ამბავი ჭაში ჩავარდნილი კაცისა და გრძელი “იი”

შარშანდელი ამბავია საკანალიზაციო ჭაში მჯდარი თბილისელი კაცისა, რომელმაც თავი მაღლა ამოყო და მანქანამ გადაუარა. ძალიან განვიცდიდი მის ტრაგიკულ სიკვდილს და ახლობლებს ვუზიარებდი. პასუხი კი სიცილი იყო: წარმოიდგენდნენ ალბათ დისნეის მუსიკაზე თავის წაცლას. ფონად კი სხვადასხვა მუსიკალური გადაცემების სასაცილო მომენტებს აზიარებდნენ. ხანდახან მგონია, რომ იუმორის აღქმაში უნარშეზღუდული დაბადებით ვარ. ან შეიძლება იმიტომ, რომ ბავშვობაში დამცინოდნენ და ძალიან ბევრს დამცინოდნენ. არც ახლა მაკლია ეგ. შეიძლება იუმორის დაცინვისგან განსხვავება არა თუ მიჭირდეს, საზღვარს ძლივს ვამჩნევდე. ან თუნდაც იმიტომ, რომ აღქმის უნარი იმდენად მაქვს დაზიანებული თეთრს შავისგან ვერ ვარჩევ და სატირალს საცინარისგან, ხოლო სხვას რომ მეტად მანკიერს დავინახავ, თავდაჯერებული არა ვარ და მათთან დაცემის მეშინია. ან კბილები მაქვს ცუდი და აქეთ დასაცინი გავხდე, მეშინია. შეიძლება მიზეზის ძიების ყველა ჩამოთვლილი ვარიანტია მართალი ან არც ერთი, მაგრამ ვერაფრით ვიცინი. არ მაცინებს სამეგობროში როგორ დასცინიან ქუსლებით სალაშქროდ წამოსულ მეგობარს. არც ის მაცინებს, როგორ უყურებენ ხოხმებს დაცემული მოხუცის შესახებ, წამოდგომას რომ ცდილობს და ლაფით უფრო ისვრება. არც ტევეში მუსიკალური ჩაფლავებები მგვრის ღიმილს. და ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ ფოტოებზეც არ ვიცინი, როცა მიღებენ და ჩიტები უნდა გამოფრინდნენ, ხელი უნდა დავუქნიო და ვთქვა გრძელი “იი”. აღმოვაჩინე, რომ ყოველთვის დაცინულის მხარეს ვიჭერ, რადგან ვერაფრით ვისწავლე, რომ ათი, რომელიც ერთს დასცინის, შეიძლება იყოს მართალი. არ ვიცი აფთარი თუ ტირის, მაგრამ აფთარივით ვიწყებ ტირილს. პარანორნალურად ვტირი და მიხარია, რომ მოცინარი არ ვარ.
სამსახურის გამო ბოლო დღეები ბავშვთა გასართობ ცენტრებში გავატარე, სადაც ბავშვებს გოგონებად და ბიჭებად გაყოფას სთხოვდნენ და ერთმანეთს სახალისო ამბებში ეჯიბრებოდნენ. გოგონებს უხაროდათ თუ ბიჭებს უგებდნენ, ბიჭებსაც უხაროდათ თუ გოგონებს უგებდნენ. ძალიან ბევრს იცინოდნენ მშობლებიც და გამრთობებიც. ლამის განწირული სახით ვიდექი და მეშლებოდა ნერვები თავზე, თუ რატომ ვხედავდი უწყინარ გართობაშიც პრობლემას. ნელ-ნელა დიპლომატიური ღიმილი გამოვიმუშავე და განვაცხადე: “ბავშვთა აღზრდის იდეებია გადასახედი. არ ვიცი როგორი უნდა იყოს, მაგრამ არა ასეთი”. იცით რა მოხდა შარშან? იმ ანეგდოტზე დღემდე მეცინება: “- რა განსხვავებაა ქრისტეს ხატსა და ქრისტეს შორის? – ხატი ერთი ლურსმნითაც იკიდება”. გამეცინა და საკუთარ თავზე დღემდე ვბრაზობ: მე ხომ არასდროს ვიცინოდი სხვის უბედურებაზე, ნუთუ სოციუმის შინაარსულად არა ჯანსაღი სიცილი გავლენას ახდენს ჩემზეც. იქნებ სხვათა პრობლემების აღქმა გამიუბრალურდა მეთქი. იქნებ ღიმილი სევდას მალავს. იქნებ.
თურმე არსებობს პედაგოგთა ახალი სახელმძღვანელო და დღე მის სწავლაში გავატარე. “სწავლაში” პირობითად, შეიძლება მე აღმომაჩენინოს სამყარო, თორემ რა უნდა ასწავლოს, სიტყვაზე, ფილოლოგიის პედაგოგს წიგნმა, რომელიც, ჯერ მარტო, პუნქტუაციური შეცდომებითაა სავსე. მაგალითად, შეცდომით გადატანილი სიტყვა “ურთიერთმ-ხარდაჭერა”. პიაჟეს კოგნიტურ თეორიაზე იყო საუბარი. ბავშვის განვითრების ოთხ ძირითად საფეხურზე, სადაც 11-დან 16 წლამდე ბავშვები ეგოცენტრულად აღიქვამენ სამყაროს და თვლიან, რომ მათ რომ უბედურება აქვთ, ისეთი არავის სწვევია, “შენ ჩემი არ გესმის,” “შენ რომ წაიქეცი, ისე მე არ წავიქცეოდი”, – თემატიკა. გავიფიქრე, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ მათ ოჯახებს რომ გაჭირვება ახსოვთ, ისეთი არ დაგვსიზმრებია, რომ ისინი იმდენს იტანჯებიან, რომ აწი სამოთხეში მოხვდებიან. და ქვედა აბზაცებზე შენიშვნაც წავიკითხე: ზოგი ბავშვი ამ სტადიაში შეიძლება ვერ განვითარდეს, ამიტომ აღმზრდელის განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო, მაგალითად, რომელიმე ისტორიული თუ ფიქციური გმირის ადგილზე ყოფნის გათამაშებით და სხვა. მიდგომის ეს მეთოდი მომეწონა, ლამისაა ფსიქოლოგებზე აზრი შევიცვალე, მაგრამ ისევ ფსიქიკის დოგმატურ საზღვრებში დახაზვას წავაწყდი. ეწერა, რომ ბავშვები იყოფიან პოპულარულ, …და უარყოფილ ბავშვებად. პოპულარული ბავშვები აუცილებლად არიან: მზრუნველები, კეთილები და ნიჭიერი მსმენელები. ხოლო სოციუმიდან უარყოფილები ისეთი ბავშვები არიან, რომლებიც არიან აგრესიულები და იმპულსურები. მათი აკადემიური დონე დაბალია. ასეთი ბავშვები ხშირად არიან ღარიბი ოჯახებიდან ან ეთნიკური უმცირესობიდანო. არ მეგონა 2010 წელს გამოშვებულ წიგნში პედაგოგებს თუ ასწავლიდნენ, რომ აგრესიულები ეკონომიურად უმრავლესობა და ეთნიკურად უმცირესობა იყოს.
ის, ანეგდოტი იცით? კამერა შედის ბარში და..

