მოხეტიალე აზრები

შენთან მინდაო.
სახლიდან გამოვიპარეო.
დედას სკოლაში ვგონივარო.
და ისა..
მიყვარხარო.
როცა ადამიანები ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან ან პატიებას სთხოვენ, ტონი ეცვლებათ. მითუმეტეს, თუ ამას ტრანსპორტში ამოსული პატარა ბიჭი ტელეფონში ამბობს, ბაღი ალბათ ახლახანს რომ დაამთავრა და შუა ყინვაში პეპლიანი კოსტუმი აცვია, ის კოსტუმი, სავარაუდოდ, სკოლის პირველ დღეს რომ ჩააცვეს და თმაზე მამამისის საპარსი ქაფი ასხია ბზინვარების მისაცემად.
ჰო და მიყვარხარო.
ჭორიკანა მეზობელივით დავცქვიტე ყურები. იმ ბებერი ქალწულივით, ვისაც შემეძლო მეყურებინა უამრავი მელოდრამისთვის ან მეკითხა წიგნები ომის დროინდელ თავგანწირულ გრძნობაზე, მაგრამ ვერც ერთი იმოქმედებდა ჩემთვის ისე სუფთად, როგორც სკოლიდან გამოპარული ბიჭუნა პეპლით. მივიღე. ვიტირე. დამამახსოვრდა.
ძალიან მომწონს ქალის ტირილი. კაცი რომ ვიყო, გაპარსვას დავუშლიდი, ვუყურებდი, თავის თავს როგორ ეფერება და დღეში ორჯერ ვატირებდი. ან გაუპარსავ თავს როგორ ეფერება და სიამოვნებისგან ტირის. ესეც შეიძლება.
აი, მე დავიღალე. მე არ მითქვამს იმ ბიჭუნასთვის, რომ დამძიმდება. უქმე დღეებზე შეეცდება ძილი არ შეიბრუნოს, თორემ მოხეტიალე აზრები გაეფიქრება, უგზო უკვლოდ რომ დაფრინავენ და თუ დაიჭერ, ტვინს იმდენად აგირევენ, რომ სატირალზე გაცინონ და გასაცინზე გატირონ.
არც ის მითქვამს, რომ გზააბნეულმა ფიქრებმა მატერიად ქცევის სურვილით ავტონომიური ნაწილები გამიხსნეს, სხვასთან ყოველ ჩახუტებაზე ჩემში სახეს იხოკენ, ჩაბჟირებამდე ტირიან, ხმის ჩახლეჩვამდე კივიან, მე შიგნიდან მიგუბდება ყურები და მათი ხმების დასაფარად წვრილმანებზე ვჩხუბობ, ვკივივარ. მოხეტიალე აზრები ჭაობს მიემართებიან.
ერთხელაც ვიჯერებ, რომ არასდროს შევიბრუნო ძილი, ვიმუშაო დაღლამდე, ოცნებას არ მივეცე, მოხეტიალე ფიქრები ჩემიდან გავყარო. არ დამენანოს და სხეულიდან განვფერთხო.
ვახერხებ.
უკვე მშვიდი ჩახუტება ვიცი. მოხვევისას სუნთქვა ვისწავლე. მე ვრჩები. სხეულიდან გარეთ. ჩემგან გარეთ. მოხეტიალე აზრებმა ჩემი ტანი დაისაკუთრეს, მათ მაგივრად ეს მე გავსულვარ, წავსულვარ. საკუთარ თავს ვეძახი ხოლმე, ახლა მოხეტიალე მას მე ვგონივარ და შიგნით არ მიშვებს. ძილს არ იბრუნებს. დაღლამდე მუშაობს. ოცნებას არ ეძლევა.
მე არაფერი მითქვამს იმ ბავშვისთვის, საუბარს რომ მორჩა, კევი მივაწოდე: – გამოგადგება, – და გავიღიმე.

7 responses to “მოხეტიალე აზრები

  1. არა უშავს, ჩემმა დამ მაინც იკადრა მაგის ჭამა 😀 შენ წერე და დაე, ბევრი საჭმელი დაიწვას 🙂 (ოღონდ ჩემი არაა რა, დეპრესიაში ვვარდები “ჩავარდნილ” საკვებზე:( )

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s