out of doing

ორი სამსახური მაქვს: ერთი რომელიც მომწონს და მეორე რომელიც მჭირდება. სახლში რომ მოვდივარ, მშობლები მექცევიან ძალიან კარგად და მივლიან. ყოველთვის ზრდილობიანად მკითხულობენ მეგობრები. ბევრს დავდივარ ფეხით და ვმოგზაურობ. თანაბრად ვარ დაკავებული სპორტითაც და კითხვითაც. მაგრამ ღამით ვერაფრით ვიძინებ. თანდათან გამოცდისთვის მზადება დავიწყე. სასმელიც ვცადე. ახალმა ინტერესმა იქნებ მიშველოს მეთქი და მუსიკის კეთება დავიწყე. ძილის წინ ცხვრების ჩამოთვლაზე აღარაფერს ვამბობ. მაგრამ რასაც მივაღწიე ორიოდე საათი ძილი და იქ დასიზმრებული ეშმაკები იყვნენ. ბოლოს პანიკური შიში დამეწყო, სუნთქვა შემეკრა და ექიმთან მოვხვდი:
– რას უჩივით?
– ვერ ვიღლები.
– იქნებ ენერგიას არასწორ რამეში ხარჯავთ?
წამალმა კი იმოქმედა, მაგრამ ფსიქოლოგები არ მიყვარს, არც მთელი ცხოვრება წამლებზე შეჯდომა მხიბლავს. მაგრამ ყველაზე ცუდი ამ თვეში ის მოხდა, რომ დავიღალე. ქანცგაწყვეტილი ვცხოვრობ მთელი დღე, ფეხის გადადგმაც კი მეზარება, პრობლემა კი იმაშია, რომ მაინც ვერ ვიძინებ. ამ დროს კინგის რომანებს ემსგავსება დღეები და საკუთარი სიფხიზლე მახრჩობს. რა კარგი სიტყვაა გაქცევა. გა(რეთ) ქცევა. ინგლისურად უკეთ ვხსნი out of doing. გაქცევა, თავისი არსიდან გამომდინარე, არასდროსაა გაქცევა, რადგან გაქცევაც უკვე ქცევაა. ვიღებ ტელეფონს და ვრეკავ:
– მომენატრე.
– მე კიდევ გაბრაზებული ვარ.
ვცდილობ გათიშვამდე ემოცია მივიღო. კუჭის აშლამდე მიყვარდეს ანუ პოეტები მუცელში პეპლებს რომ ეძახიან. ვცდილობ ბავშვის ტირილმა ან სიცილმა გამათბოს. მართლა ვცდილობ. იმასაც ვცდილობ პოლიტიკაში ჩავერთო და საკუთარი აზრი გამაჩნდეს. აი, ვწერ კიდეც როგორ მართლა ძალიან მეძინება. იქნებ მიშველოს.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s