One response to “ამბავი ჭაში ჩავარდნილი კაცისა და გრძელი “იი”

  1. რა კარგი გოგო ხარ და როგორი კარგი პოსტია, ისევე როგორც მთელი ბლოგი.

    მე საკმაოდ დიდი ვარ უკვე (29,5 წლის), მაგრამ დღემდე არ მეცინება სხვების უბედურებებზე. ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი მეორე არხი ტელევიზია და თუ სწორად მახსოვს, იქ აჩვენებდნენ რაღაც იდიოტურ შოუს, სადაც ადამიანები ეცემოდნენ, გადმოვარდებოდნენ, რაღაცას იტკენდნენ და ხალხს უნდა ეხარხარა. ჩემი მეგობრების უმეტესობა კვდებოდა სიცილით და გიჟდებოდა ამ გადაცემაზე. ვერ წარმოიდგენ (არა, შენ წარმოიდგენ, ყველა – ვერა), გული როგორ მეწურებოდა.

    არ ვიცი, რატომ უნდა მოგინდეს ასეთ რაღაცებზე სიცილი, ან ბოროტი ხუმრობები რატომ უნდა მოგეწონოს. უბრალოდ, ადამიანები რაციონალურ აზროვნებას საერთოდ თიშავენ და ემოციები რასაც კარნახობთ, ისე იქცევიან.

    ის მომენტი კიდევ, როცა ათი ერთს დასცინის, იმის ნიშანია, რომ ის 10 უბრალოდ ბრბოა და არცერთი მოაზროვნე, სამწუხაროდ. ფსიქოლოგია მხოლოდ მაინორად მაქვს ნასწავლი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, უმეტეს შემთხვევაში ისინი დასცინიან სხვებს, რომლებიც თავად კომპლექსებით არიან დახუნძლული, და სხვების დაცინვით, საკუთარ ნაკლს მალავენ, რომ უკეთესები გამოჩნდნენ.

    მადლობა ასეთი კარგი პოსტისთვის!!!

    მიხარია, რომ მარტო არ ვყოფილვარ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s