გუშინ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, ძველ რუსეთში პირველი ტატუს ხელოსნების ნებართვა, ეწარმოათ თავიანთი საქმიანობა და ჩავფიქრდი ამ ჯეიმს კუკის დროინდელ ტერმინზე, როგორც ხელოვნებად ქცეულ სხეულზე, ძველად რიტუალის ჩასატარებლად ან პატიმართა დასანიშნად რომ იყენებდნენ. ერთი პიტერ გრინვეის ფილმი მოგვითხრობს, მკვდარი ადამიანის წარწერიანი კანის გატყავებაზე, დღიურად ქცეულ პოლიგრაფიულ კანზე. და მივხვდი, გადასაღებად, ერთჯერადი საღებავებით კანზე ნახატების მიუხედავად, ერთგულების არ ქონის გამო, ვერასდროს გავიკეთებ ტატუს. ეს ისეთია ამბავია, შენს ცხოვრებას ჯერ კიდევ საუკუნის მეოთხედში სათაური მისცე. თურმე ჯეკ ლონდონიც “პატარა დიასახლისის” მიუხედავად, ტუმინირების აპოლოგეტი ყოფილა: მაჩვენე ადამიანი ტატუთი და მე გაჩვენებ რა საინტერესო წარსული ქონიაო. ხოლო ჩემი საყვარელი ციტატა მაინც უილიამ დევაულთს ეკუთვნის: ციტატა ეს არის ტატუ ენაზეო.
მართლაც, ჩემთვის საკუთარი თავის შეგუება თავად იმხელა პროცესია, როცა სხეულის სტაბილურობის ატანა მიწევს, ნებისმიერი ხანგრძლივი დანამატი ისტერიაში მაგდებს. ერთი სიტყვით, შეფარული პანიკიორი ქალი ვარ. ხომ არსებობს ზოგადი საერთაშორისო წესები, რომლის მიხედვითაც ტატუირების პროცესი რეგულირდება, მაგალითად, პლიუს თვრამეტი, გადაწყვეტა ალკოჰოლის არა ზემოქმედების ქვეშ, არ უნდა იყოს შეჩვეული ნარკოტიკის მოხმარებას, არა ფეხმძიმე ან მეძუძური დედა, – მაგრამ ამ წესებს არც ჩვენთან და ზოგადი მასშტაბითაც ნაკლებად აკვირდებიან. მე კი დავამატებდი კიდევ სხვა პუნქტს, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია: ადამიანის უნარის თუ უუნარობის გამოკვლევას უცხო ფორმების ფიზიკური და მენტალური მხრით, რამდენად ფლობს პიროვნება საკუთარი სხეულის სტაბილურობას და სიახლისადმი შეგუებას. არა, როგორც კანონს, თუნდაც როგორც სემინარს, სადაც ვივლიდი ამ ლამაზი ტატუს გაკეთების გამო: პლანეტების ენაზე დაწერილი ჩემი სახელი, რომლის ჯერ მხოლოდ ფეინთური მონახაზია.
წარმოდგენაც კი არ მაქვს, რა შეიძლება მქონდეს ტატუდ 🙂 რომ გავიკეთო, ალბათ, მეორე დღეს მომინდება მის ადგილას სხვა რამე.
მე პირიქით, ყველაფერს იმდენად ვეჩვევი, რომ მერე იმ ჩემს ტატულიკოს რამე რომ დაემართოს და გადასხვაფერდეს, გავგიჟდები 😀