ტილდა

tilda-big

ერთხელ მეგობარს ვეუბნები, რა საერთო შეიძლება მქონდეს ადამიანთან, რომელიც სისხლის ძალას ვერ გრძნობს, პარალელურ მეებად არ იქსაქსება და ტილდა სვინტონის ყინულოვანი სახე არ მოსწონს მეთქი. ტილდა მართლა ძალიან ლამაზი ქალია, მაშინაც კი, როცა სექსუალობას იშორებს და უსქესო ხდება, არ ერიდება უხერხული სახის მიღებას. სახით მართლა დევიდ ბოუის არ წააგავს?
ესაა თეთრი ქალი კენიაში პედაგოგად მომუშავე. ბელა ტარის მუზა და კომუნისტი ნატურშიცა. პანკის ეპოქაში სკოლა-პანსიონში გაიზარდა და ჰარი პოტერი სძულს: რა ვქნა,საერთო საცხოვრებლები ამდენად არ მიყვარსო. საღებავებით მოსვრილი სახით შემიყვარდა. ამბობენ, ბრიჯიტ ჯონსის როლისთვის მოისაზრებოდა. რა სხვანაირი ფილმი გამოვიდოდა მისი მონაწილეობით!
“What would you get if the exterior of a Star Wars Imperial Star Destroyer mated with Clay Aiken? Tilda Swinton. That’s what.”
ერთხელ მეგობრები მოვიდნენ და მითხრეს, რომ ჩემი ასტროლოგიური ტყუპი იპოვნეს. თუ სტიქიებს ქანებად დავყოფდით, ჟანგბადით გატენილი ტბები ვიყავით, რომელზეც მიწა იქნებოდა დამხობილი. შეიძლება არ იცით, მაგრამ შავი მთვარის დების, ლილიტის  სახლის მოდელი იყო. მას შემდეგ ტილდა ჩემია, კატის თვალება ტყუპების დედა.

2uyshtu

12 responses to “ტილდა

  1. ყოველთვის მომწონდა ეს მსახიობი, მაგრამ ის რაც რამდენიმე დღის წინ ვნახე, ყველა მოლოდინს გადააჭარბა. “Snowpiercer” ში შესრულებული როლი იმდენად სახიერია, ვფიქრობ ტილდამ საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა.


  2. ბოლო გიფი "პლაჟი"–დან, როგორც მახსოვს.
    ბოლოს Snowpiercer ვნახე და ძალიან გამიჭირდა ტილდას ამოცნობა ))

    და მაინც, ნეტა რას გრძნობენ ის ადამიანები,რომლებსაც ეს ქალი არ მოსწონთ? 🙂

  3. ვიცოდი, “Snowpiercer”-ში მისი მონაწილეობის შესახებ, ამიტომ ბუნებრივად ვიცანი. თუმცა “გრანდ ბუდაპესტში”, ვაღიარებ და ვერ ვიცანი, სანამ არ მითხრეს. შემრცხვა.
    საინტერესო კითხვაა.

  4. მე ამ ფილმს სწორედ ტილდას მეშვეობით მივაგენი. გამიკვირდა კიდეც, რომ არ მქონდა ნანახი. ხშირად ფილმებს მსახიობებისა და რეჟისორების მიხედვით ვარჩევ ხოლმე. თავიდან არ მჯეროდა რომ ეს არსება ტილდა იყო, შემდეგ კი ეს გრძნობა გაოცებამ და აღფრთოვანებამ შეცვალა.
    არ ვიცი ვის შეიძლება არ მოსწონდეს ტილდა. ყველას თავისი გემოვნება აქვს… ჩემთვის უფრო ის არის მნიშვნელოვანი ვის მოსწონს ტილდა, რადგან მათში თანამოაზრეს ვხედავ. ისევე როგორც რომელიმე მუსიკოსის ან ანსამბლის მოწონება გამოხატავს ამა თუ იმ ადამიანის სამყაროს, ბუნებას, ინტელექტს და ა.შ. ასევე არის აქაც… ვიღაცას ბიონსე მოსწონს, ვიღაცას ბიორკი… ვისაც ტილდა მოსწონს, უკვე ვიცი, რომ ჩემთვის ამ ადამიანის სამყარო შედარებით ახლობელი იქნება და უფრო კარგად გავუგებ, ვიდრე სხვა მსახიობის მოწონების შემთხვევაში.

  5. ძველს ძალიან ვეჩვევი და დიდი ძალისხმევა მჭირდება, რომ ახალი , თან ასე რადიკალურად განსხვავებული სახეებით აღვიქვა.
    ძალიან ბევრია :))

  6. Snowpiercer-ში ვნახე გუშინ წინ და ბუდაპეშტში გუშინ და ვერცერთგან ვერ ვიცანი -_- ფილმი რომ დასრულდა, მერე მივხვდი, რომელიც იყო. საოცარი ქალია.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s