გედების ტბა

ეს მოხდა ადრე, როცა პირველად მუსიკაზე მიმიყვანეს, მუცელი იმდენად მტკიოდა, საავადმყოფოში გამაქანეს ბრმა ნაწლავის ამოსაჭრელად. მხოლოდ ერთმა ექიმმა შენიშნა, რომ სტრესი იქნებოდა და ნაწლავების ბრალი არ იყო. იმის მერე ასაკთან შედარებით, კარგი მუსიკოსი გავხდი, ექვსი წლისას, როცა დრამატულ ხასიათზე ვიყავი, ბახის დაკვრა მიყვარდა და როცა რომანტიკულზე, ჩაიკოვსკის. ჩაიკოსვკის გედების. გედების ჭაობის.
ერთი საიდუმლო მაქვს, პრობლემების დროს მუცელი უსაშველოდ მტკივდება, მაგრამ საავადმყოფოში აღარ მივდივარ, მართლა ბრმა ნაწლავის ბრალიც რომ იყოს, ცრუპენტელასა და მგლების არ იყოს, როგორ გავიგებ.
ამჯერად წიგნს ვკითხულობდი სახელად “მითოლოგიები მონოგამიაზე”, სადაც მეცნიერული მიდგომით აღწერილია აბსოლუტური ერთგულების არ არსებობა დეენემის ცხოველური ევოლუციიდან ჰომოსაპიენსამდე, თავისი განვითარების მანძილზე ადამიანი მონოთეიზმს რომ უშედეგოდ ცდილობდა. მეტიც, აღმოჩნდა, რომ გედებიც კი არ ყოფილან მონოგამები. აბა მე რა მჭირს, მუცელი მხოლოდ ერთთან რომ მტკივა. იქნებ იმდენი ილუზია შევიქმენი ტრადიციისგან, დავსუსტდი და ალტერნატივას ვეღარ ვხედავ. ან მეტი ვარ ჰომოსაპიენსზე.

One response to “გედების ტბა

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s