პაპა კარლოს დიეტა

private-property-suite-i-karl-lagerfeld-paris-helmut-newton-estateრენესანსულ სავსე მკერდზე ფაშ-ფაშა დეკოლტიდან შავი ვიწრო კაბა რომ გამოიყვანა, ომ გამოვლილი ქალი დამოუკიდებელ მკერდჩაცვენილ ფრიგიდად აქცია და ანორექსიული მოდა დაამკვიდრა, ქალი სამსახურში გაიყვანა, ქალი გააკაცა, იმ ადამიანზე ვამბობ.
და ეს მოდის წინაპარი ძალიან ჰგავდა კარლ ლაგერფილდს, ჰოროსკოპითაც მსგავსნი იყვნენ. თუნდაც იმით, რომ მადა ჭამაში მოსდიოდათ და შთაგონება – შრომაში. იმით, რომ პატიება ძალიან ადვილია, შურისძიებააო რთული. იმით, რომ სიყვარულის აღარ სჯეროდათ. გულწრფელად მხოლოდ დედას შეიძლება შვილი უყვარდესო, – კარლმა. თავიდან ორივეს გული გაუცრუვდა.
ამჯერად, ცნობილია კარლის საყვარელი თეთრი კატა შავი სათვალით, ფისუნია ჩოპეტე. მე კი კარლი ტელეფონის უქონლობით მგავს, დღემდე ურჩევნია ელ.ფოსტით წერილები გზავნოს, ვიდრე დარეკოს.
ამგვარად, დააგროვა დიდძალი კაპიტალი და დაუკავშირდა ექიმ ჟან-კლოდ ჰოდრეტს, ვინც საგანგებოდ შეუმუშავა დიეტა, მერე კარლმა მასთან მუშაობა მემუარულ წიგნად გამოსცა სათაურით “კარლ ლაგერფილდის დიეტა”, ე.წ. “პრიალა კოვზის პროგრამა”. დიეტა ერთადერთი თამაშია, როცა დანაკლისით იგებო.
ნაცნობმა საფრანგეთიდან ჩამოიტანა, დაბურულ მინიან სათვალეებთან და თავშალთან. ბიოლოგიური წიგნი ადამიანებზე, რომლებიც ფიზიკურ სხეულზე ცდებს ატარებენ, წყლისა და თიხის ევოლუციისთვის. გასაკვირი არცაა, რომ წიგნი არაა შიმშილზე, მეტიც, მსოფლიოს ცნობილი გურმანების ასზე მეტი კერძი მოთავსდა, არც თევზეული გამოირიცხა და არც ცომეული პიცა. აქ საქმე ინგრედიენტების შეხამებასთან და კალორიების თვლასთან გვაქვსო.
კარლის ამ ფოტოს ერთ უცხოურ ელ. ჟურნალში წავაწყდი, სადაც საკმაოდ ახალგაზრდა და ანარქიულია გამოსახული მუქ ფერებში. შავია მისი საქორწინო კაბებიც.
რაც შემეხება მე, ტრანსპორტს არ ვხმარობ, მხოლოდ მაშინ, თუ ძალიან ცივა ან მეჩქარება. ცხოვრებაში არ მივარჯიშია, მაგრამ კილომეტრებს ფეხით გავდივარ. გამიმართლა, სახლიდან სამსახურამდე მხოლოდ საათის სავალი არის.
კარლი: “მე ძალიან მიწიერი ვარ, ოღონდ არა ამ მიწიდან”.
კარლი: “არასდროს იქნება შანელის კოლექცია შავის გარეშე”.
კარლი: “არ მინდა სიკვდილის მერე ვინმემ მნახოს, რადგან ჩემს გარეგნობას ვეღარ გავაკონტროლებ”.
მომწონს ხელოვნური სილამაზე. როდესაც გარეგნობა ბრძოლითაა მიღებული და არა საჩუქრად. მითუმეტეს, როცა ფიზიკური სხეული განწყობის მიხედვით, საკუთარი პრეროგატივებით იცვლება. ამჯერად, ანორექსიულ ხასიათზე ვარ.

2 responses to “პაპა კარლოს დიეტა

  1. ანორექსიულის რა გითხრა, მაგრამ სილამაზე რომ მსხვერპლს ითხოვს ესეც იცი 🙂 მეც მიყვარს მოვლილი სილამაზე, თუმცა არა ხელოვნური.

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s