ის მგზავრი მე ვიყავი

რა ისტორიები აღარ გვსმენია მძღოლთა წინარე ცხოვრების შესახებ, მაგრამ ამ დღეებში მოსმენილი მინდა გაგიზიაროთ: სამარშუტო ტაქსში ვიჯექი, ჩემთვის უცნობი კაცი რომ გადაუდგა მგზავრობას კოჭლობით. მძღოლმა მკლავები აიკაპიწა და ხერხემლის ძირში მიადო. რამდენიმე წუთის მერე უცნობმა დაიძახა: “მეწვის”, – და გაგვშორდა. მძღოლმა დაძრა მანქანა და დასძინა: სულ მძღოლი კი არ ვიყავი, ბიოდენები მაქვსო.
მართლაც, რა ჯობს როცა ადამიანს ძლიერი ბიოველი აქვს და რეგენერაციის უნარი. როცა კარგი მასაჟის გაკეთება შეგიძლია ან დააჯერო მაინც იმდენად ვინმე, რომ მანქანას წინ გადაუდგეს განსაკურნებლად. ამ დროს მძღოლობის უძველეს ქარონულ პროფესიაზე დავფიქრდი. რომ საშინელი მტარებელი ვარ, ყველაზე სექსისტურ ხუმრობებში რომ დამცინიან, ისეთი. სულერთია, მძღოლის პირდაპირი თუ უზნაძისეული გაგებით. რომ მამაჩემისთვის საუკეთესო ბიო ენერგია მაქვს, მტკივნეულ ადგილას ვაკოცებ და მორჩა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული როცა ერთი თანამგზავრი წამოიწია:
– და სულიერ ტრამვებს შველით?

One response to “ის მგზავრი მე ვიყავი

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s