ოხ, ტემზა, ტემზა

ლონდონში წასვლის შანსი გავუშვი.
არა და როგორც ყველა ანგლოფილს, როგორ მჯეროდა, რომ სამეფო ჯარისკაცებს მაინცდამაინც მე გავაცინებდი. ტრაფალგარის მოედანზე ანარქიული სიტყვით გამოვიდოდი და სევდიანი ფიქრების გასართობად ტემზას ნაპირას ჩამოვჯდებოდი. ფეხბურთელების ყრდიანი ას ფურცლიანი რვეულები რომ იყო, ლონდონის რუკას ვწერდი, მაგალითად, ბიგ ბენიდან ბუკინგჰემამდე რომელი გზით მივსულიყავი. არ ჩასული ქალაქის შესახვევები თბილისივით ვიცოდი. მაგრამ აუცილებლად ვიკითხავდი:
– Excuse me sir, can you tell me how to get to baker street?
და ის: – Of course young lady, this is Great Portland Street, go straight, to the right corner there is the Baker Street.
შეიძლება სულაც აღმოჩენილიყო, რომ ერთი გზა გვქონდა და ის მწუხარებას გამოთქვამდა ამინდზე, უფრო სწორედ, ევროპელებზე, რომლებსაც ლონდონზე სულ ჰგონიათ, რომ სულ წვიმს. ცოტას შოტლანდიელ მთიელებს წავკბენდი მეტი ნდობის მოსაპოვებლად, ის კი გამიმხელდა, რამდენ წერილს იღებს მისი მეზობელი 221ბე-ში მცხოვრები ქალი, საქმის გამოძიებას რომ ემუდარებიან შერლოკს. დავმეგობრდებოდით და ვინმე ქ-ნი იქსის საქმე დაგვაინტერესებდა.
ქ-ნი იქსი ამჯერად ლონდონში, ლომბარდის ქუჩაზე იმყოფებოდა, ჩრდილოეთით კორნჰილი რომ ესაზღვრება და სამხრეთით ქენონის ქუჩა. იქ ის წმინდა ედმუნდის სახელობის ტაძარში მღეროდა. ჩემი თანამგზავრი თავს შერლოკად გაასაღებდა, მოემის დაკარგული ხელნაწერების ძიებაში დაეხმარებოდა.
ქალი დაძაბული იჩიჩქნიდა ტუჩებს და ჩვენს ვინაობაზე ბევრ კითხვას სვამდა. მაგრამ მერე შევნიშნავდით დეკოლტეზე ჩამალულ ნიშანს, რაც მიგვახვედრებდა, რომ ეს ქალი ბასკერვილების მოსამსახურის გოგო ყოფილა, შერლოკზე შურის საძიებლად რომ დაბრუნდა. ოღონდ მანამდე ვიფიქრებდით, რომ ის ხელნაწერები თავად შეჭამა, მაგრამ ჭამის კვალი არ გამოჩნდებოდა, ამის მერე ვიფიქრებდით, რომ უბრალოდ აინტერესებდა შერლოკის ნამდვილობა.
დღის ბოლოს უახლოეს სატელეფონო ჯიხურში შევიდოდი და თბილისში ოჯახს დავურეკავდი, ვეტყოდი, რომ მენატრება და დაბრუნება მინდა. უახლოეს გაჩერებასთან მივიდოდი ჩემს ავტობუსს დაველოდებოდი, ბილეთი შეძენილი რომ მქონდა და დღის მანძილზე მგზავრობა რომ უფასო იყო. პეპის სახლთან ჩემს პატარა წინდებს გავიძრობდი, წმინდა პატრიკობა დაემთხვეოდა და წითელს ჩავიცვამდი. შევიდოდი სახლში და ვუყურებდი ინგლისურად მოსაწყენ ფილმებს როგორ წაეკიდა ამხელა ლონდონს ხანძარი, შეყვარებული კაცის გამო, რომ ჩაფიქრდა და სანთელზე ხელი გაეკრა.
მაგრამ იმ კვირაში თვითმფრინავი უჩემოდ წავა.

8 responses to “ოხ, ტემზა, ტემზა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s