პიტნის ჩაი და თაფლი

პირველი ბიოლოგიური იარაღი, რაც ცნობილია, რომ ქართველებმა ომში გამოიყენეს, თაფლია. ეს შემთხვევა, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით მოხდა, როცა კოლხებმა მაგიდებზე ოჰ ამ ნარსი თაფლით სახლები მიატოვეს და მტრები სიტკბოებით დაწამლეს. მერე მათმა ცოლებმა სინდისის ქენჯნით თაფლებისგან სანთლები ასხეს. ეს ამბავი სიმბოლურობის გამო მომწონდა, არა მხოლოდ ომისა და რელიგიის ერთობაზე, როგორც სხვა ამბები ბიო იარაღებზე. თან ვეთანხმებოდი, თუ ვინმე გაწყენინებდა, მეორე ლოყაც უნდა შეგეშვირა, რომ ხელი სტკენოდა, ათასი ლოყა უნდა შეგეშვირა, რომ სტკენოდა, თუ ვინმე გაწყენინებდა, სიტკბოება უნდა მიგეცა, იქამდე, სანამ კარიესი არ დაემართებოდა და კბილები ტკივილით დასცვივდებოდა. თუ ვინმე გაწყენინებს, სიკეთე გაუკეთე, რადგან არაფერია სინდისზე ცივ სისხლიანი.
უჩვეულოდ მენატრება შემოდგომა, ქურას მზესავით მიფიცხებული პირს თაფლით რომ იკოკლოზინებ, ყელს რადიკალური სიტკბო რომ ჩაგწვავს, ისე დაგცხება, შეგიძლია კედლებზე ახვიდე და მერე პიტნის ჩაი დასაამებლად მიაყოლო. კარლსონივით კომბინიზონიან შარვალიდან ქილის გამხსნელს ამოაძრობ და ტლიკავ, ხელებზე პიტნის სუნი რომ აგდის, აი, ისე მენატრება.
მეფუტკრეების ოჯახში მოვხვდი, ქუჩაში გაცნობილი ხალხით, ტრადიცია შევიქმენი, მოხუცები უნდა გავიცნო და საღამოები მათთან გავატარო, იშვიათად, რომ შვებულებისას ნაცნობებთან ვიყო, მარტო ხეტიალი მიყვარს, უგზო-უკვლოდ, უჯიპიარესოდ, იმდენად, რამდენადაც ხალხი, შინაურივით შესვლა მათ სახლებში და გულახდილი საუბრები, გაშინაურება, შეყვარება.
აი, ეს ფოტო მათ გადამიღეს, როდესაც სანთლის ჩამოქნას მასწავლიდნენ და დინდგელის ბურთულებისგან მახათზე წამოცმულ კაცუნებს ვამზადებდი. მერე რაღაც პროექტიც მქონდა, მაკრო რეჟიმში გადაღებული ფუტკრებისა და თაფლის. მაგრამ რატომღაც თაფლზე სულ ის ამბავი მახსენდება, ისტორიაში ნასწავლი და დამამახსოვრდა.

35656

One response to “პიტნის ჩაი და თაფლი

  1. ”თუ ვინმე გაწყენინებს, სიკეთე გაუკეთე, რადგან არაფერია სინდისზე ცივ სისხლიანი.”-როგორ ვეთანხმები ამას!

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s