სამღვდელოება როგორც პაიკი

დილით ჩემი მეგობრები ინტერნეტში პრეზიდენტის ფოტოს ეძებდნენ, ქუჩაში რომ შეგხვდეს ხომ უნდა ვიცნოთო. მის პიროვნებაზე, საქმესა თუ პირად ცხოვრებაზე ინტერესი როგორი ნაუცბათევიც იყო, ისევე მალე ჩაქრა და დავივიწყეთ, სადღაც არჩევნებთან ერთად, ყოფილი პრეზიდენტის “attantion whore”-ის შემდეგ. თითქოს იმ ნანატრი ორგაზმის შემდეგ სიმშვიდე ისე მივიღეთ, როგორც აქციებ გამოვლილი, ნაშიმშილები და პირ ახვეული საზოგადოება წყნარდება მოინტროვერსიული ხელმძღვანელის მიღებით.
მაგრამ მოხდა ისე, რომ მთელი ეს დრო ყურადღების ცენტრისთვის ეკლესია პაიკივით გაიწირა. პატრიარქის რეარჩევაც რომ შეიძლებოდეს, საზოგადოება სადღაც არჩევნების მოსათხოვ აქციებსა და მათ მოწინააღმდეგეთა ქილიკში იქნებოდა. იქნებ საქმე სულაც არ არის პოლიტიკურ სტაბილურობაში და საქმე მართლაც რელიგიურ უევოლუციობასთან გვაქვს, დაწყნარებულ ზღვაში კენჭებივით რომ იჩინა თავი. აქვე აღმოსავლური გურუს ფიცი მახსენდება: “მე ვიცი და შემიძლია გასწავლო”, – რითიც სამუდამოდ განწირული ხდება ახლის შეუმეცნებისთვის და ამაშია მისი პიროვნების ტრაგიზმი, ტრაგედია სკამის სტაბილურობის.
ამ კვირაში ინტერნეტ სივრცეში მიმდინარე გამოკითხვას ვადევნებდი თვალს, სადაც მოქალაქეები წლის მთავარ გამოწვევას არჩევდნენ, სადაც ჩემდა გასაკვირად, მეორე ადგილი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სურვილს ეკავა, ხოლო ხარისხიანი განათლების მსურველები ბოლო ადგილს იკავებდნენ, თითქოს უმუშევრობის პრობლემა (პირველ ადგილზე გასული) თუ შიდაპოლიტუკური სტაბილურობა (მე-3 პრიორიტეტი) მხოლოდ ზემდგომისგან, თავისით გვარდებოდეს. გამოკითხვა სიმბოლური მეჩვენა იმ საზოგადოებისთვის, ვისთვისაც თვითგანათლება დამატებითი აქსესუარია და არა სამკერვალო მასალა. ამიტომ, დიახ, მე ვთვლი, რომ სამღვდელოება მსხვერპლის როლშია. არა მხოლოდ პოლიტიკური მხრიდან, ან თავად რელიგიის სტრუქტურიდან გამომდინარე: მატერიალურად იერარქიულად მაღალ საფეხურზე ყოფნა ხომ დამატებით პატივს აჩენს, რასაც ბერები ზოგადად გაურბიან. ეს თვითშეწირვაა სხვისი სამოთხისთვის მასწავლებლის მსხვერპლი.

1511681_510632732389040_1413516443_n

3 responses to “სამღვდელოება როგორც პაიკი

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s