ცხოველთა ფორმის სამკაულები წარმართულ საქართველოში

ვინაიდან ახალ ქალაქში ჩასული პირველ რიგში მის მუზეუმს ვეცნობი, მათზე კითხვამაც გამიტაცა. კვირა ჯვრის პროლოგად წარმოდგენილი ცხოველების ფორმის სამკაულებს მივუძღვენი. მაგალითად, ახლად დაქორწინებულებს საწოლის ქვეშ მორიელის სიმბოლო, როგორც ნაყოფიერების წმინდანი, ეწყოთ და სხვა.
შეჯამებისთვის დავწერ, რომ გათხრებისას აღმოჩენილი აქსესუარების ფუნქციის გასაშიფრად ისტორიკოსებს ფოლკლორული მასალაც ეხმარებოდათ, როგორც პირიქით.
ძველად ირმებს მარჯვენა პროფილით სახავდნენ, აქცენტირებული თავ-კისერითა, უმეტესად წინ გაწვდილი დრუნჩით და ქორბუდა რქებით. სამკაულების უმეტესობას თითო რქაზე 6-7 შვრელი აქვს.
ირმისგან განსხვავებით წინ იყურება ჯიხვი. მის რქებს მიართმევდნენ ხოლმე მაშინდელ ხატ-სალოცავებს ძღვნად. შეინიშნება ორთავიანი ჯიხვის გამოსახვაც. ვნახე ერთი სამკაულიც, სადაც ვერძის გაკეთებისას ოსტატის ხელი ჩანს.
ცხენის ფაფარი, ძირითადად, შეკრეჭილია სხივისებრი გამონაშვერებით, რაც მზის იმიტაციად არის მიჩნეული და გამოხატავს ასტრალურ სიმბოლოს. ცხენი განიხილებოდა როგორც ნაყოფიერების ღვთაებათა წრის წარმომადგენელი და ნადირობასთანაა დაკავშირებული. ხანდახან ცხენზე ქალურად დამჯდარი მამაკაციც გვინახავს გამოსახული.
კურდღლის გამოსახვაში ჭარბობს სტილიზაციის ელემენტები. თვალები და ნესტოები წერტილებითაა აღნიშნული. ჭარბი სასიცოცხლო ძალისა და ნაყოფიერების სიმბოლოა. მისი წინა ფეხების თათები, როგორც ამულეტი, ბედნიერების წყაროდ ითვლებოდა. გაქცეული კურდღლის ამოტვიფვრა ქრისტიანობის გადევნის ხანებშია შექმნილი.
საინტერესოა, რომ მგელ-ძაღლი საფლავის ქვებზე გამოისახება. მაგრამ იქ გამოსახულ ძაღლებს საყელური უკეთიათ. რაც იმის მანიშნებელია, რომ მწყემს ეხმარებიან. ყმა აუცილებლად უნდა მონათლულიყო, რომ გამხდარიყო საყმოს წევრი. მაგალითისთვის შემოგთავაზებთ მგლად კურთხევის ლოცვას:
“ინათლება მგლად.. დღეის მერე ევალის: იყოს მგელი და მხოლოდ მგელი. სახე მისი არა კაცისა ფერი (არა ხატი და მსგავსება ღმრთისა), არა სხვა რამის მსგავსი, არცა კატისა, არცა ეშმაკისა.
დღეის მერე იყოს მორჩილი მბრძანებლისა ჩვენისა და მისგან განწესებული ყოველი კანონის.
დღეის მერე სვას სისხლი და ერიდოს მძორს!
არ დაინდოს ადამიანის ძე!
არ უღალატოს მგლებს!
ნადირობისას არ მოიშალოს რკალი!
არ გადავიდეს წინამძღოლის ნება-სურვილს.
ყოველივე, რაც განწესდება ჩვენს სამსჯავროზე, იყოს შეუვალი კანონი მისთვის.
ყელს გადაცმული ალდახი იყოს მისი მგლობის ბეჭედი.
მოინათლოს!..”
და ბოლოს მგლის სისხლს თავზე ასხამდნენ.

3 responses to “ცხოველთა ფორმის სამკაულები წარმართულ საქართველოში

  1. საინტერესო იყო. ჩემი სოფლის სასაფლაოზე ერთ–ერთ საფლავზე არის ძაღლი თუ მგელი გამოსახული, მაგრამ როგორც შენ ამბობ არა საფლავის ქვაზე, არამდენ თავად საფლავის გალავანზე. ბავშვობაში შევამჩნიე. არ ვიცი ამასთან რამე კავშირშია თუ არა, თან “თანამედროვე” საფლავია )) მაგრამ საინტერესო კია რატომ ეს არსება მაინცდამაინც. ან ვის მოუვიდა თავში ამის გამოსახვა დაახლოებით 15 წლის წინ 🙂

  2. სამეგრელოში?
    კუბოებზეც მინახავს და ზოგადად, საფლავის ირგვლივაც. გადმოცემის თანახმად, საიქიოსაც ძაღლები იცავენ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s