სამსახური და სხვა ვალდებულებანი

10288013_873703292656396_1339804461_o

გამიმართლა, რომ ერთი ხეტიალა მეგობარი მყავს. ავიღებთ ხოლმე საგზალს და ახალ ადგილებს აღმოვაჩენთ. როგორც ბავშვობაში ნათამაშები სტრატეგიული თამაში. ჯერ ბნელი რუკით იწყება, მხოლოდ საკუთარი ტერიტორია მაქვს განათებული, ფეხს დაადგამ და იხსნება.
ჩვენც შუა კაკლის ტყეში ამერიკა არ აღმოვაჩინოთ, მაგრამ ვცხოვრობთ როგორც ფილმებში. სამსახური მივაგდე და სახეტიალოდ წავედი. წვიმისგან ტყეში მიტოვებულ სახლს შევეფარეთ და ვფიქრობთ, რომ აქ ოდესღაც სულები ცხოვრობდნენ. ქარი რომ ჭიშკრის კარებს დაუბერავს და ნძრევას დააწყებინებს, მკვდარ სიჩუმეში, რიტმულ წკაპუნში, ის დასაკეტად გადის. მე გავრბივარ მისკენ და წარმოვიდგენთ, როგორ მოგვდევს წვიმის კაცი, რომ ათასი დაბრკოლება უნდა გადავლახოთ და კედლისხელა რუკაზე ჭიკარტზე წამოცმული ფურცელი მივამაგროთ: “აქ ჩვენ წყლის სტიქიას შევებრძოლეთ და გადავრჩით”.
სამსახურიდან მირეკავენ ხოლმე, მეკითხებიან, თუ დავბრუნდები და როდის. ვისუნთქავ წვიმის ჰაერს თავისუფლად გახსნილ ფილტვებში, იმ ფილტვებში, სიგარეტის კვამლი რომ არ ეკარება, ერთი სული მაქვს ვთქვა, წადი თქვენიც მეთქი, მაგრამ მაინც მშვიდად ვპასუხობ: “დავბრუნდები, რა თქმა უნდა, ერთი სული მაააქვს”.

4 responses to “სამსახური და სხვა ვალდებულებანი

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s