როცა ძველ ქართულ მწერლობას ვიკვლევდი, სტუდენტური ცნობისმოყვარეობით მგონი მაშინ არსებულ ყველა სექტას ვეწვეოდი აპოკრიფების შესაგროვებლად, ორალური ამბების, სახელიც რომ შესაბამისი აქვს: ბერძნულად დაფარულსა და ძველ ქართულად დაუბეჭდველს ნიშნავს. ამბების, რომლებიც ეკლესიამ ავტორიტეტულიდან განაგდო, მაგრამ მკვლევრებს მაინც გვაინტერესებს კანონიკის ვარიაციებისა გამო, თავიდან მხოლოდ იდეურ დევნას რომ განიცდიდნენ და შემდგომ ფიზიკურ განადგურებასაც. კანონიერი აპოკრიფებისგან განსხვავებით, როგორიცაა თუნდაც ადამის და სამოთხის მითი, სადაც, ჩვეულებრივ, ხელოვნის ფანტაზია ჩანს, შეუწყნარებელი აპოკრიფები იმ სპეც. არსებულ ნუსხაში მოხვდნენ, რომელის აკრძალვის შესახებ დადგენილება მრავალგზისაა მიღებული და მათ ნუსხას “ინდექსი” ეწოდებოდა. ჩვენთან ცნობილია ექვთიმე ათონელის შექმნილი “ინდექსი”. მათგან ბევრია ქართულადაც ნათარგმნი და ორ ნაწილად იყოფა: მეათე საუკუნემდე და მერე.
აპოკრიფებმა, რომლებმაც ჩემზე იმოქმედეს, ღვთისმშობლის მიმოსვლა იყო სატანჯველ ადგილებში. ვინმეს ხელი რომ მოეკიდა, ალბათ მისგან საინტერესო ფენტეზიც გამოვიდოდა, თუ როგორ მოიარა ქალმა ჯოჯოხეთი. ქალის, როგორც უწმინდური არსების მომზადება მადლისთვის. ხოლო ლუკასგან თქმულ მამამთავრულ ამბავში მოცემულია გენეალოგიური ხაზი მარიამისა და ისტორიული გენეალოგიით დაინტერესებულ პირს დააინტერესებდა. “თქმული ღვთისმშობლის შობისთვის” მოგვითხრობს არა მხოლოდ მის შობას, არამედ ბავშვობასაც და შვილის შეძენასაც.
მაგრამ ჩემთვის საკმაოდ საინტერესოა აპოკრიფები, სადაც ქრისტეს ბავშვობაა აღწერილი, თუნდაც ბოლო დღეები, მაგრამ არა როგორც ღმერთი, არამედ, როგორც ადამიანი. დაწერილი დღიურის სახით, წერილებად. ჩვენამდე მოღწეულია აპოკრიფი, რასაც ახლა ვეცნობი, სახელად “ავგაროზი”, ანუ მიწერ-მოწერა ქრისტესა და იუდეის მეფის ავგაროზს შორის. თავიდან იმდენად აინტერესებდათ, რომ საქრისტიანოში კანონიკური უფლება ჰქონდა და მუდამ მის თარგმნაში იყვნენ. წერილებში აღწერილია დასნეულებული ავგაროზის თხოვნა განკურნებაზე და დადებითი დაპირებები მაცხოვრისგან. ამ ეპისტოლეს სნეულებათა განმკურნებლადაც მიიჩნევდნენ, შვიდი ბეჭდით დაბეჭდა და დართული აქვს ამ ბეჭდების ახსნა. აღწერილია მხატვრებისა და ხელთუქმნელი ხატის ისტორია და წესი სხეულიდან ეშმაკის განდევნისა. ქართულად თარგმნილია ექვთიმე ათონელის და გიორგი მთაწმინდელის მიერ.
შვიდი ბეჭდის ახსნა მუშაობს, ოღონდ არც ებრაულ, არც ბერძნულ და არც ლათინურ ანბანს 3-ზე მეტის ახსნის უნარი არ აქვს და ისიც ძალიან ბევრი მანიპულაციის, სიტყვათა ნაწილის ამოგლეჯვით და სიტყვების დამტვრევით მიიღწევა… ამას ქვია გემატრიული კოდირების გახსნა.
