ტეტრისი

cyberpunk_girl_by_oligarch23-d4tgzb7

ერთი ჩანაწერი მაინც უნდა მქონდეს ტეტრისზე.
მთელი სამსახური თავისუფალ დროს რომ ვთამაშობთ, რუსული ხალხური მელოდიებით, დომინოს, ტეტრამინოსა თუ პენტამინოს ფიგურებით. ერთ დროს საბჭოთა კავშირის აკადემიამ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობისას რომ გამოიგონა ს.ვ. გოლომბის “პოლიმონოს” გავლენით. ეს ფსიქოლოგიური ფიგურების პროექტი შემდეგ მაიკროსოფტმა შეიძინა და მასამდე ასე მოიტანა. ამჯერად, კი არ ვთამაშობ, ვკითხულობ.
თურმე იმ დღეს, როცა ჩემი კომპიუტერი გახდა რვა წლის, ზოდიაქოთი ტყუპები ტეტრისი 29 წლის გახდა. მამამისი პაჟიტნოვი მეტად რუტინის მოყვარული ადამიანი გახლდათ, რომელიც თვლიდა, რომ სისტემატიზირება ცოდნის დედაა და ის iq-ს მიხედვით უნდა ითამაშონ.
შეუძლებელია ველოსიპედის ტარება დაივიწყო და ტეტრისის. ეს კი ჩემთვის იმდენად ყოველდღიური სავარჯიშოა, საღამოს ჩაისთან კროსვორდის შევსების მსგავსი, ახლად გაცნობილ მეგობარებს სავარაუდო iq-ს მიხედვით დონეს ვურჩევ და ვცდი. ტეტრისმა ისეთ ხალხზე ამიცრუა გული, არ მოველოდი. ასეთი სნობი ვარ: ვერც უგრამატიკო ადამიანებთან ვძლებ დიდხანს.

One response to “ტეტრისი

  1. ჩემი 8 წლის კომპიუტერი ამასწინათ გამოვცვალე :)) ტეტრისი მეც მიყვარდა. ის ნაცრისფერი ხელის სათამაშო და თავის ყველა დეტალით მახსოვს დღემდე. 🙂 შენახული არ მაქვს..

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s