ისეთი ზამთარია, მგონია, ცხრა წელი გასტანს. ვინტერფელიდან დაშვებულ ყინვას ვერ შეედრება, სადაც გმირები არც კი ცივდებიან, სურდო არ აქვთ, არ ახველებენ. ამ პრობლემას მხოლოდ “თქვენთვის წერილიასნაირ” ფილმებში თუ ებრძვიან. ეტყობა, მეც ამ კატეგორიას მივეკუთვნები და გავცივდი. მთავარია, მკერდი ცხელი ზეთით დაგიზილონ და ამერიკული “სიტქომიდან ” “თბილი ფისო” გიმღერონ. მე მიყვარს სიცხე რომ მაქვს, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმი იბრძვის, ამ დროს ყელი აღარ მტკივა და ვიძინებ.
ნეტავ მეც ასე ვიყო :((