ორი ავაზაკი ჯვარცმაზე იტანჯება და ძვლებში უნდა დაამტვრიო რომ “სიტყვის” სული(რიცხვი) განუტეოს
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს – ასომთავრული სრული 40 ასონიშნით მთლიანად ხსნის ფარდას ამ საიდუმლოს.. ეს კი უკვე საკმაოდ ვრცელი თემაა და ალბათ მოკლე კომენტარი აღარ გამომივა..
მარიამის კვართი და ქრისტეს კვართი, ელიას ხალენი და გრაალის თასი.. ეს ყველაფერი სიმბოლოა და თუკი რამე ვერ გაიგეს ამა ქვეყნის მმართველებმა, ან პირდაპირ ამოიღეს ბიბლიიდან, ან აპოკრიფებად დატოვეს.
ასეთია იესოს გამონათქვამბიც, რომლებიც “აგრაფ”-ებში შემოინახა. მაგალითად:
“მათ ვინც ჩემთან არიან, არ ესმით ჩემი” (ანუ მოციქულებსაც და მოსწავლეებსაც არ ესმოდათ მისი ბოლომდე?)
“თუკი თქვენს შორის ქვედა ზედად არ იქნება და მარჯვენა – მარცხენა, ვერ შეხვალთ ჩემს სასუფეველში” (ეს ძალიან კარგი ინსტრუქციაა!!!)
“როდესაც ორნი გახდებიან ერთი, და გარე როგორც შიდა, მდედრობითი სქესი მამრობითთან ერთად არ იქნება არც მდედრობითი, არც მამრობითი. ასე თუ მოიქცევით, მოვა მამაჩემის სასუფეველი.” (ეს კი ვისაც როგორ ესმის ისე მიიღებს, თუმცა იდეალური მინიშნებაა მე-4 ბეჭდის ახსნაზე)
გავხადოთ მარჯვენა მარცხენა: თამადაადამათ
გარე გახდა შიდა: სიმ-ეტ-რიამის-ტე-რია
ორი გახდა ერთი- ამბორ-უყო ამბავი ორად უყო(???)
პირველითგან იყო სიტყუაიპირ ველით განიყო სიტყუაი
სიტყვის ჯვარცმა:
-სიტყვის საკონტროლო ჯამური რიცხვის დაანგარიშება
ფარ:
სიტყვის შუაზე გაყოფა და მასში და-ფარ-ულის გამხელა (ამბ-ორის-ყოფა)
ქანი (ბერძნულში ამ ადგილას დგას х):
“..ოთხფრთიანი ქერუბ-ინი იქცეოდის..” ქან-ზე გაკრული ოთხი ინ-ისაგან შემდგარი მბრუნავი სვასტიკის ფორმის ასონიშანი “ლი” საიდუმლო რიცხვის გასახსნელად.
ენ:
ენა-პირველი, რომლითაც დაიწერა პირველი ღვთის სიტყვა და რომლის გარეშე ვერ წაიკითხება ღვთის სიტყვაში დაფარული ჭეშმარიტება.
…. ამ ენას არც მდედრობითი აქვს და არც მამრობით, არამედ ორივენი ერთნი არიან.
აქამდე მხოლოდ 3 საფარველი იცოდა ებრაელებმა და ბერძნებმა საიდუმლოდ…
აქ კი უკვე მეოთხე გაიხსნა.
გავაგრძელო?….
ინ:
ი-ლი ი-ლი, ლიმ ა-ს აბა ქ-თან ი (მარცვლოვანი აბრევიატურა-პაზლი)
ა-ან(1+14)-ანბანი(114)-ს კოდი… “ლი” უკცე ვიცით როგორ იქმნება ქანზე გაკრული 4 ინისგან. ინ(10+14) ასო კი ქან(24)-თან მიბმულია სახელის რიცხვით.
ანბანი მაღალი.. ანბანი მთა.. ასო მთა ვარ.
“და დადგება უფლის სახლის მთა ყველა მთაზე მაღლა და წამოედინება ყველა ენები და ხალხები მისკენ”
აი აქ გავჩერდები ჯერჯერობით.. ესაც საკმაოდ ბევრია აღსაქმელად და გასაგებად.