ამბავი ვირისა და ხურმისა

როცა ჩემი კლასელები ზაფხულობით სხვადასხვა აგარაკზე, ზღვაზე თუ საზღვარგარეთ, მიდიოდნენ, მამაჩემი ხელს მოგვკიდებდა და მთიულეთში აგვიყვანდა: ლობიოს ვჟილავდით, სიმინდებს იპარავდნენ და მე ვეჩხუბებოდი, სიონის ტბაში ვერთობოდი. და არ მენახა ადგილი მთიულეთის გარდა, სკოლის ექსკურსიები რომ არ ჩაგვეთვალა საგურამოში ან კოჯორში.
თიანეთში ხილი არ იყო ქლიავის გარდა. ვახუშტის კი აქვს მოხსენიებული ვაზი, მაგრამ მაშინ ალბათ სხვა კლიმატი იყო. მერე შეიცვალა. როგორ არ მიყვარდა ქლიავი.
ვაშლი კი მოდიოდა, მაგრამ გვიან, მაგარი და უგემური. კიდევ ირგვლივ ტყემალი გვქონდა, ვენახივით გაშენებული. უღლის არაყს ვადუღებდით ან ქლიავის ჟიპიტაურს ვწურავდით. ამ ქლიავიანი კუჭით მონასტრებში დავდიოდით, მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმში ვიპარებოდი.
რუჯი არ მიყვარდა და ხეების ქვეშ ვიმალებოდი, ზღვაზეც უზომო ტანსაცმლით მივდიოდი. ბავშვობიდან სითეთრის ფეტიში მაქვს, შავის მიუკარებლობის გამო მზეთუნახავს მეძახდნენ. ერთხელ დამესიზმრა კიდეც: სოლარიუმის კაბინა გამოვიგონე, ფიზიკის ფორმულები ვწერე და ვწერე, ადამიანი შესვლისას გაშავების ნაცვლად უნდა გათეთრებულიყო. შევდიოდი და მარმარილოზე თეთრი გამოვდიოდი. მაგრამ გამეღვიძა და რუჯმიღებულ ხალხში როგორც მინდოდა, არც ისე თეთრი ვჩანდი.
სიღნაღში რომ აღვმოჩნდი, სტუდენტი ვიყავი, ეს იყო ჩემი პირველი გასეირნება ჩრდილოეთის გარეთ, თუნდაც აღმოსავლეთში. საზამთრო დავკალით და ვენახიდან სინებით ყურძენი მოვიტანეთ. კოღოებმა ისე დამკბინეს, თეთრი არ დამრჩა და ხალხს მზისგან დამწვრობა ეგონა. შევხედე სუფრას და ვთქვი: ქლიავი მინდა, – თქვეს, რომ ეს იყო ამბავი ვირისა და ხურმისა.
მოსაწყენია ჩემი ისტორიები, ვიცი. ისეთივე მონოტონური, როგორი ცხოვრებაც მინდა.

***

ჩვენთან კიდევ ერთი ტრადიციაა, თვალდახუჭულმა უნდა გაიარო საბადურების ტყე, თუ ყოველი ხრამი თუ ქვა არ იცი, არ გყვარებია შენი ადგილი. ალბათ ექსტრიმი აქედან გამომყვა: ხშირად გადასასვლელზე თვალებს ვხუჭავ. ურიცხვი მანქანაა, რომელსაც არ გავუტანივარ.

5 responses to “ამბავი ვირისა და ხურმისა

  1. გადსასვლელებზე თვალის დახუჭვა, ყველაზე ცუდად რომ ვარ მაშინ მჩვევია.

  2. ახლა გავიაზრე მანქანებით სავსე გზაზე თვალდახუჭული გადასვლის სცენა და დამაჟრიალა. საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შემოდებას თავისი ხიბლი აქვს, თუმცა ამ შემთხვევაში სხვისი ცხოვრებაც ფიგურირებს. ბავშვობაში (მგონია რომ აზროვნების პრობლემა მქონდა და ზუსტად ვერ აღვიქვამდი რა ქმედებას რა შედეგი შეიძლებოდა მოყოლოდა) სხვა ბავშებს ავუხირდი გზაზე დავწვეთ მეთქი, ჰოდა ვწვებოდით, მანქანა რომ გვიახლოვდებოდა მივრბოდით, თუმცა მაშინ მიზნად საკუთარი სიცოცხლის სასწორზე შემოდება არ მქონია, სრულიად იდიოტური მიზეზი მქონდა, ახლა ვხვდები რომ იმის კეთება ვერაფროთ ვისწავლე, რისთვისაც ამას თავის დროზე ვაკეთებდი და დღესაც, “გზაზე დაწოლის” ასაკისთვის შესაფერის ქმედებას მივმართავ ხოლმე. თუ მონოტონური ცხოვრება გინდა ე.ი. ჯერ ასე არ ცხოვრობ? მოდი გავცვალოთ 🙂

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s