდნენ, რომ ჰეროინის მოხმარება ესთეტიურია. ეცვათ “კელვინ კლეინის” ტრუსები, თმა გაეწეწათ და უძილობისგან ჩაშავებული თვალების დასაფარად ღარები შავი ფანქარით ამოექოლათ. სწორედ ჰეროინ ჩიკთან არის დაკავშირებული ანორექსიით დაავადება, ათასი უბედურება და 90-იანების ბნელი არტი.
წამლის სიყვარული შეყვარებულებით დაიწყო: მოდის ფოტოგრაფს ნარკომანი ქალი შეუყვარდა და ხალხსაც იმ კუთხით დაანახა, როგორც ხედავდა, გლამურულად. იღებდა სატრფოს ჰეროინულ ცხოვრებას და ამით ჰეროინიზმს ამკვიდრებდა მოდაში. ნარკოტიკი არასდროს ყოფილა ასეთი სექსუალურიო. შეიძლება ჰეროინ ჩიკი ის სისტემაა, ლარსონის ლიზბეტს რომ ჩააცვა ან ლარი კლარკს შიდსიანი ბავშვები და კენ პარკი გადააღებინა. სენ ლორანის მოდის სახლია, მონაზონის კდემამოსილებას რომ აცვამდა თავად მოსტიქაროსნო ტიპაჟი ნარკომან მოდელებს. მაგრამ ჩემთვის მაინც კორინე დეის თინეიჯერია, დევიდ სორენტის აბაზანის ნიჟარაა, ქეით მოსისა და ჯონი დეპის საწოლია, კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც მაშინ გავიცანი, როცა კვდებოდა. ოთახში გამოვკეტე, მოვუარე. ზედაპირულად, ეს იყო ქცევა მკურნალობის. ღრმად რომ ჩამეხედა, დავინახავდი, რომ ეს იყო ბრძოლა ჩემში: რამდენად მიტაცებდა ქეით მოსის უფერო სახე ან ვინსენტ გალო. განა მიბაძვა, ყურებით ტკბობა. და ჩვენ ბოლოჯერ შევხვდით ერთმანეთს, როცა განიკურნა.
ნახე, რა ლამაზია.
მეც მიყვარს კეიტის და ჯონის ეს სურათი. და ზოგადად კეიტს აქვს ის ხიბლი, რაც სხვა მოდელებს არ აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ყველა აკრიტიკებდა მისი სიდაბლისა და დაგრეხილი ფეხების გამო.
კეთილი იყოს ჩემი ფეხი აქ 🙂 ვამატებ რიდერში.