ზარმაცი ავტორები

ახსოვს, როცა პირველ სამ. ესსეს ვწერდი, მეგობარმა თავისი ხელნაწერი თემის ვორდში გადატანა მთხოვა. მაშინ კლავიატურასთან მუშაობა ჯერ კიდევ ცოტამ იცოდა. ვწერდი და ვწერდი, სანამ ჩემმა ლურჯამ ვირუსი არ აიკიდა და ორივე თემა ემსხვერპლა. გადამცდარი წყლისა და გაშეშებული ჯდომის შემდეგ, წერას სიჯიუტით შევუდექი, მაგრამ ვინაიდან ზოგი გამოყენებული ლიტერატურის მითითებული გვერდები ზუსტად არ მახსოვდა, ცოდვა ჩავიდინე და მიახლოებით გამოვიგონე. იხილეთ, “ჩოხიანი დადა”.
საქმე იმაშია, რომ მაშინ სტუდენტი ვიყავი და თემა 30 კაცს არ გასცდენია, ალბათ არც კი წაუკითხავთ ლექტორებს. მაგრამ შეცდომით მითითებული ლიტერატურა მნიშვნელოვან წიგნებშიც იმდენჯერ მხვდება, უკვე თამაში დავიწყე, ათიდან ორი თუ გაამართლებს.

10 responses to “ზარმაცი ავტორები

  1. საკურსო-სადიპლომოებზე და დისერტაციაზე რაც მე პედანტური სიზუსტით ვწერე გვერდები… მეგონა, სხვანაორად ქვეყანა დაიქცეოდა და თურმე არ იქცევა 🙂

  2. ჩემს ცოდვებს აღარ ჩამოვთვლი მაშინ.

    ისე, სადიპლომოს სქოლიოც მეც პედანტურად ჩავაწიკწიკე და საქმეების ნომრებიც ამოვწერე.

  3. მე სპეციალურად შევუცვალე თავები (მეორედან ეგერევ მეოტხეზე გადადიოდა) ნაშრომს, მეგონა ვერავინ შეამჩნევდა :დ

  4. შეამჩნიეს და მერე ვუთხარი რომ თქვენ ყურადღებას ვამოწმებდი-მეთქი. საბედნიეროდ, ხუმრობად ჩათვალეს :დ

გამოთქვით აზრი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s