ვეგეტარიანული ვამპირიზმი

ხომ არსებობენ ვამპირები რომლებიც სისხლს სვამენ, დონორებს იმდენად ფილტრავენ, რომ კვდებიან ან იძულებულნი არიან ახალი ენერგია იპოვონ. მაგრამ ხომ არსებობენ ვეგეტარიანელი ვამპირებიც, ძილში რომ ძლიერდებიან, ან ბუნებაში, ან საუბრებში. იმ ენერგიის ვამპირებს, რომლებიც ძალას კითხვითა და ინფორმაციის ნაკადით ივსებენ და ეს მიზანმიმართული მაგიური აქტია, სილემები ეწოდებათ. ბიბლიოთეკებსა თუ არქივებში რომ მუშაობენ და გონებრივი სავარჯიშოები მათი ელექსირია, ტელეპატიის ხარჯზე ცხოვრობენ. სილემა ეს უმაღლესი დონის ვამპირია, რადგან თავის თავში სხვა ალამუსთა ცოდნას მოიცავს.

ხორცის ჭამა მეზიზღება. არა, ვეგეტანიარელი არ ვარ, თუ ეს ცხოველთა სიყვარულს გულისხმობს. პირიქით, მათდამი ზიზღის გამო. ისევე, როგორც სხვისი ნაქონი სისხლის გადასხმა, ჩასხმა. ადამიანი იმისგან შედგება, რასაც შეჭამსო, შეირგებსო. აი, ვზივარ და სტაფისთვის მომზადებულ ვახშამს ვუყურებ, ჯერ კიდევ სისხლშეუმშრალი სისხლითა და ქონით. იქნებ შინაგანად ცრუ მორწმუნე ვარ, და როგორც მარხულები იძახიან, ყოველგვარი ცხოველურის მოშორება მინდა, მცენარედ ქცევა გაცილებით მიმზიდველია და ექსპრესიული ბუნების ნაცვლად ანალიტიკურობის წამოწევა.

ამას წინათ, ინტერნეტში ალამუსების შემსწავლელ კურსს გადავაწყდი, რომლებიც სილემების მიერ დაწერილი წიგნებით ხელმძღვანელობენ სიმბოლური თუ სოლიდური თანხის სანაცვლოდ. მათ შორის ლავაროშებისაც, პირველ ყოფილი ვამპირების, სანამ გონების ფლანგზე ავიდოდნენ, სისხლით რომ იკვებებოდნენ. კურსის ლექტორები აცხადებენ, ადამიანს თუ სისხლის მიღება უნდა, ალამუსების გზით მაინც მიიღოსო. ვუყურებდი კურსის წინაპირობებს და ვფიქრობდი, სულიერებასაც სჭირდება ფული, უმაღლესი ენერგიის წყარო ფულია.

large

4 responses to “ვეგეტარიანული ვამპირიზმი

  1. სტაფი ცუგოა თუ კატუნა? ))
    ფულამდე თუ მივიდოდით, ნაკლებად ველოდი. თუმცა, გეთანხმები.

  2. ახლა დავაკვირდი, მომიტევე…
    ჩემი კატის მონატრება მომეძალა და მაგას დავაბრალოთ.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s