მე, როგორც გოგო ობობა

large

სად იყო მარველის ადამიანი ობობა, როცა იყო არაქნეს მითი.
ქალი, რომელიც ძალიან მაგრად ქსოვდა ძველ ბერძნულ სამი დე ფორმატებში, მერე თავი ჩამოიხრჩო და სიცოცხლე ობობად გააგრძელდა, სტაბილურად მქსოველი და ჩამოკონწიალებული.
ვუყურებ ცარცით დახაზულ კაბას, ძაფებ გამობმულ ჩხირებს და მათზე დაკიდულ ნემსებს. სალონის კულისებში თაფლის პროცედურაზე ქალებთან საუბრები რესტორნებში მოფლირტავე კაცებს მირჩევნია. ან ვიტრინებთან თითისწვერებით დამდგარი გოგო, ჯიბეებს ხელებით რომ უყურებს და ამბობს: “ჩემით შევიკერავ”. ხანდახან ძაფებს ყელზე ვიხვევ და ასე ვწევარ ჩართულ ტელევიზორთან. კაფკას ფრაზას ვიმეორებ პერმანენტულად, I am a cage in a search of a bird. I am a cage in a search of a bird.
ჩემი ბოლო დროინდელი გატაცება ყაზახეთის ემბიენტ-ატმოსფერული ხმებია. აქამდე არ მეფიქრა ყაზახეთის საზღვარზე კოსმოსში. ან რატომ უნდა მეფიქრა მოლეკულებზე. საავადმყოფოში ვუსმენდი ხოლმე და ისეთი შეგრძნება მქონდა, ყურებში ყურთსასმენებივით მეწყო კომეტები. I am a cage in a search of a bird. I am a cage in a search of a bird. ჩემი საწოლი ფერად ძაფიანი ობობას ქსელი გახდა.
პირველად ჩემი შეკერილი კაბა ერთ ღონისძიებაზე ჩავიცვი, არავის დაუნახავს კერვისგან დაჩხვლეტილი თითები. მაღიზიანებს ცივილური ღიმილი ტკივილისას, სხვა არ დავტვირთოო და მაინც იცინიან. იტირე, როცა გინდა. იცინე, როცა გინდა. იკივლე, როცა გინდა. არ მინდა დავმალო, მინდა ხედავდე, მეც დაკენკილი თითები მაქვს, მაგრამ ვამაყობ. მე მიყვარს კაბის შექმნის პროცესიც.
და ყურებში ბამბებივით მეწყო კომეტები.

One response to “მე, როგორც გოგო ობობა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s